ელენე გედევანიშვილმა მე-17ადგილით (54.70) თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება გაინაღდა
მოხდა ისე, რომ სოჭში მიმდინარე ზამთრის XXII ოლიმპიადაზე, წმინდა სპორტული თვალსაზრისით, საქართველოს სპორტული დელეგაცია თამაშების გახსნის დღიდან 18 თებერვლამდე დამკვირვებლის როლში რჩებოდა.

ისე ნუ გავიგებთ, რომ ეს დღეები არაფრის მომტანი იყო. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა თავისთავად იყო აუცილებელი; ამასთან, გაიმართა ცალკეული ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის ურთიერთობების გასაფართოებლად და ახალ სიმაღლეზე ასაყვანად.

გასათვალისწინებელია საქართველოს სპორტული დელეგაციის სოჭში ყოფნით იმ გაუგებრობებში დროული ჩარევა და რეაგირება-აღკვეთაც, რამაც ნებსით თუ უნებლიეთ, განგებ თუ შემთხვევით, ოლიმპიადის დაწყების პირველი დღიდანვე იჩინა თავი.

19 თებერვალს, ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენების ჩართვის მეორე დღეს, თქვენი და ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა გიგანტურ სლალომში სამთო-მოთხილამურეთა ასპარეზობა.

შედარებით გამოცდილი იასონ აბრამაშვილი (მონაწილეობდა ვანკუვერში) და ოლიმპიადის დებიუტანტი ალექსი ბენიაიძე ხსენებული პროგრამით ჩაერთნენ ოლიმპიურ ტურნირში.

სამწუხაროდ, ჩვენი ორივე მონაწილე პირველსავე ცდაზე ტრასაზე დაშვებულმა შეცდომამ აიძულა, სანახევროდ გავლილი დისტანციიდან გამოთიშვოდნენ შეჯიბრებას. ასე უიმედოდ გადაესვა ხაზი მეორე ცდაზე მათი დაშვების შესაძლებლობასაც - ჩვენები უადგილოდ დარჩნენ.

აქვე, აქა-იქ გაიგონებდით სამდურავს ტრასის მოუმზადებლობასთან დაკავშირებით - უფრო მეტად ხელმოცარული ფავორიტების მხარდამჭერები წუწუნებდნენ. ვფიქრობთ, ეს პრეტენზია უსაფუძვლოა. ასეც რომ იყოს, პირობები - კარგი თუ ცუდი, ყველასთვის ხომ ერთნაირი იყო...

მოულოდნელობებისგან დაზღვეული რომ არავინაა, თვით ასპარეზობის ლიდერმა, ამერიკელმა ტედი ლეგეტმაც იწვნია თავის თავზე. პირველივე ცდაზე თავიდანვე დაწინაურებული ტედი მეორე დაშვებაზე თავის თავს არ ჰგავდა, რამდენიმე სერიოზული შეცდომა ლამის ასპარეზობიდან საერთოდ გამოთიშვის ფასად დაუჯდა. ფინიშთან ის ამჯერად მე-14 შედეგით მივიდა, მაგრამ პირველი წრის ბრწყინვალე მარაგმა (1:21.08) პირველობა მაინც შეუნარჩუნა და ამერიკელებმა კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მედალი მიითვალეს.

მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ ფრანგები. ვერცხლის პრიზიორი სტივ მისილე გამარჯვებულს 0.48 წამით ჩამორჩა. ბრინჯაო წილად ხვდა ალექსის პენტიუროს (0.64).

ბოლო შანსი ახლა ჩვენი ბიჭებისთვის სლალომში ასპარეზობაა, რომელიც 22 თებერვალს გაიმართება. 21 თებერვალს კი ამავე პროგრამაში ნინო წიკლაური გამოვა სტარტზე.

ელენე ფინალში

ელენე გედევანიშვილის გამოჩენას სოჭის ოლიმპიადაზე ინტერესით მოელოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პრესის თუ ტელევიზიების წარმომადგენლები.

ზოგიერთი ჩვენს მოციგურავეს პირდაპირ აეროპორტშიც დახვდა 14 თებერვალს, გამთენიისას.

მერე დაიწყო "საქმის ჩაწყობები" მასთან შესახვედრად. თუმცა ელენე უარს ეუბნებოდა ყველას იმის მომიზეზებით, რომ მთლიანად მომავალ ასპარეზობაზე იყო კონცენტრირებული და არ სურდა ყურადღების სხვა თემაზე გადატანა.

- შეჯიბრების შემდეგ ყველას დიდი სიამოვნებით შევხვდები, - ეუბნებოდა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებს და პრესატაშეს ოლიმპიადაზე კახა ბერიძეს ელენე.

მოკლე პროგრამით ქალთა გამოსვლას, როგორც მანამდე ვაჟებისას, დიდი ინტერესი არ გამოუწვევია გულშემატკივრებში - დარბაზის ტრიბუნები სანახევროდ და ოდნავ მეტად თუ ივსებოდა მხოლოდ.

ასპარეზობა შედარებით დაბალი რეიტინგის მოციგურავეებმა დაიწყეს, თანდათან გაძლიერდა, ბოლოს კი ფავორიტები გავიდნენ ყინულზე.

30 მონაწილიდან ელენე რიგით მე-16 ჩაერთო შეჯიბრებაში. მერე და მერე მასზე ძლიერები იბრძოდნენ, წინ წასაწევად. 6-6 მონაწილით დაკომპლექტებული 5 ჯგუფიდან ელენე მეოთხეში რიგით მეოთხე გამოდიოდა და საერთო შედეგებშიც მეოთხე იყო იმ მომენტისთვის.

ბოლო ჯგუფში მოასპარეზეებმა არც წინა გამოსვლებით გალიდერებულები დაინდეს და არც ერთმანეთი. ოღონდ ელენეს ჯგუფელ კორეელ იონა კიმს ადგილიდან ძვრა ვერ უყვეს და საბოლოოდაც პირველ ადგილზე ის გავიდა - 74.92, მეორე იყო რუსი ადელინა სოტნიკოვა - 74.64, მესამე - კაროლინა კოსტნერი - 74.12.

იხილეთ ვიდეო

ელენე გედევანიშვილმა მე-17ადგილით (54.70) თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება გაინაღდა. იგი მეორე ჯგუფში მეორე ნომრად გამოვა. შეჯიბრება თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. დღეს გადაწყდება ყველაფერი, ვნახოთ!

სოჭის ოლიმპიადაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
სასაცილოა და სამარცხვინო ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა მათ მედლებზე რომ არაფერი ვთქვათ. მიბაძეთ უკრაინელ პატრიოტებს, უღირსებო.
olimpielebi?
ნებისმიერი მოყვარულისთვისაც კი მისახვედრი იყო რომ ამ სრიალით არაფერი ესაქმება ათეულის ახლოსაც კი. პროგრამაზე რომ არაფერი ითქვას, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა თითქოს კარგი გამაძღარი იყო და აგერ იქნებოდა და დაჯდებოდა ყინულზე დაღლილობისაგან. სირცხვილია უკვე გუდაურის, ბაკურიანის და მესტიის მქონე ქვეყანას სპორტსმენი არ ჰყავდეს ზამთრის სახეობებში. "იქნებ მართლა გენეტიკურად არ გვაქვს ქართველებს მიდრეკილება", მაგრამ საიდან მოვიდა მაშინ კობა წაქაძე? ყველაფერს ვარჯიში და მონდომება უნდა და პროფესიონალობა პირველ რიგში. სასწაულია არა როცა ავსტრალიას, ბრიტანეთს, ზეელანდიას და ღმერთმა უწყის კიდევ ვის მედლები აქვთ და თანაც არაერთი, ალოგიკურია არა? კუბერტენს არ უთქვია რომ მედლები არ მოიგოთო თუ მაინც მონაწილეობაზე მიდგა საქმე.
metreveli
ნეტავ რა გაინაღდა ამ რეფორთერმა! ქონდომები თუ იყიდე ბიჭო,აი მაშინ გაგენაღდება საქმე ,ისე კი ამ ჩვენმა ქვეშაფსიე ხელისუფლებამ,უკრაინული დელეგაციის მაგვარად,რომ დაატოვებინოს თამაშები ქართველებსაც,უკვე მაინც გავინაღდეთ გასანაღდებელი არაფრობა, ეს ღიად:ტირან იანუკოვიჩის წინააღმდეგი ქმედებაა,ფარულად:გამოვა კრემლის წინააღმდეგი მშვიდობიანი ბრძოლა,სხვა ქვეყნების საქმეებში რუსის ჩარევის საწინააღდეგო ერთობლივი ორი ქვეყნის ნაბიჯი.თამაშების დახურვის დროს, ბორიალს მაინც გადავრჩებით,სოჭში.მართლა მაგარი ,საჭირო ნაბიჯი იქნება.რუსეთი მალე, ჩვენს შეფერხებასაც შეეცდება,ევრო ასოციაციისაკენ.ერთად თუ ვიქნებით უკრაინასთან,გაუჭირდება,ცალკ ცალკე კი დაგგვრეხს,ბოლო ბოლო ქართველიც ომ დაეცა უკრაინისათვის,კიევში.ვიგანგაშოთ საქართველოს ინტერესებისათვის ჰა! მთავრობაში მყოფნო!
gizo
ელენე არის მამაცი და შეუპოვარი გოგო, კავკასიაში გაჰყავს კვალი, კვალი ფიგურული სრიალისა. ელიკო ღმერთი იყოს შენი მფარველი, სულ წარმატებებით გევლოს.
rev
გაინაღდაა მე17 ადგილი? ვთპ! ჩმორები რომ ხართ ქართველები იმიტომ დარჩებით რუსების მონებად. ჩემი ფეხები გაქვთ განაღდებული
jimi
ისე, ეს მედლების ცხრილი რომ გამოგიდიათ დიდი ამბით, მაგისი აზრი ის არის, რომ რუსები თუ ვერ გავლენ 1ზე ჩვენ უნდა გავსკდეთ სიხარულით? მაგი გვიშველის ვითომ? რუსეთისთვის და პუტინისთვის 'სეირის ჩვენება' თუ გვინდა, ამისთვის მედლები კი არა, ვთქვათ ესტონეთივით ნორმალური ქვეყანა უდა გავხდეთ, სადაც ერთმანეთს ხელკეტით არ აუპატიურებენ და ა.შ. აი მაშინ ნახეთ მაგათი გულზე გახეთქვა. მედლებს რაც შეეხება, თუ ასე ძალია უნდა, გაიკეთოს ვალოდიამ სადაც გაეხარდება და ირბინოს ფარშევანგივით.
jimi
ფაქტი ისაა, რომ გედევანიშვილმა მაგრად მოუკლო ბოლო ხანს. რა არის მიზეზი ის 'ნახოს' ავტორმა ის ჯობია, რაღაცა ურაპატრიოტული ტექსტების წერას ჩიორა თაქთაქიშვილის სტილში.
nodo
ქეცბაიას ძმარს ადენენ ტავის ხელფასზე და უშედეგობაზე მაგრამ ის ფეხბურთელებს მაინც ვიგაც ვიგააცეებს პოულობს მრავალ პეროვანი გახადა ერტი და იგივე ხალხი არ არიან ვიტომ ფეხბურტელები ესენი კიდე რაც დგე მოსწრებაა სულ 4 კაცი გადიან ოლიმპიადაზე ტქვენ შედეგებზე კი არ უნდა იკოტ დამოკიდებულები არამედ რაც მეტი წავა ოლიმპიადაზე ბაკურიან გვაქ და არ ვხმარობტ რომ წაგვარტვან ეხლა ბაკურიანი მერე გამოტებიან აი ბაკურიანი აგარ გვაქ სად ვავარჯიჰსოტ სპორცმენებიო? არ იტყვიტ მაგას ??? გაქვტ და არ იკენებტ წესიაერად სად არის ნოდარ ქუმარიტასჰვილის სახელობის საციგურაო დარბაზი? სადააა რამდნეი წელი უნდა აშენოტ გაქვტ არ იკენბტ არ გაქვრტ და მიზეზს პოულობტ :D სასაცვილოა სატირალი რომ არ იკოს ამჯამინდელი ცჰვენი ოლიმპიადა
პატრიოტი
ლელო, არ გცხვენიათ რას წერთ და როგორ წერთ კიდევ? ეს სტატია 70-80 წლებში დაიწერა ალბათ ხომ?:):):) რა საშინელებააა, რა უვიცების და მლიქვნელების ხელშია ქვეყანა!!!!! ლელო, ლელო,.............:)
olimpic
ესენი მართლა დაგვცინიან და აბუჩად გვიგდებენ!!!! რა უნდა გადაწყდეს თემურ მაინც? სირცხვილი და თავის მოჭრა იყო თქვენი სპორცმენების გამოსვლა!!! ესეთი კრახი ჯერ ისტორიაში არ ყოფილა!!!!!! იმისთვის მიიღეთ მონაწილეობა ოლიმპიადაში რომ კარგი დრო გაგეტარებინათ ხომ? 4 სპორცმენი და რამდენი დელეგატი იყავით წასულები? რისთვის? რა თანხები დაიხარჯა თქვენს გულავზე? ქეცბაიას რომ აძაგებთ, ეხლა თქვენ თუ ნამუსი და ოდნავ მაინც პასუხისმგებლობის გრძნობა გაგაჩნიათ არ უნდა გადადგეთ?
jimi
რა უნდა ნახოს ავტორმა? ბატონო თენგიზ, ჩაიხედეთ ელენეს პროგრამაში და სანახავიხ არაფერი იქნება. მოკლე პროგრამაში პირველი 16 ადგილი დაიკავეს მოციგურავეებმა, რომლებსაც პროგრამაში ქონდათ 3+3 ნახტომი. ელენეს ქონდა 3+2 და შესაბამისად გავიდა 17ზე. რაც მას პროგრამა ჰქონდა, სულ რომ სასწაულად შეესრულებინა შანსი მაინც არ ქონდა. ასევე არ ქონდა პროგრამაში სამმაგი აქსელი, რომელიც ყველაზე ძნელია და ყველაზე მეტ ქულას იძლევა თავისულფალი გამოსვლის პროგრამები არ დევს სეაიტზე, ამიტომ ძნელი სათქმელია რა გეგმა აქვს ელენეს, მაგრამ მოკლე პროგრამით თუ ვიმსჯელებთ, 10ეულში მოსახვედრად მინიმუმ ის დაგვჭირდება, რომ 6 მონაწელე დაეცეს.

უკვე ვნახეთ :-)))
Nika
Dagvcinit?)) ra unda vnaxot.. Axlos ar dgas daje ateultan....
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?
ელენე გედევანიშვილი: ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე 22-ე ადგილს დასჯერდა
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში შემდეგ ეტაპზე გადავიდა
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასწაული არ ხდება [VIDEO]
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ოლიმპიური დეკადის გადასახედიდან
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: რა შეეშალა სოკ-ის მაღალჩინოსანს აფხაზეთთან დაკავშირებით
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: დიდებული სანახაობა და ჭირვეული ლიფტები
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
ელენე გედევანიშვილის ამერიკული ცხოვრება [VIDEO]
ნინო წიკლაური: არც კმაყოფილი ვარ, არც უკმაყოფილო [PHOTO]
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: პიონჩანგში შეხვედრამდე!