ბახი: არანაირი პოლიტიკა
ჰოკეის ეროვნული ლიგის ვიცე-კომისარმა ბილ დეილიმ სააგენტო AP-სთან კომენტარში განაცხადა, რომ ლიგამ, შესაძლოა, არ გაუშვას თავისი მოთამაშეები 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე.

დეილის სიტყვებით, NHL ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ სოჭში "სახიფათო სიტუაცია" შეიქმნება. ლიგის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დაამატა - ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი, რუსეთის მთავრობა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყველაფერს აკეთებენ სოჭში სპორტსმენთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადო.

სააგენტო AP აღნიშნავს, რომ დღეისთვის რუსული სამართალდამცავები სამ ტერორისტ ქალს ეძებენ, რომლებიც, შესაძლოა, უკვე სოჭში იმყოფებიან. სააგენტო გვახსენებს, რომ ოლიმპიადაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაახლოებით 50 ათასი პოლიციელი და სამხედროა მობილიზებული.

სოჭის ოლიმპიადაზე NHL-ის 150 ჰოკეისტი ითამაშებს. ამ ლიგიდან მინიმუმ თითო წარმომადგენელი ტურნირის მონაწილე 12-ივე გუნდს ჰყავს.

სტემკოსი სოჭისთვის მზად არის

ამასობაში, NHL-ის ვარსკვლავები ფიქრებით უკვე სოჭში არიან. "ტამპა ბეის" ფორვარდმა, კანადური ჰოკეის ერთ-ერთმა უპირველესმა ვარსკვლავმა სტივენ სტემკოსმა პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა ტრავმის შემდეგ, - იტყობინება TSN. ირკვევა, რომ 23 წლის ჰოკეისტი პარტნიორებთან ერთად სრულად დაიტვირთა და ყინულზე დაახლოებით 15-20 წუთი დაჰყო.

სტემკოსის თქმით, მას ჯერაც აქვს სოჭში გამოსვლის იმედი, მაგრამ კერძო საუბარი ელის კანადის ნაკრების გენერალურ მენეჯერთან, სტივ აიზერმანთან. ჰოკეისტი აღნიშნავს, რომ ახლა თავს გაცილებით კარგად გრძნობს და სურვილი აქვს, სოჭში გამგზავრებამდე ერთი მატჩი NHL-ში ითამაშოს, თუმცა არ გამორიცხავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, ტრავმის შემდეგ პირველ შეხვედრას უკვე ოლიმპიადაზე ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ სტემკოსმა ფეხი 11 ნოემბერს მოიტეხა.

"დეტროიტის" ფორვარდი იოჰან ფრანცენი, რომელმაც 16 მატჩის გამოტოვების შემდეგ ერთი შეხვედრა ჩაატარა რეგულარულში, ისევ მოხვდა ტრავმირებულთა სიაში. შვედეთის ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს კვლავაც ტვინის შერყევის სიმპტომები აქვს. ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ვეტერანი თავდამსხმელი სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლას.

სოჭში დოპინგი არ გაჭრის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო დირექტორმა რიჩარდ ბაჯეტმა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა დევიდ ჰოუმენმა განაცხადეს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენებისთვის ძალიან რთული იქნება დოპინგის მიღება.

"სოჭში აკრძალული პრეპარატების მიღება სრულ უაზრობად მიმაჩნია. თუ თამაშების დროს დადებით სინჯებს მაინც აღმოვაჩენთ, ეს სწორედ სპორტსმენების სულელური საქციელის შედეგი იქნება", - ამბობს ბაჯეტი.

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ მატყუარა სპორტსმენები არ არსებობენ, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ: "სისულელეა ოლიმპიადაზე დოპინგის გამოყენება, რადგან დამრღვევი აუცილებლად გამომჟღავნდება", - ეს ჰოუმენის სიტყვებია.

სოჭში სულ 2453 დოპინგ-ტესტს ჩაატარებენ, აქედან 1269 სინჯი თამაშების წინ იქნება აღებული. ტესტების დიდ ნაწილს აიღებენ იმ სპორტმენებისგან, რომლებიც ამტანობაზე ორიენტირებულ სახეობებში (სათხილამურო რბოლა, ბიატლონი) გამოდიან.

ანტისადოპინგო პროგრამა 30 იანვარს დაიწყება, როცა სპორტსმენებისთვის გაიხსნება ოლიმპიური სოფელი. ვარაუდობენ სამი ათასი სპორტსმენიდან ორი ათასის შემოწმებას. აუცილებლად ჩააბარებს დოპინგ-სინჯს თითოეულ დისციპლინაში პირველ ხუთ ადგილზე გასული სპორტსმენი.

ბახი: არანაირი პოლიტიკა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ტომაშ ბახს იმედი აქვს, რომ სოჭის ოლიმპიადის მსვლელობის დროს პოლიტიკა არ ჩაერევა სპორტში.

"თამაშები არ შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკური დემონსტრაციების სცენად. აუცილებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს ყოველ ინდივიდუალურ სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, სპორტსმენებს აქვთ სიტყვის თავისუფლება. მათ შეუძლიათ გააჟღერონ საკუთარი აზრი პრესკონფერენციებზე. ოლიმპიადის წინ ყოველთვის იმართება პოლიტიკური დისკუსიები, მაგრამ თამაშებზე მხოლოდ სპორტი უნდა იყოს. ჩვენ სრულად ვენდობით რუსულ მთავრობას და დარწმუნებულნი ვართ, რომ თამაშებზე უმაღლეს დონეზე იქნება უსაფრთხოება", - ამბობს ბახი.

გარდა ამისა, სოკ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა პოლიტიკოსები, რომლებმაც უარი თქვეს სოჭში გამგზავრებაზე.

ავსტრიამ ლიდერი დაკარგა

ავსტრიელი სამთო მოთხილამურე ჰანეს რაიხელტი, რომელიც წლევანდელ სეზონში ხუთჯერ ავიდა მსოფლიოს თასის ეტაპების პოდიუმზე, სოჭის თამაშებს დააკლდება. გასულ უქმეებზე მან მოიგო სწრაფდაშვება ავსტრიის კურორტ კიტცბუელში, რის შემდეგაც ძლიერი ტკივილი იგრძნო ზურგის არეში. მეორე დღეს რაიხელტი მაინც გავიდა სუპერგიგანტის სტარტზე, მაგრამ მხოლოდ 68-ე ადგილი დაიკავა.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ავსტრიელს ხერხემალი აქვს დაზიანებული. მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

ნორვეგიამ უნდა მოიგოს

ამერიკულმა სააგენტო AP-მ გამოაქვეყნა სოჭის ოლიმპიადაზე მედლების გადანაწილების საკუთარი პროგნოზი.

სააგენტოს ჟურნალისტებმა თითოეულ დისციპლინაში ივარაუდეს პოდიუმი და გამოთვალეს, რომ მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში პირველი სამეული ასეთ სახეს მიიღებს:

1. ნორვეგია - 17 ოქრო

2. აშშ -14

3. კანადა - 13

ამერიკელები მასპინძელ რუსეთს 10 ოქროსა და საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.

ვონი კომენტატორი იქნება

სამთო თხილამურების ამერიკელი ვარსკვლავი ლინდსი ვონი, რომელიც სოჭში მუხლის ტრავმის გამო ვერ ახერხებს გამოსვლას, ოლიმპიადის დღეებში ტელეარხ NBC-ისთვის ტელეკომენტატორად იმუშავებს. მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას.

NBC-ს აშშ-ის ტერიტორიაზე ზამთრის ოლიმპიადის ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება გააჩნია. ვონი კომენტარს გაუკეთებს სტარტებს დილის ყოველდღიური შოუს - Today-ს ეთერში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "ჩეზენასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "ნიურნბერგის" მოგება ორი წაგების შემდეგ
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჯონ ტავარესის გაბრწყინება
ოლიმპიური ოქრო მილიონი ღირს
სამთო თხილამურები: ლინდსი ვონისთვის სეზონი დასრულდა
სამთო თხილამურები: ვონის ჰეთ თრიკი, ჰირშერის დუბლი
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: რუსეთი მალკინის გარეშე?
NHL. ᓠ᠔ᕒ
სამთო თხილამურები: ვონს მხოლოდ ბრინჯაო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა Sports Illustrated-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა [PHOTO]
საუდის არაბეთის ინიციატივა: ოლიმპიადა მხოლოდ მამაკაცებისთვის!
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: 700-იანი კროსბი და იაგრის ახალი რეკორდი
NHL: ᓠᓐ ᓘᓧᓝ ᓛᓜᓘᓨᓕ
ოლიმპიზმი: ლტოლვილები არ მიატოვეს
10 რეკორდი, რომელიც უეინ გრეტცკის არ ეკუთვნის
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი და მარიო ერთად არიან
სტემკოსი გამოირიცხა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრმა ლემიეს გაასწრო
ოლიმპიზმი: სოკ-ის პირობა რუსეთს
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრის 693
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სტემკოსი სოჭს უახლოვდება
ლინდსი ვონის თეთრი ოლიმპიადის რეპეტიცია
პლეი ოფი: "პიტსბურგი" კედელთან მიაყენეს
სამთო თხილამურები: ლინდსი ვონს კაცებთან უნდა