ფიბა-ევროპის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა "სარაგოსას" ქართველ ლიდერზე სტატია გამოაქვეყნა
გასულ კვირას, ქართველების წინამძღოლობით, "სარაგოსა" ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა.

სარაგოსელები რომ თასის გათამაშებაში მოხვდნენ, ესეც ქართველების დამსახურება იყო, რომელთა შედეგიანი თამაშით არაგონული გუნდი პრიმერადივიზიონის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.

ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი შეგროვდა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდნენ.

"სარაგოსამ" პირველ რაუნდში მასპინძელთა გუნდი "უნიკახა" დაამარცხა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ფიბა-ევროპის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელმაც "სარაგოსას" ერთ-ერთ ლიდერ ვიქტორ სანიკიძეზე სტატია გამოაქვეყნა.

გთავაზობთ აღნიშნული სტატიის თარგმანს, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული:

ქართული კავშირი სარაგოსაში

იტალიურ "სიენასა" და "ვირტუსში" გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ სანიკიძე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა.

ქართველი ფორვარდი "სარაგოსას" ღირსებას წარმატებულად იცავს როგორც ესპანეთის პრიმერადივიზიონში, ისე ევროთასის გათამაშებაში.

სანიკიძე ესპანეთში 2006 წელს თამაშობდა, როცა ისტორიული გუნდის, მადრიდის "ესტუდიანტესის" ღირსებას იცავდა, თუმცა სამეფო თასზე ასპარეზობის უფლება მხოლოდ წლეულს, "სარაგოსაში" მიეცა.

"ახლა სულ სხვა გამოცდილებით ვთამაშობ ესპანეთში. ნამდვილად არ მოველოდი, თუკი თასზე თამაში ემოციურად ასე დატვირთული იქნებოდა.

იტალიაში თასზე თამაშს ასეთი მუხტი არ ჰქონია, - ამბობს სანიკიძე. - ძალიან გახარებული ვარ, რომ მომიწია ესპანეთის სამეფო თასზე თამაში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნახევარფინალში გავედით, რასაც არავინ ელოდა".

"სარაგოსამ" მეოთხედფინალში 79:74 დაამარცხა თასის გათამაშების მასპინძელი "უნიკახა". ამ მატჩში სანიკიძემ 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. სარაგოსელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ "რეალთან" დამარცხდნენ.

"რეალის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა, - იხსენებს სანიკიძე. - ესაა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე ჰყავს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მადრიდელების წინააღმდეგ თამაში არ გამოგვივიდა".

ათლეტური აღნაგობის ქართველი, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც მძიმე, ისე მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაში, ასევე, აქვს მოხსნის, შორი და ახლო სროლების, დაფარებების და სწრაფი გარღვევების ალღო, აპრილში 28 წლის ხდება.

ამბობენ, რომ სანიკიძე ახლა კარიერის პიკშია, რაზეც მოთამაშე გვპასუხობს:

"არ ვიცი, ძნელი სათქმელია. მხოლოდ იმას ვცდილობ, გავიღო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა ჩვენმა გუნდმა სეზონში მაქსიმუმს მიაღწიოს. ვნახოთ, რამდენად კარგ შედეგებს ვაჩვენებთ.

ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. თუკი შედეგებს მივაღწევთ და ამაში ჩემი წვლილიც იქნება, მაგ კითხვაზე მერე გიპასუხებთ".

სანიკიძე არ იშურებს სანაქებო სიტყვებს "სარაგოსას" მეორე ქართველ კალათბურთელ გიორგი შერმადინზე, რომელიც მიმდინარე სეზონში მაღალ დონეზე თამაშობს:

"ის შესანიშნავად თამაშობს და გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მას ადრე არ უწევდა საკმარისი დროით თამაში, ახლა კი მოედანზე საშუალოდ 25 წუთს ატარებს და ესაა, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი აქვს".

წყარო: gbf.ge

შენგელიას გამარჯვების ბურთი, MVP-ის ტიტული და ნახევარფინალურ სერიაში "ვირტუსი" დაწინაურდა
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!
[VIDEO] დუეს საღამოა - 19 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] პსჟ დაფრინავს - დუემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა
რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ანდორას მოუგო
"ახალი კვარა" - "ნაპოლი" ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს
ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..
ქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში განაგრძობს, თუმცა ქეცბაიასთან არა
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ElDesmarque: "სარაგოსამ" "პაპუს" თაობაზე მომხიბვლელი წინადადება მიიღო
შერმადინის 10 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში
ოლაფ რაფნსონი: ევრობასკეტი ოთხ წელიწადში ერთხელ? არა! მაგრამ...
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]
უკრაინას ევრობასკეტი 2017-ის თანამასპინძლობა სურს
As: ბარახამ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დატოვა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]
ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
შენგელია "ვირტუსის" ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა
შერმადინის 21 ქულა, გასვლითი გამარჯვება და MVP-ის ტიტული
"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა