მექსიკელის ტრიუმფი
გასულ კვირას, პროფესიულ კრივში რამდენიმე საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა. სან ანტონიოში 33 წლის მექსიკელმა ორლანდო სალიდომ მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 26 წლის უკრაინელ ვასილი ლომაჩენკოს. ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგება პროფესიულ რინგზე თავის რიგით მეორე შეხვედრაში.

უნდა აღინიშნოს, რომ სალიდო ვერ ჩაეტია 57.1-კილოგრამამადე წონაში და ამის გამო ტიტული ბრძოლამდე დაკარგა. რაც შეეხება ბრძოლას, ის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საეჭვოდ მოჩანდა რეფერის მუშაობა, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა სალიდოს ხშირ დაარტყმებს წელსქვემოთ. ბოლო რაუნდში ლომაჩენკოს კარგი კომბინაცია გამოუვიდა, მაგრამ წარმატების განვრცობა ვერ შეძლო.

მსაჯების ჩანაწერები ასეთი იყო: 116:112 და 115:113 სალიდოს სასარგებლოდ, 115:113 ლომაჩენკოს სასარგებლოდ. WBO-ის ტიტული ვაკანტური დარჩა.

იმავე სან ანტონიოში საშუალო წონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა, 28 წლის მექსიკელმა ხულიო სეზარ ჩავეს-უმცროსმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა 31 წლის ამერიკელი ბრაიან ვეროი. ბრძოლის პირველი ნახევარი მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მხოლოდ ჩავესი ჩანდა რინგზე. მას მსაჯებმა გამარჯვება მიანიჭეს: 117:110, 117:110, 114:113.

გერმანიაში გაიმართა პროფესიული კრივის საღამო, რომლის მთავარ ბრძოლაში მეორე საშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, რუსული წარმოშობის 32 წლის გერმანელი რობერტ შტიგლიცი ხვდებოდა ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონს, სომხური წარმოშობის 33 წლის გერმანელს არტურ აბრაჰამს. ეს მათი მესამე შეხვედრა იყო.

ბრძოლის დასაწყისში შტიგლიცი უფრო აქტიურად მოქმედებდა, მაგრამ ბევრი იყო კლინჩი და პაუზა და ამან ცუდად იმოქმედა შეხვედრის სანახაობრივ მხარეზე. ბრძოლის მეორე ნახევარში აბრაჰამი გააქტიურდა, მაგრამ შესამჩნევი უპირატესობა არ მიუღია, თუმცა მე-12 რაუნდში მან შტიგლიცი ნოკდაუნში გაგზავნა, ოღონდ ბრძოლის ღირსეულად დასრულება ვერ შეძლო. მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილება მიიღეს: 113:112 შტიგლიცის სასარგებლოდ, 115:110 და 114:111 აბრაჰამის სასარგებლოდ.

შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში ბრძოლა გამართეს მჩატე წონაში WBO-ის ჩემპიონმა, 30 წლის რიკი ბარნსმა და პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა, 26 წლის ამერიკელმა ტერენს კროუფორდმა. ადრეული რაუნდები თანაბარი იყო, მაგრამ შემდეგ, კროუფორდმა უპირატესობა მოიპოვა და სამივე მსაჯმა მას უპირატესობა მიანიჭა: 117:111, 115:112 და 115:112.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

olega
სოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგი მეგონა, გლაზგო ყოფილა.
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო 5 მოკრივე დაასახელა, თავისი თავი პირველზე დააყენა - არ აქვს მიზეზი თუ?
მან მეივეზერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა, იყო ჩემპიონი, ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა გააღატაკა და უსახლკაროდ ქუჩაში გარდაიცვალა
პუტინისტი სპორტსმენი უკრაინელ ჩემპიონებზე: ტყეები სავსეა თქვენიანების ცხედრებით
უმცროსი ჩავესი მოგებით დაბრუნდა
"ნუ იქნები მეძავი" - რადას დეპუტატმა კრივში უკრაინელ მსოფლიოს ჩემპიონს მიმართა