ტოპმიოლერმა ლევერკუზენი გააკრიტიკა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა კლაუს ტოპმიოლერმა "ლევერკუზენის" ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი სამი ჰიიპია გააკრიტიკა. როგორც იცით, 62 წლის ტოპიმ მწვრთნელის რანგში სახელი სწორედ "ლევერკუზენში" გაითქვა, სადაც ორი წელი (2001-03) იმუშავა და 2002 წელს "ბაიერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

"ლევერკუზენის" გამო ძალიან ვნერვიულობ, რადგან ამ გუნდს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. "ლევერკუზენისა" და პსჟ-ის მატჩს ტელევიზორში ვუყურე და გული დამწყდა, "ბაიერი" ასე რომ შერცხვა. თამაშის დაწყებამდე მივხვდი, რომ წააგებდნენ, რადგან ფეხბურთელები მოედანზე თავჩაქინდრულები გავიდნენ და ეტყობოდათ, რომ წაგებაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ფრანგულ გრანდს მცირეოდენი წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწიეს. გული მწყდება, რომ "ლევერკუზენი" ასეთი უსიცოცხლო გუნდია. სხვათა შორის, ზუსტად ასე ითამაშეს გერმანიის თასზე, "კაიზერსლაუტერნთანაც", - აცხადებს ტოპმიოლერი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"ლევერკუზენი" გერმანიის თასიდან გავარდა, ჩემპიონთა ლიგიდანაც, ფაქტობრივად, გავარდნილია, ბუნდესლიგაში კი ზედიზედ ორი თამაში წააგო. ტოპმიოლერი ფიქრობს, რომ გუნდი არასწორადაა დაკომპლექტებული. მისი აზრით, "ბაიერს" ლიდერი აკლია.

"გუნდში არ ჩანს ფეხბურთელი, რომელიც ლიდერის ფუნქციებს შეასრულებს. პასუხისმგებლობას ყველა გაურბის - მათ შორის, მწვრთნელიც. სამი ჰიიპია შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ უემოციო მწვრთნელია. შეიძლება, ნიჭიერი მწვრთნელია, მაგრამ ზედმეტად უემოციოა," - ამბობს ტოპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ᓡᕐᓛ
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის შეჯამება: ორმაგი ბრძოლა ბომბარდირობისთვის
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"