ბელორუსი ბიატლონისტი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია
რაც უნდა მოხდეს სოჭის ოლიმპიადის დარჩენილ დღეებში, ზამთრის წლევანდელ თამაშებს უკვე ჰყავს მთავარი გმირი. ეს არის ბელორუსი ბიატლონისტი დარია დომრაჩევა, რომელმაც ინდივიდუალური რბოლისა და გამოდევნების შემდეგ, 17 თებერვალს მას-სტარტიც მოიგო და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ 17 თებერვალს დისტანციაზე ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. პირველივე წრიდან ბელორუსმა "დომინატორმა" შეტევა დაიწყო, მეორე წრეზე დაშორდა პელოტონს, რითაც ჯგუფურ რბოლაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ დარიას კონკურენტი არ ჰყავდა. პირველ სამ სასროლეთზე მან თხუთმეტივე ტყვია მოახვედრა მიზანში. მართალია, მეოთხეზე ერთი სროლა ააცილა, მაგრამ იგივე შეცდომა დაუშვა მისმა უახლოესმა მდევარმა, ჩეხმა გაბრიელა სოუკალოვამ, რაც მას ნიშნავდა, რომ ბელორუსს მესამე ოქროს ვერავინ წაართმევდა. სოუკალოვასთვის ვერცხლის მედალი სერიოზული წარმატება იყო, რადგან წინა ორ რბოლაში ჩეხი მეოთხე მიდიოდა ფინიშთან.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა წარმართეს ნორვეგიელმა ტირილ ეკჰოფმა და სათხილამურო რბოლის ყოფილმა წარმომადგენელმა, გერმანელმა ევი ზაჰენბაჰერ-შტელემ (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სათხილამურო რბოლაში). მან სენსაცია შემოგვთავაზა, როცა ოცივე სროლა ზუსტად შეასრულა, მაგრამ სარბოლო ტემპი არ ეყო მესამე ადგილზე გასასვლელად. ბრინჯაო ეკჰოფმა მიიღო, ერთი აცილებული სროლის მიუხედავად.

ფინიშის შემდეგ გამოცხადდა, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის გმირის წოდება მიანიჭა დომრაჩევას. გარდა ამისა, ეს ბრწყინვალე სპორტსმენი სამი ოქროს სანაცვლოდ 450 ათას დოლარს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა