ისე ჩანს, რომ ფრანგი არა მარტო ბიატლონის ტურნირის, არამედ მთლიანად სოჭის ოლიმპიადის გმირი გახდება
13 თებერვალს დღის ერთ-ერთი მთავარი სტარტი იყო 20-კილომეტრიანი ინდივიდუალური რბოლა მამაკაცებს შორის. ფავორიტი ცნობილი იყო - ფრანგი მარტინ ფურკადი, რომელმაც სპრინტში ჩავარდნის შემდეგ გამოდევნებით რბოლის მოგება შეძლო და კარგი მზადყოფნა დაამტკიცა.

ინდივიდუალურ რბოლაში საჯარიმო წრე არ არსებობს - სპორტსმენს თითო აცილებული ტყვიისთვის ერთი საჯარიმო წუთი ენიჭება. ამის გამო ამ დისციპლინაში ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები და სროლისას ერთმა ან ორმა შეცდომამ შეიძლება ხაზი გადაუსვას ყველანაირ მონდომებას.

მაგალითად, 13 თებერვალს გამართული რბოლის სენსაცია შეიძლებოდა გამხდარიყო ლიტველი კაუკენასი, რომელმაც პირველი 15 ტყვია მიზანში ჩასვა და ლიდერი იყო, მაგრამ მეოთხე სასროლეთზე სამი შეცდომა დაუშვა და მედლის შანსი დაკარგა.

ერთხელ ააცილა ფურკადმა, მაგრამ ფრანგი ძალიან სწრაფი იყო რბოლისას და ისეთ ბიატლონისტებსაც გაუსწრო, რომლებმაც ოცივე სროლა ზუსტად შეასრულეს, მაგრამ ტემპი არ ეყოთ. მაგალითად, ასეთი იყო ცნობილი ავსტრიელი ლანდერტინგენი.

ფურკადმა მეორე ოქრო მოიგო სოჭში და ისე ჩანს, რომ ის არა მარტო ბიატლონის ტურნირის, არამედ მთლიანად სოჭის ოლიმპიადის გმირი გახდება.

გერმანული პრესის აქტიური კრიტიკის შემდეგ პირველი მედალი მოიპოვა გერმანიის ნაკრებმა. შესანიშნავი რბოლა ჩაატარა ერიკ ლესერმა, რომელმაც ყველა სროლა უშეცდომოდ შეასრულა და მეოთხე სასროლეთიდან გამოსვლისას ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო ოთხ კილომეტრზე ვერ შეძლო ფურკადთან ცხრაწამიანი უპირატესობის შენარჩუნება.

რაც შეეხება ლეგენდარულ ოლე-ეინარ ბიორნდალენს, მან თითო სასროლეთზე თითო შეცდომა დაუშვა და საუკეთესო 30-ს შორის ვერ შევიდა.

მარტინ ფურკადი

დაიბადა: 14 სექტემბერი, 1988

სიმაღლე: 1.83 მ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, გამოდევნება

ოქრო - სოჭი 2014, ინდივიდუალური

ვერცხლი - ვანკუვერი 2010, მას-სტარტი

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, 6-გზის ვერცხლის პრიზიორი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს თასის მფლობელი (2012); 24 მოგება და 50 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
სოჭი 2014: ბიატლონი - გამოდევნება ფრანგულად
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა