წაქცევების კასკადი სტარტზე
ქალების სუპერგიგანტში ავსტრიელი სპეციალისტების მიერ კონსტრუირებული ტრასა ძალიან რთული აღმოჩნდა მონაწილეებისთვის: ურთულესი პირველი სეგმენტი ოთხი კარით და საფინიშო მონაკვეთი, რომლის დროსაც მაღალი ტემპის გამო შეიძლებოდა ტრასაზე კონტროლის დაკარგვა.

შედეგად, სასტარტო ოქმში პირველი ათი მოთხილამურიდან მხოლოდ ამერიკელმა ლინ სმიტმა შეძლო ფინიშამდე მისვლა, დანარჩენები კი ერთიმეორის მიყოლებით გამოეთიშნენ ბრძოლას. მხოლოდ ამის შემდეგ სიტუაცია სტაბილური გახდა.

საშუალედო ლიდერობა შვეიცარიელმა ფაბიან სუტერმა მოიპოვა, მაგრამ წინ იყო განთესილთა ჯგუფის წევრების გამოსვლა. ჯერ ნიკოლ ჰოსპმა გააუმჯობესა სუტერის შედეგი და პირველ ადგილზე განთავსდა. არ გასულა ხუთი წუთი და ლიდერი მეორე ავსტრიელი ანა ფენინგერი გახდა, თან მან დისტანცია ძალიან დამაჯერებლად გაიარა. ვერც ლარა გუტმა, ვერც სუპერკომბინაციაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტინა მაზემ (სუპერკომბინაციაში მეორე ჩემპიონმა დომინიკ გიზინმა დისტანცია ვერ დაასრულა) ვერ შეძლეს ფენინგერის შედეგის გაუმჯობესება. ბოლო იმედი იყო გერმანელი მარია ჰიოფლ-რიში.

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარგად დაიწყო და დისტანციის ეკვატორზე ლიდერობდა, მაგრამ აქ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: სპორტსმენის მოძრაობის ტრაექტორიასთან ძალიან ახლოს მივიდა ერთ-ერთი მსაჯი. როგორც ჩანს, ამან გერმანელს კონცენტრაცია დააკარგვინა და დაეცა მისი გამოსვლის ტემპიც და ხარისხიც, მაგრამ მარიამ მაინც ბოლომდე იბრძოლა და პოდიუმზე ასვლა შეძლო.

საბოლოოდ, ფენინგერმა ოქრო აიღო, მისმა თანაგუნდელმა ჰოსპმა - ბრინჯაო, ჰიოფლ-რიში კი ვერცხლით დაკმაყოფილდა. ემოციებით თუ ვიმსჯელებთ, გერმანელი მეორე ადგილით ძალიან კმაყოფილი იყო.

მამაკაცების სუპერგიგანტი დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე დაიწყო. ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს სოჭის თბილი ამინდი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს: მხოლოდ ასე თუ შეძლებდნენ ისინი ყველა მონაწილის თანაბარ პირობებში ჩაყენებას.

მართლაც, ადრეული და გვიანი სასტარტო ნომრების მფლობელებს თითქმის ერთნაირი ტრასა ჰქონდათ, თუმცა ის პოდიუმი, რომელიც 16 თებერვალს მაყურებელმა იხილა, მაინც მოულოდნელი იყო.

მაგრამ ეს არ ეხება ნორვეგიელ ჩეტილ იანსრუდს, რომელიც შესანიშნავ ფორმას აჩვენებს სოჭში. ამ ოლიმპიადაზე მან აშკარად დაჩრდილა უფრო ტიტულოვანი თანამემამულე აქსელ-ლუნდ სვინდალი. იანსრუდმა ბრინჯაო მოიგო სწრაფდაშვებაში და სუპერკომბინაციაშიც ლიდერი იყო სწრაფდაშვების შემდეგ. 16 თებერვალს ჩელიტს ბრწყინვალე სუპერგიგანტი გამოუვიდა და ამან კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

თუმცა იყო გუშინდელ სტარტზე ერთი მომენტი, როცა იანსრუდმა ძალიან ინერვიულა. გვიანი სასტარტო ნომრით ტრასაზე გავიდა ამერიკელი ენდრიუ ვაიბრეხტი, რომელსაც კარიერაში ერთადერთი წარმატება ჰქონდა - ბრინჯაო ვანკუვერის სუპერგიგანტში. არც მსოფლიოს თასის ეტაპებზე და არც მსოფლიოს ჩემპიონატებზე მას ბევრისთვის არ მიუღწევია, მაგრამ 16 თებერვალს ვაიბრეხტი ყველა საშუალედო ფინიშზე უგებდა იანსრუდს და მხოლოდ ფინიშთან ახლოს გაფლანგა ეს უპირატესობა: 0.3 წამი წააგო ნორვეგიელთან და მეორე ადგილზე გავიდა.

მესამე ადგილი გაიყვეს კანადელმა იან ჰუდეკმა და ამერიკელმა ბოდე მილერმა, რომლისთვისაც ეს იყო მეექვსე ოლიმპიური მედალი კარიერაში. პოდიუმის გარეშე დარჩნენ ავსტრიელები: ახალგაზრდა ოტო შტრიდინგერს ორი მეასედი წამი არ ეყო მესამე ადგილამდე. სვინდალი მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: გლობუსების დარიგება დაიწყო
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ყველაზე სწრაფები: ვონი და იანსრუდი
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სამთო თხილამურები: სიურპრიზი იტალიელისგან
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა