"სუონსი" ზაფხულს აღარ დაელოდა
"ლელო" 5 თებერვლის ნომერშივე წერდა, რომ "სუონსისა" და მიკაელ ლაუდრუპს შორის თანამშრომლობა დასასრულს უახლოვდებოდა და "გედები" 49 წლის დანიელის შემცვლელს ეძებდნენ. სამშაბათს, გვიან ღამით გაირკვა, რომ მთავარ მწვრთნელს ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 5 თვით ადრე კარისკენ მიუთითა, რისთვისაც სპეციალისტი 3 მილიონი ფუნტის კომპენსაციას მიიღებს.

"კლუბმა ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო და მთავარ მწვრთნელს გამოეთხოვა. ამას, უპირველესად, კლუბისა და მისი გულშემატკივრების ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ გუნდის თავკაცს ასეთ ვითარებაში ვეთხოვებით, მაგრამ სხვა გზა აღარ გვრჩებოდა. მუდმივი გაურკვევლობის ფონზე რაღაც უნდა გვეღონა. გვინდა, მადლობა ვუთხრათ მიკაელს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებები ვუსურვოთ," - ვკითხულობთ "სუონსის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ჰიუ ჯენკინსის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც უეფას ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდს გარი მონკი გაუძღვება, ვისაც ალან კერტისი დაეხმარება. 34 წლის მონკი 10 წელია, "სუონსის" ერთგულად ემსახურება. შეგვიძლია, ის ჯერ კიდევ მოქმედ ფეხბურთელად დავასახელოთ. მან სექტემბერში "ბირმინგემთან" ლიგის თასზე (1:3) მოედანზე 90 წუთი გაატარა.

"სუონსი" ერთადერთია, რაც ცხოვრებაში გამაჩნია. ფანებს ვპირდები, რომ ამიერიდან ფეხბურთელებისთვისაც ასე იქნება. პრობლემებს ერთად შევეჭიდებით და იმედია, საბოლოოდ გადავჭრით მათ. კლუბს ჩემზე უკეთ არავინ იცნობს. დარწმუნებული ვარ, ეს მეც დამეხმარება და ჩემს ფეხბურთელებსაც," - აცხადებს ახლად მონათლული მწვრთნელი.

ლაუდრუპის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ "ევერტონში" რობერტო მარტინესის თამაშემწე გრემ ჯონსი განიხილება. ჯონსის გარდა, BBC-ის ცნობით, "ლიბერთი სტედიუმზე" ინგლისის ნაკრების, "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" ყოფილ თავკაც გლენ ჰოდლზეც სერიოზულად ფიქრობენ. საკითხი შესაძლოა უქმეებამდე მოგვარდეს.

"გულშემატკივრების ინტერესების" გამო ლაუდრუპის გათავისუფლება "გედების" მხარდამჭერებს ერთგვაროვნად არ მიუღიათ.

მათი ნაწილი სოციალურ ქსელებში ამტკიცებს, რომ დროებითი მწვრთნელების ხელში გუნდს კიდევ უფრო დიდი შანსი ექნება ჩემპიონშიპში დაქვეითების, ვიდრე იქამდე იყო. თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ საპროტესტო აქციების ჩატარება ამ ეტაპზე დაუშვებელია, რადგან ეს მოთამაშეებს კიდევ უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს, რაც შედეგებზე უარყოფითად აისახება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
[VIDEO] "მომეცით ბურთი! ყველას კარში დარტყმა გინდათ!" - კიტეიშვილი თანაგუნდელებმა წყობიდან გამოიყვანეს
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
პეპ გვარდიოლა: "ბაიერნში" არავინ მყავდა, ვისაც 3 ფეხბურთელის მოტყუება და გოლის გატანა შეეძლო
"ნამდვილი მაესტროა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - რობერტო მარტინესი პსჟ-ის ფეხბურთელზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
ᓤᓔᓮᓑᓣᓠᕗᓘ ᓓᓐ ᕦᓐᓚᓐᓢᓘᕡ ᓘᓡᓢᕝᓠᕘᓐ - ᓕ
გლენ ჰოდლმა ტელეგადაცემისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
"გოლების გატანას უმაღლეს დონეზე კვლავ აგრძელებს" - მარტინესი რონალდოთი აღფრთოვანებულია
გლენ ჰოდლი: პენალტის დანიშვნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა
რობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!
The Telegraph: ინგლისის ნაკრები 2017 წელს შესაძლოა რანიერიმ ან ვენგერმა ჩაიბაროს
ტიმ შერვუდი დროებით "ტოტენჰემს" გაწვრთნის
პსჟ, "ბაიერნი" და... კიურასაო - სად წვრთნიან "ბარსელონას" ვეტერანები
"რეალი" კონტეს დაუკავშირდა, თავისი სამსახური კი ბლანკოსს ლაუდრუპმა შესთავაზა
Record: პორტუგალიის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩში შემადგენლობაში ერთბაშად ცხრა ცვლილებას გეგმავს
მიკაელ ლაუდრუპი უეფას აკრიტიკებს: თამაშის გაგრძელება არ შეიძლებოდა
მიკაელ ლაუდრუპმა "რეალის" ჩაბარებაზე ური განაცხადა