პეპ გვარდიოლა შეგირდებს აფრთხილებს: "ჰამბურგი" მართლა ეგეთი სუსტიც არ გეგონოთ!
მიუნხენის "ბაიერნი" ისეთ ფორმაშია, რომ ნებისმიერ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნევა - მით უმეტეს, უკრიტიკულეს მდგომარეობაში მყოფ "ჰამბურგთან", რომელსაც რეკორდმაისტერი 12 თებერვალს, გერმანიის თასის მეოთხედფინალში სტუმრობს.

ჩრდილოგერმანულ კლუბში სრული ქაოსია - ჰამბურგელებმა სამშაბათს გვიანობამდე ისიც კი არ იცოდნენ, მეორე დღეს გასამართ მატჩში გუნდის მთავარი მწვრთნელი ისევ ბერტ ვან მარვეიკი იქნებოდა თუ ვინმე სხვა... უფრო სწორად, ფელიქს მაგათი, რომლის კანდიდატურა "ჰამბურგის" თავკაცის პოსტზე აქტიურად განიხილება და დიდი შანსია, რომ როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, "დესპოტი ფელიქსი" უკვე დანიშნულიც კი იყოს...

მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, "ბაიერნის" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა შეგირდებს მაინც აფრთხილებს - პეპის თქმით, "ჰამბურგი" არც ისე სუსტია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ერთ მშვენიერ დღეს "ჰამბურგს" "ბაიერნის" დამარცხება ხელეწიფება და თანაც, იოლი წარმოსადგენია, რამხელა შვება იქნება კრიზისში მყოფი ჩრდილოელებისთვის თასზე "ბაიერნის" დამარცხება.

ექვსი მარცხი, ორი ფრე - ეს "ჰამბურგის" ბოლოდროინდელი სტატისტიკაა "ბაიერნთან". წინა სეზონში რეკორდმაისტერმა "ჰამბურგი" სულაც 9:2 გაანადგურა, მაგრამ გვარდიოლას წარსული არ აინტერესებს:

"ყველა შეხვედრა 0:0-დან იწყება და მე ვიცი, რომ "ჰამბურგი" ნამდვილად არ არის ისეთი უხარისხო გუნდი, როგორც ეს ბუნდესლიგის ამჟამინდელი ცხრილიდან ჩანს! - აცხადებს პეპი და დასძენს, - "ჰამბურგში" ახლა ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეს გუნდი ასეთ სიტუაციაში უფრო სახიფათოა."

მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ "ჰამბურგიდან", პირველ რიგში, კაპიტანი რაფაელ ვან დერ ვაარტი და თავდამსხმელი პიერ-მიშელ ლასოგა გამოარჩია. პეპის აზრით, მარტო ამ ორი ფეხბურთელის გვარის დასახელებაც საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ: "ჰამბურგი" არც ისე უსუსურია.

საინტერესოა, როგორი იქნება მიუნხენური გრანდის ძირითადი შემადგენლობა. არის შანსი, რომ "ბაიერნის" ქომაგებმა საყვარელი გუნდის რიგებში კვლავ იხილონ ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც ტრავმა უკვე სრულად მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. იასპარეზებს თუ არა შვაინი, ეს ახლა მხოლოდ გვარდიოლაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ტონი კროოსს: ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, გვარდიოლას ეს უკანასკნელი დასჯილი ჰყავს. ამგვარ მოსაზრებას საფუძვლად ის ფაქტები უდევს, რომ პეპმა კროოსი ბოლო ორ შეხვედრაში არ ათამაშა, მანამდე კი, "შტუტგარტთან" შეცვლის დროს კროოსმა პეპს ხელთათმანები ცხვირწინ დაუხეთქა. პეპი კროოსზე განაწყენებას უარყოფს:

"ბოლო ორივე შეხვედრაში სხვადასხვანაირად ვითამაშეთ და კროოსის სკამზე დატოვება მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება გახლდათ. ტონი "ბაიერნისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. როცა ყველა გამოჯანმრთელდება, სულ უფრო და უფრო მეტ წამყვან ფეხბურთელს მოუწევს ხანდახან სკამზე დაჯდომა.

ყოველი თამაშის წინ მეტოქეს კარგად ვაანალიზებ და ძირითად შემადგენლობას ამ ანალიზის მიხედვით ვირჩევ. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად არ ხდება ისე, რომ ვიღაც ჩემს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. როცა ფეხბურთელი არ თამაშობს, ლოგიკურია, რომ მწვრთნელზე ნაწყენია, მაგრამ მწვრთნელისთვის და ყველასათვის უმთავრესი გამარჯვებაა," - ამბობს გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" ამ სეზონში წაგება არ აქვს. გვარდიოლას ეს ძალიან მოსწონს და ღიმილით ამბობს: "ადრე თუ გვიან ჩვენც წავაგებთ. ამაზე არ ინერვიულოთ..."

გერმანიის თასი. 1/4-ფინალი

11 თებერვალი

აინტრახტი-ბორუსია 0:1

გოლი: 0:1 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (83).

12 თებერვალი

ჰამბურგი-ბაიერნი 23:30

სავარაუდო შემადგენლობები

ჰამბურგი (4-2-2-1-1): ადლერი - დიკმაიერი, თაა, ლ. ზობიეხი, იანსენი - ბადელი, რინკონი - ილიჩევიჩი, ოლა ჯონი - ვან დერ ვაარტი - ჩალჰანოღლუ.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა, ტ. კროოსი, გიოტცე - მანჯუკიჩი.

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 22:00

ლევერკუზენი-კაიზერსლაუტერნი 22:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აინტრახტი-ბორუსია 0:1. იურგენ კლოპი: უკეთესად, უბრალოდ, შეუძლებელია! [VIDEO]

"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელად ბაუსა დაინიშნა
ფელიქს მაგათის იდეა: ნულოვანი ფრის დროს გუნდებს ქულები არ მივცეთ
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
ბერტ ვან მარვეიკი თუ მაინც მაგათი?
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
ლევან ყენია: ხშირ ტრავმიანობას ჩემს გამოუცდელობას ვაბრალებ
ფელიქს მაგათი: "ტიკი-ტაკა" ფეხბურთის არასწორი განვითარებაა
"ჰამბურგმა" ვან მარვეიკი დაითხოვა, სლომკა დაინიშნა
გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის შეჯამება: ახალი ძველი "ბორუსია" და დაბეჩავებული "ჰამბურგი"
ეპოქის დასასრული: მისტერ საიმედოობა - ფილიპ ლამი ფეხბურთიდან მიდის
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
"დიასი პსჟ-სთან წითელ ბარათს არ იმსახურებდა" - ტონი კროოსი
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის წინ: თრილერები ქვემოთაც და ზემოთაც
"ასეთი რაღაცები რაში გჭირდება?" - კროოსმა ვინისიუსი გააკრიტიკა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
მირკო სლომკა, "ჰამბურგის" მხსნელი?
ვინ გაივლის ბეწვის ხიდზე? ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები