ხოსეპ გვარდიოლას პრესკონფერენციაზე მთავარი თემა მარიო მანჯუკიჩი იყო
პარასკევის შემდეგ "ბაიერნის" უპირატესობა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში შეიძლებოდა 4 ქულამდე შემცირებულიყო, მაგრამ რეკორდმაისტერი არავის ინდობს, "გლადბახიც" დაამარცხა და თუ 29 იანვარს "შტუტგარტსაც" მოუგებს, 13 ქულით დაწინაურდება.

მიუნხენური გრანდი მე-17 ტურის გადადებულ შეხვედრას მართავს - გეხსომებათ, ის თამაში იმის გამო გადაიდო, რომ ბავარიელები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ.

პრინციპში, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ისეთ ფორმაშია, რომ რეკორდმაისტერის მორიგ გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება.

პეპმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, რომლის მთავარი თემა მარიო მანჯუკიჩი და მის გარშემო ატეხილი დისკუსია გახლდათ. როგორც იცით, გვარდიოლამ ხორვატი გოლეადორი, რომელიც მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირია, "გლადბახთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

როგორც გაირკვა, ესპანელი სპეციალისტი მარიოს ვარჯიშზე ზარმაცობისთვის გაუწყრა, თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები დიდი ხანია ირწმუნებიან, რომ მანჯუკიჩი პეპის გეგმებში არ ჯდება.

პრესკონფერენციაზე გვარდიოლას გადაჭრით არ უთქვამს, მოხვდება თუ არა ხორვატი თავდამსხმელი "შტუტგარტთან" მატჩის განაცხადში:

"საღამოს ვარჯიშზე გადავწყვეტ, შევიყვანო თუ არა მარიო განაცხადში. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, განაცხადში კი მხოლოდ 18 საუკეთესო ხვდება. შესაბამისად, გადაწყვეტილებას მატჩიდან მატჩამდე ვიღებ ხოლმე," - უთხრა გვარდიოლამ ჟურნალისტებს.

თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ მანჯუკიჩს "ბაიერნში" მომავალი არ აქვს, რაც პირველ რიგში იმითაა განპირობებული, რომ გვარდიოლას კლასიკური ცენტრფორვარდები გულზე ისედაც არ ეხატება, ზაფხულიდან კი "ბაიერნის" ფორმას რობერტ ლევანდოვსკიც მოირგებს.

"მარიოს შესაძლებლობებში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება, მაგრამ განაცხადისა და ძირითადი შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებას მეტოქიდან გამომდინარე ვიღებ ხოლმე. მანჯუკიჩი სუპერფეხბურთელია, მაგრამ ჩვენი ყველა ფეხბურთელი ასეთია - წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი "ბაიერნში" არ ითამაშებდნენ," - დასძინა გვარდიოლამ.

რეკორდმაისტერს "გლადბახთან" მცირე ტრავმის გამო ფრანკ რიბერიც აკლდა, თუმცა ეს უკანასკნელი უკვე გამოჯანმრთელდა და წესით, "შტუტგარტთან" ძირითადში უნდა ვიხილოთ. სამაგიეროდ, ტრავმირებულები არიან ხავი მარტინესი და დანიელ ვან ბუიტენი - აღარაფერს ვამბობთ ჰოლგერ ბადშტუბერსა და ბასტიან შვაინშტაიგერზე. თუმცა 29 წლის შვაინის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის და წესით, მოედანზე მალე უნდა დაბრუნდეს.

რაც შეეხება "შტუტგარტს": შვაბები სასწაულის და კიდევ იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ "ბაიერნი" მოშვებული იქნება, თუმცა ამის შანსი მცირეა.

"სტადიონზე ყველა ბილეთი გაყიდულია, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგებს გავაუმჯობესებთ, კონკრეტულად "ბაიერნთან" მატჩში კი ბიჭებისგან მაქსიმალურ თავდადებას მოველი. თანახმა ვარ, რომ "ბაიერნს" 80-პროცენტიანი ბურთის ფლობა ჰქონდეს, ჩვენ კი ერთი კონტრშეტევით ვისარგებლოთ და 1:0 მოვიგოთ," - აღნიშნა მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "შტუტგარტის" დამრიგებელმა თომას შნაიდერმა.

P.S. 28 იანვარს, გვიან გაირკვა, რომ გვარდიოლამ მარიო მანჯუკიჩი დღევანდელი შეხვედრის განაცხადში შეიყვანა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის გამოტოვებული მატჩი

29 იანვარი

შტუტგარტი-ბაიერნი 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დიდავი, როხასი - ბადშტუბერი, შვაინშტაიგერი, ხავი მარტინესი, დანიელ ვან ბუიტენი

სავარაუდო შემადგენლობები

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 92 თამაში: +17=20-55, (186:108)

შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგერი, რაუში - ლაიტნერი, გენტნერი - ჰარნიკი, ტი. ვერნერი - იბიშევიჩი, აბდელაუ.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა, ტ. კროოსი, რიბერი - გიოტცე.

ბომბარდირები:

11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 10 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
ასეც ხდება - "სიტი" პრემიერ ლიგაში ბოლო 2 თვეში ყველაზე ცუდი კლუბია
მანჯუკიჩი "მილანში" ჩაირიცხა - იბრაჰიმოვიჩი მეტოქეებს ემუქრება
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია თბილისში დანაკლისით მოდის
"ჩავფრინდებით თბილისში, მოვიგებთ და სამი ქულით დავბრუნდებით"
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
შერიგება ერთი პირობით - გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
გურამ კაშიას "შტუტგარტი" უთვალთვალებს ... მაგრამ "ასტონ ვილა"?
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია
მარიო მანჯუკიჩმა "მანჩესტერში" გადაბარგება გადაწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
გვარდიოლა ზაფხულში "სიტიდან" წასვლას გეგმავს
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტურის წინ: გალიდერდება "დორტმუნდი"?
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
მარიო მანჯუკიჩი ყატარის "ალ-დუჰაილში" გადაბარგდა
გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტურის წინ: ვინ ისარგებლებს "ბაიერნის" წაფორხილებით?
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტურის წინ: ფეხის დაცდენის მოლოდინში
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ