იბრა და კომპანია არავის ინდობს
უამინდობა და ბევრი ნული

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ "ჟოფრუა გიშარზე" "სენტ ეტიენმა" ძალიან კარგად ითამაშა და აბსოლუტურად დამსახურებულად მოუგო "ლილს". თასზე "მწვანეების" სენსაციური მარცხიც ამით უნდა ავხსნათ, ალბათ ისინი ამ უპრინციპულესი შეხვედრისთვის ემზადებოდნენ. კრისტოფ გალტიეს გუნდი მართლაც აღარ ხუმრობს - ახლა "ლილამდე" და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე უკვე მხოლოდ 3 ქულა რჩება.

აი, რენე ჟირარის შეგირდები კი სულ უფრო და უფრო მძიმედ გამოიყურებიან. პსჟ-სთან გასვლაზე კარგად ჩატარებული მატჩის მერე ლილელთა ასეთი მკვეთრი რეგრესი ძნელად წარმოსადგენი იყო. თუმცა ჟირარი სირთულეების დაძლევას ნაჩვევია და ალბათ, გამოსავალს ამ სიტუაციაშიც იპოვის.

დაძაბული პირველი ტაიმის მერე ყველაფერი 6-7-წუთიან მონაკვეთში გადაწყდა, როდესაც მასპინძლები ბრანდაომ დააწინაურა, ხოლო ექსტულუზელმა ფრანკ ტაბანუმ მალევე მეორე გაიტანა და ამასთანავე, "ლილი" თავისი ბრაზიანი ნახევარმცველის, ფლორან ბალმონის გარეშე დარჩა, რომელიც ზედმეტი ემოციურობისთვის წითელი ბარათით დაისაჯა.

შაბათი კი ლიგა 1-ში იმით დაიწყო, რომ "მარსელისა" და "ვალანსიენის" მატჩი გადაიდო. ამის მიზეზი საფრანგეთის სამხრეთში მძვინვარე კოკისპირული წვიმა გახლდათ.

"ბასტიას" 1-ლი დეკემბრის მერე არ მოეგო და ეს ხუთმატჩიანი წარუმატებელი სერია "ბორდოსთან" შეწყვიტა. ჟირონდელებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ სამი მარცხი იწვნიეს და ის კარგი პერიოდი უკან დარჩათ, რომლითაც ცოტა ხნის წინ იწონებდნენ თავს. კორსიკელებს ახალწვეული ჯიბრილ სისე დაუშავდათ და გოლის გატანა თავის თავზე ადამა ბამ აიღო.

"ლორიანმა" მინი-ბრეტონულ დერბიში საწყის წუთებში მოუმთავრა ყველაფერი "გენგამს". მართალია, ვენსან აბუბაქარმა ისევ ვერ გაიტანა, მაგრამ სამაგიეროდ, ჯერ იან ჟუფრეს გაატანინა, მერე კი კევინ მონე-პაკეს. გენგამელთა თავკაცმა ჟოსელინ გურვენეკმა რამე უნდა მოიფიქროს - მის გუნდს უკვე ოთხი მატჩია, გოლი არ გაუტანია.

ასეთივე ანგარიშით იმარჯვა "ნიცამ" თავის "ალიანს რივიერაზე". ისევ გამოიჩინა თავი ბელგიელმა კრისტიან ბრიულსმა, რომელმაც ჯარიმიდან გაიტანა. მეორე გოლი კი ბოლოსკენ დარიო ცვიტანიჩმა შეაგდო. არგენტინელს თასზე გატანამ ფსიქოლოგიური წნეხი მოუხსნა და გოლის გემო ლიგა 1-შიც გაიხსენა. კლოდ პუელის გუნდი წინა სეზონის შედეგს ვეღარ გაიმეორებს, მაგრამ ნელ-ნელა წინ მიიწევს. "აიაჩოს" კი დიდი ხანია, გამოვემშვიდობეთ.

"რენს" უკვე 5 თამაშია ჩემპიონატში გამარჯვება არ მოუპოვებია, არადა, თუ სამართალია, ბრეტონელებს "ევიანთან" ნამდვილად უნდა მოეგოთ, რადგან დიდ უპირატესობას ფლობდნენ. თუმცა სტუმართა მეკარე ბერტრან ლაკე სასწაულებს სჩადიოდა და საბოლოოდ, მან თავის გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. ფილიპ მონტანიე მატჩის მერე ცოფებს ყრიდა, ეს შეხვედრა როგორ ვერ მოვიგეთო.

ექვსქულიანი თამაში იყო მონბელიარში. "მონპელიე" თავიდანვე უკეთ გამოიყურებოდა და მომენტებს ქმნიდა.

მაგალითისთვის მორგან სანსონის შორეული დარტყმაც შეგვიძლია ვახსენოთ, რომელიც ხარიხას მოხვდა. ნავსი ენტონი მუნიემ გატეხა და სტუმრები დააწინაურა. "სოშოსთვის" ეს ერთგვარი ბოლო შანსი იყო, თუმცა მასპინძლები, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ მას მერე, რაც ნათან სინკალამ 10 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მონბელიარელები 10 კაცით დატოვა.

მონპელიელები სიაკა ტიენემ დაამშვიდა, რომელიც პირველი გოლის ავტორის, მუნიეს ნაცვლად შეცვლაზე 8 წუთის გამოსული იყო, "მონპელიემ" ლიგა ერთში 11-თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო მწვრთნელ როლან კურბისისთვის ეს პირველი მოგება გახლდათ უმაღლეს ლიგაში 2005 წლის მერე.

"ლიონი" 2014 წელს 100%-იან შედეგს ინარჩუნებს. რემი გარდის შეგირდებმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარეს და გასვლაზე მოუგეს "რეიმსს", რომლის დამარცხებაც ძალიან ძნელია. და ეს ის "რეიმსია", რომელმაც "ლილს" სძლია, თანაც სტუმრად. თუმცა ლიონელები მართლაც ბრწყინვალე ფორმაში არიან და ლაღად გამოიყურებიან. ანტონი ლაკასეტმა სეზონში მე-10 გოლი გაიტანა, ხოლო მეორე გეიდა ფოფანას ანგარიშზეა. უფრო დიდი სხვაობა რომ არ დაფიქსირდა, ეს რეიმსელთა მეკარის, კოსი აგასას დამსახურებაა.

ლეივინ კურზავას ვეღარ აჩერებენ, "მონაკოს" მცველმა ისევ გოლი გაიტანა და თავისი გუნდი "ტულუზთან" შეხვედრაში დააწინაურა. მართალია, კლაუდიო რანიერის შეგირდები უკეთ ბურთაობდნენ, მაგრამ დაძაბულობა ბოლომდე შენარჩუნდა, სანამ შეცვლაზე შესულმა ლუკას ოკამპოსმა სხვაობა არ გაზარდა. მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა ჯეიმს როდრიგესმა, მაგრამ აქ თავად ახალგაზრდა არგენტინელის დარტყმა იყო მთავარი და აღსანიშნავი - მან ბრწყინვალე "მაკრატელათი" გაუტანა ალი აჰამადას.

ლიგა 1. XXI ტური

სტ.ეტიენი-ლილი 2:0

გოლები: 1:0 ბრანდაო (55), 2:0 ტაბანუ (61)

გაძევება: ბალმონი (62. ლილი)

მარსელი-ვალანსიენი გადაიდო

ბასტია-ბორდო 1:0

გოლი: 1:0 ადამა ბა (42)

ლორიანი-გენგამი 2:0

გოლები: 1:0 ჟუფრე (8), 2:0 მონე-პაკე (12)

ნიცა-აიაჩო 2:0

გოლები: 1:0 ბრიულსი (5), 2:0 ცვიტანიჩი (90)

რენი-ევიანი 0:0

სოშო-მონპელიე 0:2

გოლები: 0:1 მუნიე (19), 0:2 ტიენე (74)

გაძევება: სინკალა (35. სოშო)

რეიმსი-ლიონი 0:2

გოლები: 0:1 ლაკასეტი (25), 0:2 ფოფანა (84)

ლიონი (4-3-3): ენტონი ლოპეში - მიგელ ლოპეში (62. ზეფანი), ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - ფოფანა, გონალონი, გრენიე (90+7. მალბრანკი) - გურკუფი, ლაკასეტი (77. ბ. კონე), გომისი

ტულუზი-მონაკო 0:2

გოლები: 0:1 კურზავა (36), 0:2 ოკამპოსი (88)

მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა - ობადი (75. ობადი), კონდოგბია, ტულალანი - ჯ, როდრიგესი, ჟერმენი (81. რივიერი), ფალკაო (69. ოკამპოსი)

პსჟ-ნანტი 5:0

გოლები: 1:0 ტ. სილვა (10), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (26-პენ), 3:0 ტ. მოტა (51), 4:0 კავანი (58), 5:0 იბრაჰიმოვიჩი (64)

პსჟ (4-1-2-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტ. სილვა, მაქსველი - მოტა (69. მარკინიოსი) - ვერატი (64. პასტორე), მატუიდი - კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი (46. ლუკას მოურა)

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 10 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი)

მომდევნო ტური

24 იანვარი.

ლილი-რენი

25 იანვარი.

გენგამი-პსჟ, მონპელიე-ნიცა, აიაჩო-სოშო, ნანტი-რეიმსი, ტულუზი-ბასტია, ვალანსიენი-ლორიანი

26 იანვარი.

ლიონი-ევიანი, ბორდო-სტ. ეტიენი, მონაკო-მარსელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქმეში პირადად პრეზიდენტი ჩაერთო - ალ-ხელაიფი პსჟ-ში ლუის ენრიკეს ამ სატრანსფერო სურვილს დააკმაყოფილებს
ქართველების "მეცი" რუსი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
პსჟ "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
საქართველოს18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტი მალტის ძლევით გახსნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა
ოდიშარიას გარეშე - რფს სახლში "მალმიოსთან" განადგურდა
საზონოვმა ტრავმა მოირჩინა - დარჩება "ტორინოში"?
"ლივერპულის" გეგმა - კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელს "ბრაიტონიდან" ყიდულობს
კეილორ ნავასი კარიერას მექსიკის ჩემპიონატში განაგრძობს
დაბრუნება ყოფილ გუნდში - ფელიქსი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დასთანხმდა
"ძალიან სერიოზული ოჯახური პრობლემები მქონდა, ეს აქამდე არ მითქვამს..." - საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პეტერ სეგრტი ტაჯიკეთის ნაკრებიდან წასვლაზე
საქმეში პირადად პრეზიდენტი ჩაერთო - ალ-ხელაიფი პსჟ-ში ლუის ენრიკეს ამ სატრანსფერო სურვილს დააკმაყოფილებს
რა უთხრა პსჟ-ის განადგურების შემდეგ ტრამპმა პალმერს - ფეხბურთელმა ამბავი მოჰყვა
შეთანხმება შედგა - დიასი დიდი ალბათობით, "ლივერპულს" დატოვებს
მიქაუტაძის "ლიონი" ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის შვილს იმატებს
ნოა ლანგი: არ ვარ წინააღმდეგი კვარაცხელიას მემკვიდრე გავხდე, მაგრამ...
საქართველოს U16 ნაკრებმა ლატვიაში უკრაინა 95:80 დაამარცხა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა
ქართველების "მეცი" რუსი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
იმპარატო მიხვდა, რომ მიჰქარა და კვარაცხელიას და ქართველებს ბოდიში მოუხადა
პსჟ "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
დავითაშვილით "პანათინაიკოსი" დაინტერესდა
ლიგა 1. სეზონის სტატისტიკური შეჯამება: იბრაკადაბრა
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ლა ლიგა. სტატისტიკა: რონალდო, მესი და სხვები
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - დიდი ალბათობით, სილვასთვის ეს "ჩელსიში" ბოლო სეზონი იქნება
ჯეიმს როდრიგესმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" ზამთარში დატოვოს
"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა
საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტურის წინ: დაასველებს "მონაკო" "ლილის" მშრალ სერიას?
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
პოჩეტინოს მძიმე დროება "ჩელსიში" - ლონდონელთა მწვრთნელს ტიაგო სილვას ცოლიც დაუპირისპირდა
დარიო ცვიტანიჩი: მესი არ არსებობს
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ესპანეთი. ლა ლიგა XVIII ტური: მადრიდის "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
"ჩელსიმ" ტიაგო სილვასთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
"ჩელსი" ტიაგო სილვას მალე დაემშვიდობება
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
მეხუთე ბრაზილიელი - ტიაგო სილვას მნიშვნელოვანი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
მადრიდის "რეალი" I წრის ჩემპიონია
"რომას" "ნიცას" ბომბარდირი დარიო ცვიტანიჩი სურს
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
"რონალდოს გვერდით დაახველეს და პორტუგალიას პენალტი დაუდეს" - ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მსაჯებს აკრიტიკებს
42 წლის იბრაჰიმოვიჩი: სეზონში 30 გოლს ახლაც გავიტანდი
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
FIFA Ballon d'Or 2014: კრიშტიანო რონალდო სამგზის გამარჯვებულია [VIDEO+PHOTO]
კრიშტიანო რონალდო - ჯილდოების შემგროვებელი
ᓚᓘᓒᓐ 1. I ᓢᓣᓠᓘ: ᓖᓚᓐᓢᓐᓜᓘ ᓘᓬᓧᓔᓑᓡ ᓓᓐ... ᓕᓔᓠ ᓘᓒᓔᓑᓡ [VIDEO]
ნეიმარმა თავის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა