ცნობისთვის, ოქროს მედლისთვის ყველაზე მაღალი პრემია დაწესებული ჰქონდა აზერბაიჯანს - 510 ათასი დოლარი. თუმცა ამ ქვეყნის ვერც ერთმა სპორტსმენმა მოიგო თუნდაც ერთი მედალი
ნორვეგიის ოლიმპიურ ნაკრებს სოჭის ოლიმპიადაზე ყველა პირველ ადგილს უწინასწარმეტყველებდა საერთო გუნდურ ჩათვლაში.

საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ნორვეგია ზამთრის თამაშებზე ყველაზე უიღბლო ნაკრები იყო. სტატისტიკოსებმა დაითვალეს - "ვიკინგებს" ყველაზე ხშირად დააკლდათ ერთი ნაბიჯი პოდიუმამდე.

ნორვეგიელმა ოლიმპიელებმა 12 სხვადასხვა დისციპლინაში დაიკავეს მეოთხე ადგილი. ეს უფრო მეტია, ვიდრე ამ გუნდის მიერ სოჭში მოპოვებული ოქროს მედლების რიცხვი. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ნაკრებმა ზამთრის თამაშებზე 11 ოქროს მედალი მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა.

ათი მეოთხეადგილოსანი ჰყავდა სოჭში გერმანიას. ეს გუნდი მედლების საერთო ჩათვლაში მეექვსე ადგილზე გავიდა. 9-9 მეოთხე ადგილი ჰქონდათ რუსებსა და ამერიკელებს. შემდეგ მოდიან ჩინეთი (8), რომელიც საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა და იტალია (7). ეს უკანასკნელი საერთო ცხრილში ტოპ-ოცეულშიც კი ვერ ვიხილეთ.

სოჭის ოლიმპიადაზე მედლების 98 კომპლექტი გათამაშდა. საერთო ჩათვლაში 13 ოქროს მედლით რუსეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.

ამასობაში, სტატისტიკოსებმა სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების დოლარებში კონვერტაცია დაიწყეს, ანუ მათ გაარკვიეს იმ თანხების ოდენობა, რომელიც ოლიმპიადის საუკეთესო სპორტსმენებმა წარმატების სანაცვლოდ მიიღეს. მაგრამ, სანამ ამ ჩამონათვალზე გადავალთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ:

- ოქროს მედლისთვის ყველაზე მაღალი პრემია დაწესებული ჰქონდა აზერბაიჯანს - 510 ათასი დოლარი. თუმცა ამ ქვეყნის ვერც ერთმა სპორტსმენმა მოიგო თუნდაც ერთი მედალი.

- ყველაზე მოკრძალებულ თანხას ავსტრალიელი სპორტსმენებისთვის იყვნენ დაპირებულნი - 13 ათასი ოქროსთვის, 9 ათასი ვერცხლისთვის და 7 ათასი ბრინჯაოსთვის.

- შვედეთში, ნორვეგიაში, ბრიტანეთსა და ხორვატიაში მედლებისთვის პრემიალურები საერთოდ არ იყო დაწესებული.

ახლა კი გთავაზობთ იმ სპორტსმენების ჩამონათვალს, რომლებმაც ყველაზე მეტი გამოიმუშავეს სოჭში:

მარტინა საბლიკოვა (ჩეხეთი, ფიგურული სრიალი): ოქრო, ვერცხლი, 111 ათასი დოლარი;

ანდრის და იურის შიცსები (ლატვია, ციგაობა): ორი ბრინჯაო, 136 ათასი დოლარი;

ირენ ვიუსტი (ჰოლანდია, ციგურებით სირბილი): ორი ოქრო, სამი ვერცხლი, 140 ათასი დოლარი;

ანტონ კუშნირი, ალა ცუპერი (ბელორუსი, ფრისტაილი): ოქრო, 150 ათასი დოლარი;

სიმ-სოკ ჰი (კორეა, შორტ-ტრეკი): ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, 150 ათასი დოლარი;

პაკ-სინ ჰი (კორეა, შორტ-ტრეკი): ორი ოქრო, ბრინჯაო, 160 ათასი დოლარი;

მარტინ ფურკადი (საფრანგეთი, ბიატლონი): ორი ოქრო, ვერცხლი, 165 ათასი დოლარი;

დარიო კოლონია (შვეიცარია, თხილამურებით სირბილი): ორი ოქრო, 178 ათასი დოლარი;

ვიტა სემერენკო (უკრაინა, ბიატლონი): ოქრო, ბრინჯაო, 180 ათასი დოლარი;

არიანა ფონტანა (იტალია, შორტ-ტრეკი): ერთი ვერცხლი, ორი ბრინჯაო, 236 ათასი დოლარი;

ვიქტორ ანი (რუსეთი, შორტ-ტრეკი): სამი ოქრო, ერთი ბრინჯაო, 395 ათასი დოლარი;

დარია დომრაჩევა (ბელორუსი, ბიატლონი): სამი ოქრო, 450 ათასი დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
სოჭი 2014: ციგურებით სირბილი - ჩეხმა ჰოლანდიელები ჩააჩოჩა
სოჭი 2014: ციგურებით სირბილი - ჰოლანდიამ დუბლით დაამთავრა
სოჭი 2014: ციგურებით სირბილი - ჰოლანდიას ორიდან ორი აქვს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
ვლადიმირ პუტინს ლესბოსელი ოქროსმედალოსანი ჩაეხუტა [VIDEO]