თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო რეიტინგში ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე - ბერძნულ-რომაულში
თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო რეიტინგში ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე - ბერძნულ-რომაულში, რადგან აქ ყველა წონაში გვყავს მონაწილე 15 რჩეულს შორის.

თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენები მოწინავე სამეულში არც აქ არიან.

ყველაზე კარგ ვითარებაში მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილია - IV ადგილი რეიტინგში. სავსებით ლოგიკურია ჩვენს გუნდში მისი პირველობა, რადგან წლეულს მხოლოდ მას ჰქონდა შედეგი - ევროპაზეც და მსოფლიოზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თუმცა ასევე ლოგიკურია მისი მეოთხეობაც - მას მხოლოდ რუსთა ოსი, მსოფლიოს აწ უკვე ხუთგზის, ევროპის სამგზის და ოლიმპიადის ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი, უკრაინელთა ოსი ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი ალან ზასეევი და თურქი ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ტაჰა აკგული უსწრებენ - ისინი ჯერჯერობით მართლაც აღემატებიან ჩვენს 19 წლის ტალანტს.

თავიანთ წონებში მეხუთე ადგილზე სამი მონაწილე გვყავს - ლევან ქელეხსაშვილი 66-ში, იაკობ მაქარაშვილი 74-ში და დავით ქერაშვილი 96-ში.

სამივე ახალ თაობას მიეკუთვნება და სიმბოლურია, რომ შარშან, მსოფლიოს პირველობაზე სამივე მეხუთე ადგილზე გავიდა... ისინი თავიანთ წონებში უკვე ლიდერებად იქცნენ. ამ მხრივ უფრო გამოკვეთილი ქელეხსაშვილია, რომელსაც იმდენად ძლიერი კონკურენტები არ ჰყავს. ის ახალი გადმოსულია ახალგაზრდული ნაკრებიდან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, შარშან, მისთვის სადებიუტო მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოსთვის ეჭიდავა. ოთარ თუშიშვილის სპორტიდან წასვლის შემდეგ ის ამ წონის ლიდერად იქცა.

ბოლო თვეების შედეგებით, მაქარაშვილიც წონის ლიდერია, თუმცა მას მუდმივად თან სდევს დავით ხუციშვილის აჩრდილი - მსოფლიოსა და ევროპის მედალოსანმა ოპერაციისშემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულა და ვარჯიშსაც შეუდგა.

ოღონდ გასარკვევია, რომელ წონაში გააგრძელებს კარიერას - მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფედერაციამ ახალი წონითი კატეგორიები დაადგინა, რაც ცვლილებებისკენ ხუციშვილსაც უბიძგებს.

სპორტიდან გიორგი გოგშელიძის წასვლის შემდეგ 96 კილოგრამში ლიდერის ძებნის პროცესი გაჭიანურდა.

ერთი ხანობა, უპირატესობა ელიზბარ ოდიკაძის მხარეს იყო და მარტში თბილისში, ევროპის ჩემპიონატზეც აჭიდავეს, მაგრამ ბოლო თვეებში ლიდერობა ოდიკაძემ გადაიბარა და მსოფლიოში მეხუთედაც იქცა - ყველა პარამეტრით, ანუ რეიტინგშიც და პირად პირველობაშიც...

15-ეულში მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან გიორგი ედიშერაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84). ცხადია, ეს მათთვის არაა სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა კიდევ უფრო უარესი ის გარემოებაა, რომ ედიშერაშვილს, რეიტინგს ვინღა დაეძებს და, დოპინგის გამო მთელი ორი წელიწადი გაუცდება.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენგან ყველაზე ცუდი რეიტინგი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (60) აქვს - IX ადგილი.

შარშან მისი გამორჩეული შედეგები ევროპირველობაზე მოპოვებული ბრინჯაო და იტალიურ სასარიში მოგებული "ოქროს დიდი პრიზია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
თავისუფალი ჭიდაობა. სომხეთის ტურნირი: მედალთცვენა ვანაძორში
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს ვერ შესწვდა
დავით მარსაგიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გენო პეტრიაშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ოქროს მედალი მოიპოვა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ზურაბ იაკობიშვილის ფინალური ჭიდაობა საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა მოიგო, მაგრამ საუკეთესო მოჭიდავის სტატუსი მაინც დაკარგა
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში"
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძე ლიგაში დაუმარცხებელი და საუკეთესოა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
მსოფლიოს თასი: ქერმანში დაკარგული თასი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
შმაგი ბოლქვაძე ჩემპიონია - 5 მედალი კიევის ტურნირზე პირველ საჭიდაო დღეს [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძეც დამარცხდა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ
მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...