ნორვეგიის ნაკრებმა გამოიღვიძა
ქალებს შორის გუნდური სპრინტი მაინცდამაინც საინტერესო არ გამოვიდა. ნორვეგიის ნაკრებმა, როგორც იქნა, "გამოიღვიძა" და თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა. ამ გუნდისთვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ ფინეთის ნაკრებმა შეძლო. ეტაპები საინტერესოდ გადანაწილდა: ელიზაბეტ ოსტბერგი კარგად მირბოდა, მაგრამ მასთან თითქმის არ აგებდა აინო-კაისე საარინენი. სამაგიეროდ, მეორე ეტაპზე ნორვეგიას ბრწყინვალე მარიტ ბიორგენი ჰყავდა, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა კერტუ ნისკანენმა.

ბიორგენის მიერ გავლილი ორი წრის შემდეგ ნორვეგია, პრაქტიკულად, უკვე ჩემპიონი იყო. ამ გუნდის გარდა, ტემპი მხოლოდ ფინეთის ნაკრებს ეჭირა. მეხუთე წრეზე საარინენმა სცადა ოსტბერგის დაწევა, მაგრამ ნორვეგიელმა თავისი 1.8 კილომეტრი კარგად გაიარა და ბიორგენს ხუთწამიანი უპირატესობა მოუტანა, რაც, საბოლოოდ, 10 წამამდე გაიზარდა.

ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ბრინჯაოსთვის ბრძოლა. მესამე ადგილისთვის სამი გუნდი იბრძოდა - შვედეთი, გერმანია და პოლონეთი, მაგრამ პოლონელთა ლიდერმა იუსტინა კოვალჩუკმა პარტნიორისგან ცუდი პოზიცია მიიღო და შანსი დაკარგა. დაახლოებით იგივე სიტუაციაში იყო 20 წლის შვედი სტინა ნილსონი, მაგრამ ის დაეწია გერმანელ დენიზ ჰერმანს და ზედ ფინიშზე გაუსწრო მას, რაც მოულოდნელობა იყო, რადგან ჰერმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპრინტერია.

მარიტ ბიორგენი

დაიბადა: 21 მარტი, 1980

სიმაღლე: 1.68 მ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - ვანკუვერი 2010, ინდივიდუალური სპრინტი

ოქრო - ვანკუვერი 2010, ინდივიდუალური გამოდევნება

ოქრო - ვანკუვერი 2010, 4x5 კმ.

ოქრო - სოჭი 2014, 15 კმ. სკიატლონი

ოქრო - სოჭი 2014, გუნდური სპრინტი

ვერცხლი - სოლტ-ლეიკ-სიტი 2002, 4x5 კმ

ვერცხლი - ტურინი 2006, 10 კმ

ვერცხლი - ვანკუვერი 2010, 30 კმ

ბრინჯაო - ვანკუვერი 2010, 10 კმ

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლისმედალოსანი, 3-გზის ბრინჯაოსმედალოსანი; 64 გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე; მსოფლიოს თასის 3-გზის მფლობელი.

ინგვილდ ოსტბერგი

დაიბადა: 9 ნოემბერი, 1990

სიმაღლე: 1.65 მ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, გუნდური სპრინტი

ვერცხლი - სოჭი 2014, სპრინტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
თხილამურებით სირბილი: მარიტ ბიორგენის მე-14 ოქრო
პირველი სკანდალი სოჭში: მარიტ ბიორგენს ოქროს ართმევენ?
სოჭი 2014: თხილამურებით რბოლა - ბიორგენი: ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
სოჭი 2014: ბიორგენი ექვსგზის ჩემპიონია?