ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"...ამან ხომ მთლად გადამრია კაცი, წიხლი ვუთავაზე და გავეკიდე"

"...ამან ხომ მთლად გადამრია კაცი, წიხლი ვუთავაზე და გავეკიდე"

როგორ გადაარჩინა ოთარ გაბელია ჟიული შარტავამ
ოთარ გაბელია - საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, კარგი მწვრთნელი, უბრალოდ, მართალი კაცი. როცა იმ ძველი "დინამოს" დიდების შემომქმედებთან გიწევს შეხვედრა, ხვდები, რომ ეპოქალური წარმატებები შემთხვევით არ მოსულა. დიდი ფეხბურთელები ნამდვილი პიროვნებები იყვნენ.

საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, ქვეყნის ჩემპიონი, თასისა და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელი - ჩვენს რესპონდენტს არც ინდივიდუალური ტიტულები აკლია და არც გუნდური.

გაბელიას გასახსენებელს რა გამოულევს. ვსაუბრობთ მის კარიერაზე, ქართული ფეხბურთის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ცხადია, ბევრი რამ უთქმელიც რჩება. მის თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული ფასი ადევს.

თავი რომ ვანებოთ ყალბ პათეტიკას, ქართული ფეხბურთი დღემდე მისი და მისი თაობის მიღწევებით სულდგმულობს...

ცხოვრებაში სასწაულებიც ხდება

- დავიბადე ზუგდიდში. ქალაქის შესასვლელში იყო მეურნეობა. იქ ვცხოვრობდით. მამა ამ მეურნეობის დირექტორი გახლდათ. ჩემს ბავშვობაში ყველა ბურთზე იყო გადარეული და რაღა მე ვიქნებოდი გამონაკლისი. რაც თავი მახსოვს, სულ ფეხბურთს ვთამაშობ.

მამამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მოგვიანებით, როცა ზუგდიდში გადავედით, 10 წელი აშენებდა სახლს. არადა, კაცი მეურნეობის დირექტორი იყო, სულ დიდ თანამდებობებზე მუშაობდა. ფულის გაკეთებას, უკანონობას ვერ გააგონებდი...

მაშინ ფეხბურთის ბუმი იყო, ტარდებოდა ქუჩის პირველობები. ჩემი ქუჩის გუნდში ვთამაშობდი. სხვათა შორის, მარცხენა გარემარბი ვიყავი. ამხანაგურ მატჩებში ბლომად გოლები გამქონდა. არ დაგიმალავთ და, ბომბარდირობაზეც ვფიქრობდი. ჩემი მეზობელი იყო მეკარე. სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და კარში დადგომა მომიწია. შევხედე - ცუდად არ გამომივიდა. მერე მიყვა და მიყვა... 1963 წელი იყო, თუ არ ვცდები. ბავშვთა ზონალურ პირველობაზე საუკეთესო მეკარის პრიზი ავიღე. მერე აღარც მიფიქრია ამპლუის შეცვლაზე.

პირველი მწვრთნელი გივი სართანია გახლდათ, ყოფილი მსაჯი, კარგი ადამიანი. ასევე მინდა გავიხსენო ვასილ ბუკია - ისიც ფეხბურთის ფანატიკოსი. ვარჯიშები არ იყო დამღლელი და აუტანელი, ისინი უბრალოდ გვაყვარებდნენ ფეხბურთს...

მეათე კლასში ვიყავი, როცა ზუგდიდის "დინამოში" აღმოვჩნდი. ცხონებული ჯუბა ჩუხუას მამა, ჯუმბერ ჩუხუა იყო მწვრთნელი. მერე გასინჯვაზე წამიყვანეს სოხუმის "დინამოში". ეს სერიოზული გამოწვევა იყო. თან სოხუმის ინსტიტუტში ვსწავლობდი.

"დინამოს" იური გრამატიკოპულო წვრთნიდა. ეს იყო მართლაც დიდებული სპეციალისტი, რომელიც თამამად ენდობოდა ახალგაზრდებს. არადა, გუნდში ძალიან დიდი კონკურენცია იყო - მურთაზ ვეკუა, იური კუჭუხიძე და გენო ახალაძე ძალიან ძლიერი მეკარეები იყვნენ.

სხვათა შორის, ვიტალი დარასელია სწორედ გრამატიკოპულომ შენიშნა პირველად. ერევნის "არარატს" ვეთამაშებოდით ამხანაგურ მატჩში, როცა სპეციალურად ჩამოიყვანა ოჩამჩირიდან. მაშინ სულ პატარა იყო ცხონებული...

ორი წელიწადი ვითამაშე სოხუმში. მერე გუნდი მეორე ლიგიდან გავარდა. ახლა უნდა მოგიყვეთ ნამდვილი სასწაული - სახლში, ზუგდიდში ვბრუნდები, ცუდ ხასიათზე ვარ. ჩერდება ავტობუსი, აწერია - ქუთაისის "ტორპედო". ჩემი მეგობარი, ვოვა შელია ჩამოდის ავტობუსიდან და მეუბნება - გიგა ნორაკიძე გიბარებს ლესელიძეშიო.

ჩავედი სახლში. მშობლებმა არ დამიჯერეს - რას იგონებ, რა "ტორპედოო"... ბედნიერი ვარ, რომ ნორაკიძესთან ვიმუშავე. მასზე შეიძლება ცალკე და ძალიან ბევრი ვისაუბროთ. ამოუწურავი თემაა.

არადა, დომინოს ვთამაშობდი...

- 1977 წლის დასაწყისში დავოჯახდი. ქორწილი მაქვს და გიგა ნორაკიძემ ერთი დღით დააგვიანა - გადაუდებელი საქმე ჰქონდა. ჩამოვიდა მეორე დღეს. ვეცით პატივი. ცოტა დალია და მეუბნება - "დინამოს" უნდა შენი წაყვანა, მაგრამ მე მინდა, რომ დარჩეო და... წარმოიდგინეთ, ატირდა ამხელა კაცი.

ბოლოს მირჩია - მე კი არ მეთმობი, მაგრამ მაინც "დინამოა", უნდა წახვიდეო. ასე მივედი საქართველოს პირველ გუნდში. მოვიგე თასების მფლობელთა თასი, ვითამაშე საჩემპიონო სეზონში, მოვიგე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ქვეყნის თასი, გავხდი ქვეყნის საუკეთესო მეკარე... მოგიყვებით რამდენიმე საინტერესო ამბავს, "დინამოში" რომ გადამხდა.

1979 წელია. თასის ფინალი გვაქვს მოსკოვის "დინამოსთან". ვემზადებით, ვცხოვრობთ სასტუმრო "მოსკვაში". მეორე მეკარე ვარ. ძირითადში თამაშს არც ველოდები. ღამეა. დომინოს ვთამაშობთ მე, ნოდარ ხიზანიშვილი, ჩელე და ცხონებული ვიტალიკა. რეკავს ტელეფონი, თვით ნოდარ ახალკაცი - ხვალ ძირითადში ხარო, მეუბნება...

აბა, სასწრაფოდ დავიძინოთ-მეთქი, ბიჭებს ვუთხარი. დავწექი, მაგრამ რად გინდა - თვალი ვერ მოვხუჭე. ვფიქრობ, გადაჭედილი "ლუჟნიკები", მსაჯი... თან მოსკოვის "დინამოც" მაგარი გუნდი იყო.

100-ათასიან სტადიონზე დაახლოებით 70 ათასი კაცი მოვიდა. ის მატჩი ალბათ ყველას ახსოვს. პენალტებში რომ მოვიგეთ, პირჯვარი გადავიწერე. დღემდე მწამს ღმერთი. მისი ნება იყო, ასე კარგად რომ აეწყო ყველაფერი...

ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი ამ პირჯვარის გამო. წერილს წერილზე წერენ გადამდგარი პოლკოვნიკები თუ მოქმედი მაღალჩინოსნები - გაბელია რა შუაშია, მან პენალტები რაღაც ზებუნებრივი ძალის წყალობით აიღოო. მოკლედ, უხერხული სიტუაციაა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია არ ამცდება.

მოვიდა სულმნათი ჟიული შარტავა ბაზაზე. კაცს აღარ ასვენებენ. დღე ერთია და ათას წერილს სწერენ. მითხრა, ახლა ჩვენ მეგრული "შტუკა" უნდა გავაკეთოთო. ასე თქვი, ვითომ ოფლს იწმენდდიო... მადლობა ღმერთს, რომ ამ გმირს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ახლოს ვიცნობდი.

ერთი ისტორიაც უნდა მოვყვე. ძალიან ემოციური ვიყავი. თამაშის წინ ბიჭებს ვეუბნებოდი კიდეც - უნდა მაპატიოთ, თუ მატჩის დროს რამე "ისეთი" წამომცდება-მეთქი. მათაც ესმოდათ ჩემი.

მუნჯი და თამაშის დროს თავის თავში ჩაკეტილი მეკარის არ მწამს. ხარკოვში ვეთამაშებით "მეტალისტს". ბარემ გეტყვით, რომ ჩემი სიდედრი წარმოშობით ხარკოველია. წვიმს, საშინელი ამინდია. არ მიგვდის თამაში. მესამე ბურთი რომ გავუშვი, მინდორზე ფოტორეპორტიორი შემოვარდა და სიტყვა-სიტყვით მითხრა: "ვინიმაი ტრეტიუ ბანკუ". ჯერ ისედაც გაგიჟებული ვარ და ამან ხომ მთლად გადამრია კაცი. წიხლი ვუთავაზე და გავეკიდე. ფოტოაპარატი ასფალტზე გაუტყდა, მე არ დამიმტვრევია. დისკვალიფიკაციას გადავრჩი - ფოტოგრაფს არ ჰქონდა მინდორზე შესვლის უფლება.

მომდევნო თამაში "დნეპრთან" გვქონდა, დნეპროპეტროვსკში. არ დამაყენა ნოდარ ახალკაცმა, გართულებებს მოერიდა. მოდის ხალხი, მთხოვს ავტოგრაფებს. უცებ, ფოტოგრაფი გამოჩნდა. ვიღაც ენაკვიმატმა დაუძახა, გამოეცალე, მაგას ფოტოგრაფები არ უყვარს, თავზე დაგამტვრევს აპარატსო...

მეც გამიგონია ჭორი, თითქოს მამაჩემს ინფარქტმა იმ დროს დაარტყა, რაც ტაშკენტში, "ფახთაქორთან" 3 გოლი გავუშვი. არაა მართალი - ტაშკენტში ყოფნისას გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი. იმ დროს უკვე ავადმყოფობდა...

ჰო, კიდევ ერთი - საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოქროს მედლები არ შემხვდა. მხოლოდ 2 მატჩი დამაკლდა, მაგრამ ყველა მეუბნებოდა, ნამდვილი ჩემპიონი ხარო და მეც ვიფერებდი.

ნოდარ ახალკაცზე...

- ამ ხნის მოვიყარე და, გეუბნებით, არ შემხვედრია უფრო განათლებული, ნაკითხი კაცი, ვიდრე ნოდარ ახალკაცი იყო. წარმოიდგინეთ, მედიცინაც კი უმაღლეს დონეზე იცოდა. შემთხვევითი არაა, რომ "დინამომ" მის ხელში მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებებს.

ჩვენი თაობა ვერაფერს მიაღწევდა, რომ არა მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, სერგო კოტრიკაძე... ჩვენ მყარი საძირკველი დაგვხვდა. თან ერთად შეიკრიბა ბევრი კარგი ფეხბურთელი. "ტორპედომ" დიდი შევსება მისცა მაშინ "დინამოს".

...სიტყვა გამექცა. ჩვენ ხომ ახალკაცზე ვსაუბრობთ. იცით, როგორი ფსიქოლოგი იყო? ზოგჯერ, იმას უყვირებდა, ვინც ნაკლებად იმსახურებდა. ვინც იმსახურებდა, ის შედარებით იოლად გადარჩებოდა. მერე მივხვდი, ამას შეგნებულად აკეთებდა - თითოეული ჩვენგანის ხასიათი მან ზუსტად იცოდა.

უბრალოდ, "მაესტრო" - მე მას ასე დავახასიათებდი. უმკაცრესი იყო. რეჟიმი არ დაგვირღვევია-მეთქი, როგორ მოგატყუოთ, მაგრამ ზომა-წონა ვიცოდით.

და კიდევ: ზუსტად იცოდა თითოეული მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. ამას ბევრი მაშინ არ აკეთებდა.

ახლა ბევრი სვამს კითხვას - რატომ ვეღარ გააგრძელა იმ "დინამომ" წარმატებული სვლა თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგო? ამას, ალბათ, რამდენიმე მიზეზი აქვს. ვიტალი დარასელია გარდაიცვალა, დათო ყიფიანმა თამაშს თავი დაანება... მერე, ბევრი გაგვიშვეს "დინამოდან". ძალიან კარგი თაობა მოდიოდა - თუნდაც გრიშა ცაავა და პატარა მიშა მესხი რად ღირს. ახალკაცმა ჩათვალა, რომ ისინი დიდ წარმატებას მიაღწევდნენ.

თაობა მართლაც უნიჭიერესი იყო. უბრალოდ, მგონი, ხასიათის სიმტკიცე არ ეყოთ. ალბათ, შეცდომაც იყო ამდენი ფეხბურთელის გაშვება.

ისე, 1982 წელს ძალიან ახლოს ვიყავით კიდევ ერთ ევროპულ ტიტულთან, მაგრამ "სტანდარდთან" დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. მერე დავუბრუნდი "ტორპედოს", საიდანაც დათო ყიფიანმა ისევ მიმიყვანა "დინამოში".

ორი მატჩი საბჭოთა ნაკრებში

- საბჭოთა კავშირის ნაკრებში 2 მატჩი ჩავატარე. ორივე გერმანელებთან - ერთი დემოკრატიული, მეორე კი ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებების წინააღმდეგ. კონკურენტები ისეთები მყავდა, რომ შეიძლება კაცი დამფრთხალიყო - თუნდაც რინატ დასაევი.

თბილისში ვითამაშე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. დასაევიც არ დააყენეს - იცოდნენ, მაინც წაგებული იყო ის მატჩი.

ფიშერი, შუსტერი, რუმენიგე... გერმანიას დიდებული შემადგენლობა ჰყავდა. 3:1 მოგვიგეს. გაშვებული გოლები ჩემთვის არავის დაუბრალებია, თუმცა ფაქტია, იქ დასრულდა ჩემი სანაკრებო კარიერა.

საქართველოს ნაკრებს მოურინიოც ვერ უშველის

- დღეს კრიტიკოსები არც საქართველოს ნაკრებს აკლია, არც ფეხბურთის ფედერაციას და არც თემურ ქეცბაიას. ნაკრები რომ ვერ თამაშობს, ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ გოლებს ქეცბაია და სიჭინავა ხომ ვერ გაიტანენ.

დავუნიშნოთ საქართველოს ნაკრებს მწვრთნელად ჟოზე მოურინიო. ისიც ვერ შეცვლის სიტუაციას. ფეხბურთს თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დაბალი დონისანი არიან დღეს.

ცოტა ხნის წინ ვიყავი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. ყველა კრებას ვიწყებდი ამ სიტყვებით - შვილო, ნუ გაიქცევი 19 წლისა აზერბაიჯანში ან რუსეთ-უკრაინის პირველ ლიგაში. მაგრამ თუ მაინც წახვალ, წადი ისეთ გუნდში, სადაც მოგიწევს თამაში. ნუ წახვალ მხოლოდ ფულისა და სათადარიგოებში ჯდომისთვის.

დღეს ასეა - თუ ჩვენს ფეხბურთელს აქვს კონტრაქტი და კარგი ანაზღაურება, უკვე კმაყოფილია. სად თამაშობს, ან თამაშობს თუ არა ძირითადში და პროგრესირებს თუ არა, ეს არ აინტერესებს.

ფედერაციას ყველა აკრიტიკებს. არ ვარ ის კაცი, ვინმეს ტყუილად მოვეფერო. 18 მილიონი ვალი გაისტუმრა ზვიად სიჭინავამ. ნაკრებებს შეკრებები არ აკლიათ, ვეტერანები დიდ ყურადღებას ვგრძნობთ. სტადიონები გაკეთდა. მგონი, ეს დასაფასებელია.

ოთხი თვის წინ მოსკოვში ვიყავი მწვრთნელთა კურსებზე. სტიუარტ პირსმა თქვა - 92 პროფესიული კლუბიდან 72-ს ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფო აფინანსებსო. ამას კერძო სპონსორიც ემატება. როცა ინგლისში ასეა, მით უმეტეს პატარა საქართველოში ვერ გახვალ ფონს სახელმწიფოს დახმარების გარეშე. მერე კერძო ინვესტორიც დაინტერესდება და იქნებ, გვეშველოს.

ალეკო კაკაურიძე

ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK

• GiorgiG83

ეს იყო ქართული ფეხბურთის ოქროს ხანა, მეორე რენესასნსი მესხის, მეტრეველის, პაიჭაძის, კოტრიკაძის თაოებბის შემდეგ

• puma

რატომ არ შეიძლება ბოლოს და ბოლოს მეკარეების აღრზდის აკადემია ჩამოაყალიბოთ. სიჭინავა ამაზე უარს არ გეტყვით ალბათ,

• gio 75

ძალიან საინტერესო სტატიაა, დიდხანს იცოცხლეთ მატონო ოთარ,ასეთი დახვეწილი ნაწერი დიდიხანია არ წამიკითხავს.

• gogi

ოთარ ბატონო, თქვენ და თქვენმა თაობამ ქართული ფეხბურთი დიდების მწვერვალზე აიყვანა! კარგადაა დაწერილი მასალაც - ეს კაკაურიძე ოლიმპიდან მახსოვს, ვკითხულობდი იმ გაზეთს და კარგი ჟურნალისტია ეგ... წერა იცის, რაც დღეს იშვიათობაა.

• soselo

ოტარი ლეგენდაა იხარე და იდგეგრზელე გიჯობაც გიხდებოდა მინდორზე დზმაო

• doriko

სასიამოვნოა ლეგენდებთან შეხვედრა. მადლობა ჟურნალისტს და რედაქციას!

• BENVO

ესეთ ინტერვიუებს კვირაში ერთხელ ტუ დადებთ კარგი იქნება, საინტერესო და სასიამოვნოა ძველი ისტორიების მოსმენა, თან "ძველები" ბევრ სპორტში მართლა პარადის წამყვანები იყვნენ..

• jigari

სგ

ოთარ თქვენი თაობა ძალიან მაგარი იყო და თანაც ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა!ძალიან ძნელია ასეთი რამ ქართულ ფეხბურთში განმერდეს ან თქვენზე უკეთესი თაობა გამოჩნდეს!

• ioska

უმაგრესი მეკარე ხაზზე. გამოსვლებზე უჭირდა ცოტა. მაგარი ქართველი, ცარიელი ემოცია. სალამი ყველას, ვისაც ახსოვს დაუვიწყარი დინამო.

• dato

გაიხარე ოთარ!!!ადრე კაცები იყავით, ეხლა ამპარტავანი ლაჩრები... ძლივს დაღოღავენ მინდორზე!!!

• fani

ვიქტორ ვალდესი მაგარი მეკარეა, მაგრამ მე ხშირად ოთარ გაბელიას ვადარებ(არავის ეწყინოს ვალდესი გაბელიას სტილში თამაშობს), ლეგენდარულ დინამოს ამ დროს ეთამაშა, 90 პროცენტს ესპანეთის და ინგლისის საუკეთესო კლუბები წაიყვანდნენ

• gizog

ბატონო ოთარ, 79-ში ლუჟნიკებში ჩამოსული 15 ათასამდე ქართველი გულშემატკივარი ვიჯექით. ჩვენი დინამოს ძახილი ბევრად სჭარბობდა რუსების დზინამოს ძახილს. თქვენს მიერ აღებული პენლის შემდეგ ისე გაიპარნენ, ვერც კი შევნიშნეთ. დიდებული დრო იყო, ღმერთმა დაგლოცოთ, ჯანმრთველობა მოგცეთ და გაგაძლიეროთ ყველანი. ხოლო ჩვენგან წასული, მართლაც დიდი ქართველები და ფეხბურთელები მთავარ მწვრთნელთან ერთად სამუდამო ნათელში ამყოფოს.

• loma

ლეგენდები... ქარტულ ფეხბურთს ამშვენებდნენ ესენი!

• seroJa

მე ვნახე ინგლისში, კლუბ ჰალს აფინანსებდნენ. ყველა მსხვილ ორგანიზაციას ქონდა ბილეთები შეწერილი. თანამშრომლებისთვის უფასო იყო, ფირმა იხდიდა.

• jimi

არ ვიცი რას გულისხმობდა პირსი სახწელმწიფოს დაფინანსებაში. ინგლისში ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მსმენია. ძალიან დიდი ალბათობით რაიმე ირიბ დაფინანსებაზეა ლაპარაკი, მაგალითად რაღაცა ტიპის საგადასახადო შეღავათებზე. რაც ზუსტად ვიცი, იტალიაში კანონით არის აკრძალული, რომ რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაცია იყოს რომელიმე გუნდის სპონსორი. სანამ ეგ არ აკრძალეს 30 წლის წინ, იყო 1 აღებ მიცემობა და ფულის გათეთრება.

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

[კოლორიტი] ჯონი ჯანელიძე - ტროლეიბუსში გათენებული ღამეები

ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი - სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა... რატომ არ ვაფასებთ ლეგენდარულ მწვრთნელს?

გია თავაძე: ბევრი გუნდი გვჭირდება, დღეში ერთი ვარჯიში კი ცოტაა

იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]

"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი

ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე

"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება

ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓜᓐᓢᓐᓜᓯᓘ ᓓᓐ ᓓᓐᓣᓤᓐᓡᓔᓑᓔᓚᓘ ᓞᓐᓢᓠᓘᓐᓠᓥᓘ

როგორც პელე - გამოცემა sports.ru-მ რევაზ ჩელებაძეს წერილი მიუძღვნა

რა უთხრა მიშა მესხს რეალის პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

მამუკა მესხი: საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ადგილზე კორპუსების აშენება სურთ!

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

სერგო ჭურაძე: ფეხბურთით არ ვცხოვრობდი!

როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

35 წელი დიდი გამარჯვებიდან - ცხადსა და სიზმარში ნანახი [VIDEO]

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!

PRO & CONTRA: ᕞ

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

ᕚᓔᕕᓐᓜ ᓜᓝᓓᓘᓐ: "ᕓᕘᓜᕐᕛᓝᕓᓐᓜ" ᓮᓣᓠᕪᓘᓚᓐᓕᓐᓡ ᓒᕐᕛᓝ ᓬᓐᓛᓝᓕᓔᓓᕘᕗ