"ინტერის" სამიზნეში ერნანესია
"ინტერი" დიდ სატრანსფერო ორომტრიალშია და პრესაშიც არაერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. უახლოეს დღეებში, შესაძლოა, რამდენიმე გარიგება დადასტურდეს - მაგალითად, ერნანესის "ლაციოდან" "ნერაძურიში" გადაბარგება და ფრედი გუარინის "ნაპოლიში" გადასვლა; აი, ანდრეა რანოკია რომ დორტმუნდის "ბორუსიაში" იასპარეზებს, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ინტერმა" და "ბორუსიამ" შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, რანოკია სწორედ გერმანულ გუნდში გააგრძელებს კარიერას. ბოლო დროს ვალტერ მაცარი აღარ სწყალობდა 25 წლის მცველს, რომელიც გერმანიაში გადაბარგებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა. თუმცა ანდრეა ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებას პირად ხელშეკრულებაზე და შესაბამისად, ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა. სამაგიეროდ, კლუბებს შორის შედგა შეთანხმება და მთავარი ალბათ სწორედ ეს გახლდათ. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, გერმანელები რანოკიას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ერთი სიტყვით, "ინტერი" 12 მილიონ ევროს ელოდება და ამად არის, რომ ერნანესის ფრონტზე საგრძნობლად გააქტიურდა. "ლაციოს" მესვეურები 28 წლის ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვენ, მილანელებს კი თანხის 12 მილიონამდე დაყვანა სურთ. მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და ვნახოთ, რით დასრულდება.

გუარინის ბოიკოტი

და ყველაზე მთავარი: "ინტერის" ვარჯიშზე ფრედი გუარინი არ გამოცხადდა და პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი ფეხბურთელის გაბრაზებაა. საქმე იმაშია, რომ ორიოდე დღის წინ "ინტერი" და "იუვენტუსი" ახლოს იყვნენ ბარტერთან, რომლის მიხედვითაც, გუარინი "იუვენტუსში" უნდა გადასულიყო, მირკო ვუჩინიჩს კი "ინტერის" მაისურა მოერგო.

მოლაპარაკება ბოლო მომენტში მილანელთა სურვილით ჩაიშალა, რომლებმაც ფრედის შენარჩუნება განიზრახეს. როგორც ჩანს, ამან იმდენად ააღელვა 27 წლის კოლუმბიელი, რომ "ნერაძურიში" ვარჯიშიც არ მოისურვა. ფრედი ასე ახლოს იყო "იუვენტუსთან" და შესაბამისად, სკუდეტოსთან, ტრანსფერის ჩაშლა კი მძიმედ გადაიტანა.

დღევანდელი ინფორმაციით, ფრედიმ საბოლოოდ გადაწყვიტა "ინტერიდან" აბარგება და უკვე "ნაპოლისთან" აწარმოებს მოლაპარაკებას. იმავე ‘გაძეტას" მტკიცებით, სამხრეთელები მზად არიან, გუარინის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ. საბოლოო სიტყვა ერიკ ტოჰირზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - სანჩო სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
"ნაპოლიმ" 28 წლის სერბი მეკარის დამატების შესახებ გვაუწყა
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
ისევ ოდიშარიას გარეშე - რფს "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
"არსენალი" ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
მამარდაშვილის 90 წუთი და ვირცის სადებიუტო გოლი - "ლივერპულმა" "იოკოჰამას" დაუქამბექა
[VIDEO] "მამარდას" ეფექტური მოგერიება "იოკოჰამასთან" - ქართველმა "ლივერპული" გაშვებული გოლისგან იხსნა
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
ფრანკ დე ბურის "ინტერში" რთული დროება უდგას
მირკო ვუჩინიჩი ჩერნოგორიის საუკეთესო ფეხბურთელად მეშვიდედ დაასახელეს

მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
დიდი იტალიური დერბის გამოხმაურება: რაში აჯობა "იუვემ" "ინტერს"?
'ვიცოდი, სასმელი მომკლავდა, მეც ვსვამდი და ვსვამდი' - სამხრეთამერიკელმა რთული პერიოდი გაიხსენა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 27 ივლისი
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტევესი გასუქდა და თამაში აუკრძალეს
იტალია. სერია A. XVIII ტური: დიდი ნაბიჯი სკუდეტოსკენ [VIDEO]
ჯუზეპე მაროტა: "იუვენტუსს" ორი ფორვარდი დატოვებს
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
მილანის "ინტერი", უფრო ახლოს მიზანთან
ერიკ ტოჰირმა "ინტერის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ტრანსფერ ONLINE: "არსენალმა" ახალი ბიჭი წარადგინა
გასული კვირის 5 ფრაზა: რა ეროვნებისაა ანტონიო კასანოს თავი?

"ინტერის" პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას უარყოფს
მამის ცემის გამო "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი დააპატიმრეს
აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს პრეზიდენტი
მილანის "ინტერი" ტურინულ ბაზარზე
იტალია. სერია A. XXIV ტურის წინ: ტოსკანა "ინტერს" ელის
მილანის დერბის გამოხმაურება: უკეთესი მადონინა, უკეთესი გუნდებით
ვალტერ მაცარი: ჟოზესთან ბევრი საერთო მაქვს