ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დორტმუნდის "ბორუსია": ეს იყო პეტერბურგში...

დორტმუნდის "ბორუსია": ეს იყო პეტერბურგში...

ლევანდოვსკიმ მარტო შაპუიზას კი არა, მესის და რონალდოსაც აჯობა!
"ბორუსია" "ზენიტზე" უკეთესი გუნდი რომ არის, ამაზე მატჩის წინაც არავინ დავობდა, მაგრამ რაკი იურგენ კლოპის გუნდი ბუნდესლიგაში ვეღარ "დაფრინავს", ბევრი არ ელოდა იმას, რომ დორტმუნდელები სანკტ-პეტერბურგში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურს, ფაქტობრივად, გაინაღდებდნენ.

პეტერბურგში დაფიქსირებული 4:2 ისეთი ანგარიშია, კლოპს და მის შეგირდებს მშვიდად ყოფნის საშუალებას რომ აძლევს. თუმცა ამ შეხვედრაში სხვაც ბევრი რამ იყო საინტერესო.

"ჰამბურგთან" მოულოდნელი მარცხის (0:3) შემდეგ დორტმუნდელებს პესიმიზმი მიეძალათ, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში დაფიქსირებულმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ ვნებათაღელვა ისევ ჩააცხრო. მატჩის წინ "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე "ჰამბურგთან" წაგებაზე სათანადო რეაქციას ითხოვდა. მიიღო კიდეც - მართალია, ვერ ვიტყვით, რომ კლოპის ბიჭებმა საუკეთესო ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ რაც ითამაშეს, სოლიდური გამარჯვების მოსაპოვებლად ეყოთ და ცალი ფეხით მეოთხედფინალში არიან.

ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაშიც, რომ "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაში წელსაც გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე გერმანიის ჩემპიონატში. ან, როგორც "ბაიერნის" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა იტყოდა, დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგის სახით მირთმეული გემრიელი ვახშამი უფრო ეგემრიელებათ, ვიდრე ისეთი პიცა ან სახელდახელოდ მომზადებული ჰამბურგერი, როგორიც ბუნდესლიგაა.

თუ ამ სეზონის მიმდინარეობას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ "დორტმუნდი" მნიშვნელოვან შეხვედრებში ძველებურად მოწოდების სიმაღლეზე დგას და პრობლემები მხოლოდ ისეთ გუნდებთან ექმნება, რომლებიც არც იქით არიან და არც აქეთ (ვოლფსბურგი, "ლევერკუზენი", "გლადბახი"); ანაც ისეთ მოტივირებულ და ტაქტიკურად მტკიცე გუნდებთან, როგორებიცაა "აუგსბურგი" ან "ჰერტა".

"გაზპრომის" მილიონებით გაძლიერებული "ზენიტი" კი ასეთ გუნდად ვერ გამოდგა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ "ზენიტს" პოტენციალი ნამდვილად აქვს, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდი რაღაცნაირად მოუმზადებელი და დაკომპლექსებული ჩანდა. იტალიელი სპეციალისტის შეგირდებს ისიც აშკარად ეტყობოდათ, რომ ბოლო 10 კვირის განმავლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდნენ.

"ამ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვართ. კარგი იყო პრესინგი, ორთაბრძოლები და მომენტები, რომლებიც "ზენიტის" კართან შევქმენით. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მშვენიერი ფეხბურთი ვითამაშეთ," - განაცხადა მატჩის შემდეგ კლოპმა.

იურგენის ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თუ მეტოქე საშუალებას იძლევა, "ბორუსიას" ჯერ კიდევ შეუძლია იმ ფეხბურთის თამაში, რომელიც ამ კლუბში კლოპმა დანერგა და რომლითაც "შავ-ყვითლები" ზედიზედ ორჯერ გახდნენ გერმანიის ჩემპიონები, შარშან კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშეს. ამრიგად, "ბორუსიას" ფეხბურთი "ზენიტთან" დორტმუნდის ჩვეულებრივი ზენიტი იყო - ის, რასაც ამ გუნდისგან ყოველთვის მოველით. ვნახოთ, რა იქნება მეოთხედფინალში, თუმცა მანამდე "ბორუსიამ" საპასუხო შეხვედრაც უნდა "გადააგოროს".

რაში აჯობა ლევანდოვსკიმ მესის და რონალდოს?

"ზენიტის" კარში გატანილი 4 ბურთიდან 2 რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. ამ დუბლით 25 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა "ბორუსიას" ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა: ეს გახლდათ ლევანდოვსკის მე-18 გოლი "დორტმუნდის" მაისურით ევროტურნირებზე (17 ჩემპიონთა ლიგაში, 1 ევროპალიგაზე), რითაც პოლონელი ევროსარბიელზე ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რობერტმა ლეგენდარულ სტეფან შაპუიზას (16 გოლი) გადაასწრო.

თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ლევანდოვსკის სხვა სტატისტიკაა: როგორც უკვე ვთქვით, მას ჩემპიონთა ლიგაში 17 გოლი აქვს გატანილი, რაც ოდენ 26 შეხვედრაში შეძლო. ასეთი შედეგით კი თავის დროზე თვით ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რაულიც კი ვერ დაიკვეხნიდნენ.

მაგალითად, მესის ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ მხოლოდ 13 გოლი ჰქონდა გატანილი, "რეალის" ლეგენდა რაულს - 11, იბრაჰიმოვიჩს - 6. რაც შეეხება რონალდოს: რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი გოლის გატანა მხოლოდ 27-ე მატჩში მოახერხა - ეს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რომას" დაპირისპირებაში მოხდა, რომელიც მანკუნიანელებმა 7:1 მოიგეს, რონალდომ კი დუბლი შეასრულა.

ჰალკმა "დორტმუნდს" თავისი თავი შესთავაზა

26 თებერვალს გერმანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც გაირკვა, მატჩის შემდეგ "ზენიტის" ბრაზილიელმა ლიდერმა ჰალკმა დორტმუნდელებს თავისი თავი შესთავაზა. ეს ინფორმაცია "ბორუსიას" კაპიტანმა სებასტიან კელმა ჟურნალ "შპორტ ბილდს" დაუდასტურა.

"ჰალკი ჩემთან მოვიდა და მკითხა, ხომ არ შეიძლება, რომ ზაფხულში "დორტმუნდში" გადმოვიდეო. ის ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენ ამ ტრანსფერის დაფინანსება შეგვეძლოს," - აღნიშნა კელმა.

ოფიციალურად ცნობილია, რომ "ზენიტი" ჰალკს წელიწადში 6.5 მილიონ ევროს უხდის. ცნობისათვის, "ბორუსიაში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ლევანდოვსკია, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებს. თუმცა გადაწყვეტილია, რომ პოლონელი გოლეადორი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს და მიუნხენის "ბაიერნში" გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი

"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი

[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...

მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს

"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა

[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი

წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ

პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს

U17 | სან მარინო 1:4 საქართველო

"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი

"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა

[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა

აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია

ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა

"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია

"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა

ჰალკი ყოფილის ცოლის დისშვილზე დაქორწინდა - ფეხბურთელს ახლანდელი მეუღლის დეიდასთან სამი შვილი აკავშირებს

"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს

კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია

თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს

დორტმუნდის "ბორუსია": ეპიდემია იურგენ კლოპის ბრალია?

ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" "დორტმუნდი" დაამარცხა [VIDEO]

"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა

"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი

ჰალკმა 7,2 მილიონ ევროდ პირადი თვითმფრინავი შეიძინა

[VIDEO] 39 წლის ჰალკმა საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა - "ატლეტიკო მინეირომ" კოპა სუდამერიკანაზე "გოდოი კრუზი" დაამარცხა

ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება

გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: სებასტიან კელის გასროლა და "დორტმუნდის" საგზური [VIDEO]

შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა

ჰალკმა 1 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 6კგ დაიკლო [VIDEO]

ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა

კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა

"აი, ასე ცუდად გვექცეოდნენ მე და ვიტსელს რუსეთში" - რას აცხადებს ჰალკი?

"ბორუსია": დორტმუნდის ახალი ტრავმირებულები

ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა

[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში

დორტმუნდის "ბორუსიას" გულშემატკივრებს "სპაიდერმენი" შეუყვარდათ

კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?