მითიური ქვეყნის თანამედროვე ლეგენდები
სოლო-რეიდი

არგონავტების ეპოქაში, ლეგენდები დადიოდა კოლხეთზე, ამ ქვეყნის საოცარ ხარებზე, მებრძოლებზე, გამოგონებებზე, ოქროზე...

საქართველო დღესაც საოცრებათა ქვეყანაა: გავა დრო და საფეხბურთო ლეგენდებში ჩაეწერება ოთხშაბათს გამართული "დინამო"-"სიონის" საფეხბურთო დაპირისპირება.

სოლო-რეიდის ასეთი სახეობა თუ გინახავთ: ფეხბურთელს ბურთი მოედნის ცენტრიდან წაეღო, ძუნძულით შესულიყო მეტოქის საჯარიმოში და მეკარე განზე გამდგარიყოს - გაიტანეო. "სიონის" ფეხბურთელმა გიორგი კახელიშვილმა ბურთი კარში შეაგდო და მსაჯმა ჩათვალა.

ვისაც მატჩის პერიპეტიები განმეორებით მაინც არ უნახავს, გაუჭირდება ბოლნისელის ასეთი მოქმედების გაშიფრვა. გირჩევთ, ნახოთ, რადგან ამ გოლს კიდევ უფრო საოცარი ეპიზოდი უძღვოდა: 73-ე წუთზე ბურთი გვერდიდან შემოიტანეს ბოლნისელებმა, ჩააწოდეს დინამოელ ჩისკოს, რომელსაც "ფეარ პლეის" პრინციპის გათვალისწინებით, სტუმართათვის უნდა დაებრუნებინა.

დაუბრუნა კიდეც, ოღონდ ისეთი ძალით დაარტყა, მოედნის ცენტრიდან გაგზავნილი ბურთი "სიონის" მეკარის თავსზემოდან კარში ჩაეშვა. სწორედ ამიტომ, ისევ და ისევ სამართლიანი თამაშის წესების გათვალისწინებით, "დინამომ" ბოლნისელ ფეხბურთელს "დინჯი" სოლო-რეიდის განხორციელების და ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

იხილეთ ვიდეო

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ საოცრებები მხოლოდ ფეხბურთში არ ხდება: სამიოდე წლის წინათ საკალათბურთო ჩემპიონატში თსუ-"არმიას" შეხვედრისას ზოგი კალათბურთელი ჩხუბის გამო გააძევეს, ზოგმა ხუთი ფოლი მიიღო და ასე შერჩა "არმიას" ხუთ მოთამაშეს ორი თსუ-ელი.

თუმცა ამან როდი აქცია ის მატჩი ლეგენდად - საოცარი ის იყო, რომ ხუთი-ორზე თამაში "არმიამ" ოდენ 73:71 მოიგო.

რამდენჯერ გავისვრით?

კვირას გაირკვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში: გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, შოტლანდია, გიბრალტარი.

არგონავტებს ემახსოვრებათ: გიბრალტარი ის ადგილია, ატლანტი რომ იდგა და ცა ეჭირა. ელინისტურ ხანაში ხომ უკიდურეს დასავლეთად, უკიდეგანო ზღვაში გასასვლელ კარიბჭედ სწორედ გიბრალტარის სრუტე ითვლებოდა. ზოგი ჰადესის კარად მოიხსენიებდა...

მოკლედ, ეს სრუტე საქართველოს ნაკრებისთვის შეიძლება ჯოჯოხეთის კარი აღმოჩნდეს, შეიძლება - გზა სამოთხისკენ, რომელშიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ლომები, მგლები და ირმები ერთად თამაშობენ.

მითებში ბევრი ისეთი რამ ხდება, ლოგიკას რომ არ ექვემდებარება. გამოვიჩინოთ ოპტიმიზმი და ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები შემადგენლობით ჯგუფის ოთხ გუნდს ვერ სჯობს და მიუხედავად იმისა, რომ ტიტანი გერმანია დაგვყურებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ ექვსგუნდიან ჯგუფში სამ საუკეთესოში მოხვედრაზე? ნუთუ ბოლო წლებში ასე დაგვიბლაგვდა გემოვნება?!

აი, რისი იმედი მაქვს: თემურ ქეცბაიამ ნაკრებთან განვლილი ორი ციკლი იმუშავა. ამ დროში, წესითა და რიგით, უნდა შეერჩია ის ბირთვი, რომელსაც მესამე ციკლში უნდა ენდოს, გუნდი თავის გემოზე უნდა აეწყო და... კარგად შეთამაშებული, თუმცა დაცვაზე ორიენტირებული ნაკრებები, ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე არაერთხელ გვინახავს. მაგალითად ლატვია.

კიდევ იცით, რისი იმედი მაქვს: ჩვენს ჯგუფში გერმანიის გარდა ყველა უხვად დაკარგავს ქულებს, რატომღაც მგონია, ყველაზე მეტი ფრე ჩვენთან დაფიქსირდება. ასეთ დროს კი ერთი-ორი გასროლაც შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს.

საქართველოს ნაკრებს, მართალია, გასროლა ციკლში ერთხელ ახასიათებს, მაგრამ იქნებ...

ფერხული ვიცით, როდის ჩაგვაბამენ?

შაბათს საქართველო-რუსეთის მატჩს რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბერნარდ ლაპასე დაესწრო. როგორც ჰყვებიან, თვალებგაფართოებული უყურებდა "დინამო არენის" გადაჭედილ ტრიბუნებს.

ბევრი რამ დაინახა:

...ქართველებს მეგობრობა შეგვიძლია - მთელი სტადიონი სოლიდარობას უცხადებდა უკრაინას.

...რაგბში რუსეთი საქართველოსთან შედარებით ჯუჯაა.

...არ გვეშლება სტუმარ-მასპინძლობა.

...ვიმსახურებთ ექვს ერში მეშვიდედ დამატებას.

ახლა ბატონი ლაპასეს მარიფათზეა დამოკიდებული, როგორ დაითანხმებს ექვს ზე-ქვეყანას ფერხულში საქართველოს ჩაბმაზე.

დაბრუნება ელადაზე

მითების სამშობლო კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ. ხუთშაბათს, ვიდრე "შვიდდღეულის" წერას შევუდგებოდი, საქართველოს ნაკრების კალათბურთელ გიორგი შერმადინს დავუკავშირდი. მითხრა: სარაგოსადან მატარებლით ბარსელონაში მივდივარ, საიდანაც საბერძნეთში უნდა გადავფრინდეო.

იგი "სარაგოსადან" ელინურ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, რაც კვირის ქართული ტრანსფერი იყო. კვირის თუ თვის? თუ წლის ტრანსფერი?

"ოლიმპიაკოსი" ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია. ასეთი დონის გუნდში ქართველების ხილვით (სპორტის ნებისმიერ სახეობაში) განებივრებულები სულაც არა ვართ. მას მერე, რაც კახა კალაძემ "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო (2007-ში), ჩემპიონთა თასის მფლობელი გუნდის შემადგენლობაში ქართველი მხოლოდ ორჯერ ვიხილეთ. ორივე შემთხვევაში შერმადინი - "პანათინაიკოსსა" (2009-11) და "ოლიმპიაკოსში" (2012-13).

ზაფხულში გიორგი ესპანურ "სარაგოსაში" გადავიდა, საიდანაც ოთხშაბათს ღამით "ოლიმპიაკოსმა" დაიბრუნა. ესეც მესამე.

ბოსფორიდან

თუ ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის კარის შემტვრევას გიბრალტარის სრუტიდან შეეცდებიან, წყალბურთელთა ნაკრები ბოსფორის სრუტიდან აპირებს ევროფორუმზე შესვლას: შაბათს, თბილისის დროით 20 საათზე თურქეთის ნაკრებს სტუმრად ვეთამაშებით.

საქართველოში 8:4 გვაქვს მოგებული და თუ მიღწეულს სტამბოლშიც შევინარჩუნებთ, პირველად ქართული წყალბურთის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK

gizog
ძმაო, ზღაპრები დიდი სიბრძნეა გამგებთათვის. ამ სიბრძნით მოდიოდა ათასწლეულები კაცობრიობა და დღესაც წარმატებით იყენებს მომვალი თაობის აღსაზრდელად. კარგი იქნება თუ ზღაპრებს მოუყვები ბავშვებს და არ ასწავლი სხვათა მიმართ ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, უპატივცემლო დამოკიდებულებას. ღმერთმა დაგლოცოს.
Juventus
უაზრო შედარებები და უაზრო ვარაუდები. სპორტული სტატია კი არა ზგაპარია ბავშვებს წავუკითხავ ძილის წინ
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ᓨᕕᕘᓓᓓᓦᓔᓣᓚᓘ: ᓓᓦᓔᓕᕐᓜᕓᓔᓚᓘ ᕙ
დილა-შუქურა 4:0 - ბრაზილიურად ჩაბარებული გამოცდა [VIDEO]
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
შვიდდღეული: რომელი მხრიდან შევხედოთ?
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
გიორგი კახელიშვილი და დაჩი ფოფხაძეც "შევარდენში"!
რა აშორებს საქართველოს ექვს ერამდე - ექსკლუზივი IRB-ის პრეზიდენტთან
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ᓨᓕᕘᓓᕓᓦᓔᓣᕚᓘ: 80 ᓬᓚᓘᓡ ᓯᓔᓔᓚᓘ
გიორგი კახელიშვილმა "შევარდენი 1906" დატოვა და "შუქურაში" ითამაშებს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"სამტრედია"-"კოლხეთის" დასრულების შემდეგ მოედანზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
შერმადინის მორიგი კარგი მატჩი - "ტენერიფე" პლეი-ოფს გამარჯვებით იწყებს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ᓨᓕ
შერმადინის 10 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში
worldrugby.org: მსოფლიომდე დაძაბული პაექრობა "თბილისის თასზე" გველის
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
ᓨᓕᓘᓓᓓᓦᓔᓣᓚᓘ: 80 ᓬᓚᓘᓡ ᓯᓔᓔᓚᓘ
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
ტორპედო-ცხინვალი 3:1 - სამქულიანი დებიუტი [VIDEO]
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
ᕨᓕᕘᓓᓓᓦᓔᓣᕚᓘ: ᓝᓠᓛᓐᓒᕘ "ᓓᕘᓜᕐᕛᓝ", ᓝᓠᓛᓐᓒᕘ ᓠᓔᓙᕚᓐᓛᕐ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა