ვანესა მეი ოლიმპიადაზე ისრიალებს
ცნობილმა მევიოლინემ, ვანესა მეიმ საკვალიფიკაციო ნორმატივი შეასრულა და მონაწილეობას მიიღებს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში, სამთო მოთხილამურეთა ტურნირზე.

ტაილანდის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, გასულ უქმეებზე მან სლოვენიაში შეასრულა საკვალიფიკაციო ნორმატივი. მეი სოჭის თამაშებზე ტაილანდს წარმოადგენს და სასტარტო განაცხადში შეყვანილი იქნება მამის გვარით - ვანაკორნით.

მევიოლინეს დედა ჩინელია. როცა მეი ოთხი წლის იყო, მისი მშობლები გაიყარნენ და დედამ გოგონა ბრიტანეთში წაიყვანა. 35 წლის ვანესას სიტყვებით, მას კარგად ესმოდა, რომ ბრიტანეთის ნაკრებში მოხვედრის მინიმალური შანსი ჰქონდა და ამიტომაც ტაილანდის სახელით გამოსვლა გადაწყვიტა.

"ხალხი გაკვირვებულია, როცა თხილამურებზე მხედავს. არადა, ყოველთვის ვოცნებობდი, საკუთარი ძალები გამომეცადა დიდ სპორტში. არანაირი ილუზია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მედლებისთვის ვიბრძოლებ. უბრალოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია თავად ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ფაქტი", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ახალ ამბავს მეიმ.

სამთო თხილამურების რეიტინგის TOP500-ში ტაილანდის არც ერთი წარმომადგენელი არ შედის. ოლიმპიადის წესების თანახმად, ასეთ ქვეყნებს მხოლოდ ერთი მოთხილამურის გამოყვანა შეუძლიათ, ოღონდ იმ პირობით, თუ ისინი მეორე დონის საკვალიფიკაციო ნორმატივს გადალახავენ.

სოჭის ოლიმპიადაზე ვანესა მეი გიგანტურ სლალომში გამოვა.

იამაიკელმა ბობსლეისტებმა - უინსტონ უოტსმა და მარვინ დიქსონმა სოჭის ოლიმპიადის კვალიფიკაცია გაიარეს, მაგრამ მათ გამოსვლას 2014 წლის თამაშებზე უფულობა უშლის ხელს.

46 წლის უოტსი სამი ოლიმპიადის მონაწილეა (1994, 1998 და 2002). მან სოჭის თამაშებისთვის კარიერის განახლება გადაწყვიტა და ახლა აცხადებს, რომ სასწრაფოდ სჭირდება 80 ათასი დოლარი რუსეთში მგზავრობის ხარჯების დასაფარად. ჯერჯერობით ვეტერანს ასეთი თანხა არ გააჩნია, იამაიკის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კი უოტსს დახმარებაზე უარი უთხრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს