ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის გამოვლენისას გულშემატკივრების აზრი არ დაემთხვა სპეციალისტების არჩევანს
იტალიური გაზეთი Tuttosport უკვე ათი წელია აჯილდოებს ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს. ოფიციალურად, ახალი "გოლდენ ბოი" გახდა პოლ პოგბა, სამეულში კი მოხვდნენ რომელუ ლუკაკუ და იულიან დრაქსლერი.

პარალელურად მიდიოდა ხმის მიცემა ჩვეულებრივ მომხმარებლებს შორის. და გულშემატკივრების აზრი არ დაემთხვა სპეციალისტების არჩევანს.

გთავაზობთ რვა ლაურეატის სიას, რომლებმაც ფეხბურთის უბრალო მოყვარულებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

არმინდუ ტუე ნა ბანგნა (ბრუმა), 19 წლის

ქვეყანა: პორტუგალია

კლუბი: გალათასარაი

ამპლუა: გარემარბი, ფორვარდი

ხმების პროცენტი: 56.3

როგორ მოხვდა ნომინანტთა სიაში

"ახალი კრიშტიანო რონალდო" - არც მეტი, არც ნაკლები, მაგრამ სწორედ ასეთი სტატუსი მოიპოვა ბრუმამ, როცა დებიუტი ჰქონდა "სპორტინგის" ზოლებიანი მაისურით. თანაც გულშემატკივრები მსგავსებას მხოლოდ თამაშის მანერაში არ პოულობდნენ. ისინი არა კონტინენტალურ პორტუგალიაში, არამედ აფრიკის რაიონში დაიბადნენ.

რონალდო - კუნძულ მადეირაზე, ბრუმა - პორტუგალიის ყოფილ კოლონია გვინეა-ბისაუში. თუმცა ნორჩი შავკანიანი ბიჭი უკვე 12 წლის ასაკში გადაბარგდა დამპყრობლების ქვეყანაში და დასაწყისიდან ბოლომდე გაიარა ლისაბონის "სპორტინგის" სკოლა.

საინფორმაციო სიახლეებში ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშის გვარი სადებიუტო გოლებისა და ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე (იქ სამ საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა) ბრწყინვალე გამოსვლის გამო არ მოხვედრილა. გასულ ზაფხულს, ბრუმას აგენტმა განაცხადა, რომ მოთამაშის კონტრაქტი "სპორტინგთან" დათქმულ ვადაზე ადრე ამოიწურა და ახლა მას შეუძლია უფასოდ წავიდეს რომელიმე სხვა გუნდში.

საქმე კინაღამ სასამართლომდე მივიდა, მაგრამ ყველაფერი "გალათასარაიში" ტრანსფერით დასრულდა. თურქებმა პერსპექტიულ ბიჭში 10 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც ორივე მხარეს აწყობდა. დღეს, ბრუმა "გაზიანთეფშია" განათხოვრებული.

რას წარმოადგენს მოედანზე

"იმედია, ოდესღაც მართლაც გავხდები კრიშტიანო რონალდოს მსგავსი", - ბრუმა არ მალავს, რომ მართლაც ბაძავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს. "გალათასარაის" გარემარბი უფრო ხშირად შეტევის მარცხენა ფლანგზე მოქმედებს, უყვარს სწრაფი დრიბლინგი და შეუძლია შექმნას ილუზია, რომ გუნდში მხოლოდ ის თამაშობს. თუმცა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მართლაც ასე იყო - პორტუგალიის ნაკრების თითქმის ყველა გოლი მისი მონაწილეობით გავიდა.

პოლ პოგბა, 20 წლის

ქვეყანა: საფრანგეთი

კლუბი: იუვენტუსი

ამპლუა: ნახევარმცველი

ხმების პროცენტი: 24.1

როგორ მოხვდა ნომინანტთა სიაში

ისევე, როგორც ბრუმას შემთხვევაში, თავდაპირველად, პოლ პოგბა სკანდალური ტრანსფერებით დაგვამახსოვრდა. 16 წლის ასაკში, ფრანგს "ჰავრის" რიგებში უნდა ეთამაშა და წინასწარი კონტრაქტიც კი გააფორმა. მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდნენ "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები, პოგბას მშობლებს - გვინეელ ემიგრანტებს ინგლისში მათი მომავალი სახლი უჩვენეს და ტრანსფერის სანაცვლოდ 90 ათას ფუნტს დაჰპირდნენ. "ჰავრში" ბევრი აპროტესტეს ეს გარიგება, მაგრამ ვერანაირი ინსპექციის საშუალებით ფეხბურთელის საფრანგეთში დატოვება ვერ შეძლეს.

"იუნაიტედში" პოგბას ყველაფერი სწრაფად და მაშინვე მოუნდა. და არ ესმოდა, საკადრო პრობლემების დროს, რატომ აბრუნებდა სერ ალექს ფერგიუსონი დიდ ფეხბურთში პოლ სქოულზს, მას კი იშვიათად იყენებდა სათასო მატჩებში მეხუთე დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ. მთავარ მწვრთნელზე მორიგი განაწყენების შემდეგ, პოგბამ თავის აგენტს ახალი კლუბის მოძებნა დაავალა. საბოლოოდ, "იუვენტუსმა" ნიჭიერ ფრანგში სულ რაღაც 350 ათასი ევრო გადაიხადა, რითაც ახსნა-განმარტებებისა და გაუგებრობის მორიგი ტალღა ააგორა.

რას წარმოადგენს მოედანზე

მაგრამ იტალიაში თამაშით პოგბამ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია და მასზე ტყუილად არ ამყარებენ იმედებს საფრანგეთში. სოლიდური გაბარიტების მიუხედავად, მას კარგი ტექნიკა გააჩნია, კრეატიულია, აქვს ძლიერი და დაყენებული დარტყმა - "იუვენტუსის" ერთ-ერთი მთავარი კოზირი. საკმარისია გავიხსენოთ ბურთის ფრენის ფანტასტიკური ტრაექტორია "ნაპოლის" წინააღმდეგ გატანილ მატჩში. ფრანგს შეუძლია ითამაშოს როგორც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, ასევე უფრო შეტევით ამპლუაში. თანაც არა აქვს მნიშვნელობა - ცენტრი იქნება ეს თუ ფლანგი. ეს ყველაფერი ძალიან აწყობს საფრანგეთის ნაკრებს, სადაც პოგბა ძირითადის მოთამაშეა.

ხუან კინტერო, 20 წლის

ქვეყანა: კოლუმბია

კლუბი: პორტუ

ამპლუა: ნახევარმცველი

ხმების პროცენტი: 6.8

როგორ მოხვდა ნომინანტთა სიაში

ეს მინიატურული კოლუმბიელი გარემარბი მსოფლიომ გასული წლის შემოდგომაზე გაიცნო - მაშინ "პესკარაში" მოთამაშე ხუან კინტერომ თამამად აიღო ბურთი და 30 მეტრიდან საჯარიმოს შესრულება განიზრახა. "ბოლონიას" მეკარე ვერ გაუმკლავდა რთულ შემოვლით დარტყმას. "დელფინებმა" პირველი ქულები აიღეს სეზონში, ნახევარმცველი კი იტალიური საფეხბურთო საღამოს გმირი გახდა.

"პესკარაში" გაბრწყინება ყველას უჭირს. განსაკუთრებული საგმირო საქმეები იქ არც კინტეროს ჩაუდენია, მაგრამ მაინც გახდა სასურველი სატრანსფერო სამიზნე. თავიდან, მისი პიროვნებით დაინტერესდნენ "ფიორენტინა" და "ინტერი", შემდეგ "იუვენტუსი", "ბარსელონა" და "ბაიერნი". მაგრამ, ტრადიციულად, პერსპექტიული მოთამაშისთვის ბრძოლაში, რომელიც მომავალში შეიძლება სარფიანად გაიყიდოს, "პორტუმ" გაიმარჯვა. გარიგების თანხამ 5 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო ახლა კინტეროს შეძენის მსურველებმა 40 მილიონი უნდა გადაიხადონ.

რას წარმოადგენს მოედანზე

პირველი ასოციაცია კინტეროსთან - ეს არის ჯადოსნური მარცხენა ფეხი, სახიფათო ჯარიმები... კოლუმბიელს აქვს უჩვეულო დრიბლინგი, რომელიც სხვას არავისას ჰგავს.

მცირე გაბარიტების მიუხედავად, მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელია - ის მოხერხებულად უსხლტება მეტოქეებს და ბალანსირებს ფეხებზე. კარგად ხედავს მოედანს, არასტანდარტულად და სწრაფად ფიქრობს. კინტეროს არ ჰყოფნის სტაბილურობა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

ოლივერ ტორესი, 19 წლის

ქვეყანა: ესპანეთი

კლუბი: ატლეტიკო

ამპლუა: ნახევარმცველი

ხმების პროცენტი: 1.3

როგორ მოხვდა ნომინანტთა სიაში

ფერნანდო ტორესის მოგვარე - ოლივერი 19 წლისაა, მაგრამ გარეგნულად კიდევ უფრო პატარა ჩანს და რომელიმე ესპანელი ვარსკვლავის ადრეული ფოტოდან გადმოსულ პერსონაჟს მოგვაგონებს. ბავშვობაში არც კი უნდოდათ "ატლეტიკოს" აკადემიაში მისი აყვანა, რისი მიზეზიც სუსტი აღნაგობა და ფიზიკური მონაცემები იყო. სკოლაში კი მხოლოდ მაშინ მიიღეს, როცა ენდოკრინოლოგს გაასინჯეს და ექიმისგან მიიღეს გარანტია, რომ სიმაღლეში ზრდის მხრივ ყველაფერი წესრიგში ექნებოდა.

ექიმს არ მოუტყუებია: რამდენიმე წლის შემდეგ, ოლივერმა (სახელი მან იაპონური მულტფილმის გმირის პატივსაცემად მიიღო) საჭირო სანტიმეტრები და კილოგრამები აკრიფა. უფრო მეტიც, პირადი კონტრაქტი გააფორმა "ადიდასთან". იმ მომენტში ოლივერი გახდა მეხუთე ესპანელი ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც მსგავსი კონტრაქტი გააჩნდა 15 წლის ასაკში.

ახალი ტორესის კიდევ ერთი მიღწევაა - ყველაზე სწრაფი გოლი "ატლეტიკოს" ისტორიაში. "ბეტისთან" მატჩში, ოლივერი მე-13 წამზე აღმოჩნდა საჭირო ადგილას და ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა. იუნიორი ესპანელის ყიდვა ორივე მანჩესტერულ გრანდს სურს, მაგრამ დიეგო სიმეონე არ ჩქარობს კლუბის აღზრდილთან გამოთხოვებას და მუდმივად აცხადებს, რომ მისი დიდი იმედი აქვს. ახლა, ტორესი "ვილიარეალში" იჯარით არის გაშვებული.

რას წარმოადგენს მოედანზე

ესპანეთში ოლივერს ჩავისა და ფაბრეგასის ნაზავი უწოდეს, რაც, ნაწილობრივ, მართალია. ის მოხერხებულად აკონტროლებს ბურთს საკუთარ ნახევარზე, ამასთან, ზედმეტად არ ათრევს მას და ყოველთვის დროულად პოულობს პარტნიორებს. განსაკუთრებით კარგად გამოსდის სიღრმიდან პასები და გრძელი ჩაწოდებები მთელს მოედანზე.

ძირითადად, ტორესი ცდილობს მაქსიმალურად სასარგებლო იყოს გუნდისთვის, მაგრამ, პერიოდულად, ეფექტური ილეთებიც გამოსდის. მაგალითად, ზიდანის ფინტი ან ლამაზი პასები ქუსლით.

გაგრძელება მომდევნო ნომერში

ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK

zura
მერე იტყვით მაგარი საიტიაო და მაგარი ჟურნალისტები ვართო, ამ სიაში ლივერპულელი რაჰიიმ სტერლინგი რომ არ არის იმის დასტურია რომ ან ფეხბურთს არ უყურებთ ან სხვა უცხოური საიტების სტატიებს თარგმნით და დებთ აქ. მაგარი ბანძი სპორტული ჟურნალისტები გვყავს თქვენი ჩათვლით.
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მენატრები, ჯადოქარო" - ლუკაკუმ კვარაცხელიას მიმართა [PHOTO]
La Gazzetta dello Sport: არც რასპადორია "კვარა" და არც ლუკაკუა ოსიმენი, ამიტომაა "ნაპოლი" უნაყოფო
11 ივნისს 19-წლამდელთა ევროფინალის ბოლო მონაწილე გამოვლინდება
ფედელე: ნერესი საახალწლო ნაძვის ხეა, ლუკაკუ - კარტოფილის ტომარა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
პოგბა აშშ-ში - ფრანგი ფეხბურთელის ახალი გუნდი ცნობილია
პოგბამ, რომელსაც დისკვალიფიკაცია შეუმცირეს, შესაძლოა, კარიერა სამშობლოში განაგრძოს
პოგბამ ზამთარში "ზენიტში" გადასვლაზე უარი განაცხადა
პსჟ იულიან დრაქსლერს თავიდან იშორებს
დრაქსლერი ინგლისში? გერმანელით ერთ-ერთი გრანდი დაინტერესდა
პოგბა ფეხბურთელის კარიერის დასრულებას განიხილავს
თურქეთი 2013 ციფრებში
"ის "ნაპოლის" ყველაზე დიდი პრობლემაა" - ანტონიო კასანო
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
ესპანეთი პირველია, რიზეში სენსაცია მოხდა
დრაქსლერს "ბარსელონას" უკავშირებენ
"უამრავ ვარსკვლავთან მითამაშია, მაგრამ პოგბა სულ სხვა იყო" - კინგსლი კომანი
საფრანგეთის ნაკრების ისტორიული გამარჯვება
იულიან დრაქსლერს იტალიურ კლუბში უნდა გადასვლა
U21. ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა: სუპერწყვილები ნახევარფინალში
ჯგუფური ეტაპი დასრულდა: ერაყის სიურპრიზი, ინგლისელთა ფიასკო
"ატალანტას" დამარცხების შემდეგ ლუკაკუმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
დრაქსლერმა კატარულ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა