გელზენკირხენელი ფანების წყევლა-კრულვა ფარფანს
რომ არა მეკარე რალფ ფერმანი, "შალკე" "ბაიერნთან" გაცილებით დიდი ანგარიშით წააგებდა; შალკელ ლეონ გორეტცკას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა; გელზენკირხენელი ფანები კი ჯეფერსონ ფარფანს ლანძღავენ - მიზეზი: საფინალო სასტვენის შემდეგ პერუელი თანამემამულე კლაუდიო პისაროსთან ერთად ლაზღანდარობდა და არაფერი ეტყობოდა საიმისო, რომ თავისი გუნდის განადგურებას დარდობდა. მოკლედ, "ბაიერნმა" "შალკე" აწამა, რაშიც ლომის წილი არიენ რობენმა (ჰეთ-თრიქი) დაიდო.

ეს გახლდათ რეკორდმაისტერის ზედიზედ მე-15 გამარჯვება; სტუმრები კი ბედნიერები უნდა იყვნენ იმით, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ დამარცხდნენ. განუმეორებელი ფაქტი: სეზონის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი და "ბაიერნმა" ამ 11 შეხვედრიდან 6 რომ წააგოს, მაინც ჩემპიონი გახდება.

მიუნხენური გრანდის სამხრეთტრიბუნელი ფანები კი "შალკეს" კარში მინიმუმ 10 გოლს ითხოვდნენ - ყოველი გოლის შემდეგ სკანდირებდნენ, ათამდე ამდენი და ამდენი გოლი დაგვრჩაო. "შალკე" კი, მეორე წრის კარგად დაწყების შემდეგ ისევ დეპრესიაშია: გელზენკირხენულმა კლუბმა 4 დღეში იმაზე მეტი გოლი გაუშვა (11), ვიდრე "ბაიერნმა" მთელ სეზონში (10).

"შალკეს" თავკაცმა იენს კელერმა 19 წლის ლეონ გორეტცკა თამაშიდან 28-ე (!) წუთზე მოხსნა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და გუნდის ფსიქოლოგ ტერეზა ჰოლსტს ინტენსიურად ესაუბრებოდა. ეჭვი გვაქვს, საფინალო სასტვენის შემდეგ ფსიქოლოგი ტერეზა კიდევ არაერთ შალკელს დაელაპარაკებოდა.

"ეს იყო საუკეთესო პირველი ტაიმი მას შემდეგ, რაც "ბაიერნში" ვთამაშობ. "ბაიერნი" ფეხბურთს ისეთ ტემპში თამაშობს და მატჩის მიმდინარეობას იმდენად აკონტროლებს, რომ ამაზე მეტი მართლა შეუძლებელია. სწორედ ასეთი შემართება და კონცენტრაცია დაგვჭირდება მაშინაც, როცა ჩემპიონთა ლიგაში გრანდებთან გვექნება საქმე," - რობენმა ამ განცხადებით "შალკეს" ფანებს გული მოუკლა.

"საშინელებაა ის, რაც "შალკემ" დღეს გააკეთა. მთელი თამაში თავდახრილები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ თამაშობდა ფეხბურთს "ბაიერნი". ბურთს მაშინვე კარგავდნენ და მის დასაბრუნებლად აღარ იბრძოდნენ. მანუელ ნოიერი მადლობელი უნდა იყოს, რომ არ გაცივდა. დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის თქმას, რომ "ბაიერნმა" "შალკე" მარტივ მამრავლებად დაშალა," - ეს "სქაის" ექსპერტის, შტეფან ეფენბერგის სიტყვებია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის: პირველ ტაიმში ბაიერნელი ტონი კროოსი ბურთს 90-ჯერ შეეხო, შალკელი პაპადოპულოსი - 7-ჯერ. პირველ 45 წუთში "ბაიერნს" ბურთის ფლობის 80-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა და ა.შ. კროოსის ბრწყინვალე თამაში აუცილებლად მოეწონებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელ დევიდ მოიესს, რომელიც ტრიბუნაზე იჯდა და, როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, კროოსთან ერთად, შალკელ იულიან დრაქსლერსაც აკვირდებოდა.

"შალკეს" უნიათობისა და "ბაიერნის" დაუჯერებელი დომინაციის დასტური ისიცაა, რომ გელზენკირხენელთა ერთადერთი გოლი რაფინიას ავტოგოლი გახლდათ, რომელიც, სხვათა შორის, ყოფილი შალკელია.

მატჩის შემდეგ კი მთელი გელზენკირხენი "შალკეს" 29 წლის პერუელ გარემარბ ჯეფერსონ ფარფანს ლანძღავდა. მიზეზი: საფინალო სასტვენის შემდეგ ფარფანი სიცილით კვდებოდა და თანამემამულე პისაროსა და ხსენებულ რაფინიას ეხუმრებოდა. როგორც ჩანს, ფარფანი შესანიშნავ ხასიათზე იყო, რამაც "შალკეს" ხელმძღვანელებისა და ქომაგების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია.

"უმჯობესია, ხმამაღლა არ ვთქვა, რას ვფიქრობ ამის შესახებ," - განაცხადა "შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ფარფანის საქციელზე. "მიუხედავად იმისა, რომ პისაროც პერუელია, ასეთი მარცხის შემდეგ ფარფანს სიცილის უფლება არ ჰქონდა!" - ქუხდა გელზენკირხენელთა მთავარი მწვრთნელი კელერიც. "დაუჯერებელია, რომ ასეთი განადგურების შემდეგ ფარფანი ხუმრობის ხასიათზე იყო. წესით, ამ დროს ფეხბურთელი გასახდელისკენ უნდა გარბოდეს და მომხდარის უნდა რცხვენოდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ფეხბურთში რაღაცები შეიცვალა და ყველაფერი სულერთი გახდა," - ეს ეფენბერგის სიტყვებია.

იხილეთ ვიდეო

"ლევერკუზენმა" ისევ წააგო, "დორტმუნდი" მეორეა

ლევერკუზენის "ბაიერი" უკვე საბოლოოდ გადავიდა რელსებიდან. სამი ჰიიპიას გუნდი საკუთარ მოედანზე "მაინცთან" 0:1 დამარცხდა და ეს გახლდათ "ფარმაცევტების" მე-8 წაგება ბოლო 10 მატჩში. შესაბამისად, მოხდა ის, რაც აქამდეც უნდა მომხდარიყო: "ლევერკუზენმა" მეორე ადგილი ისევ "დორტმუნდს" დაუთმო.

საინტერესო ის არის, რომ ამ გამარჯვებით "მაინცმა" საუკეთესო ექვსეულში შეაღწია, ხოლო რაც შეეხება დორტმუნდს: "ბორუსიამ" წინა ტურში წამხდარი ხასიათი "ნიურნბერგთან" გამარჯვებით (3:0) გამოიკეთა, დორტმუნდელ ფანებს კი ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ გოლით დაბრუნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბაიერნისკენ" გეზაღებულმა რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში გოლების რაოდენობა 15-მდე გაზარდა, მესამე გოლი კი ჰენრიხ მხითარიანის ანგარიშზეა, რომელიც ისევ კარგად ათამაშდა.

იხილეთ ვიდეო

ჩრდილოეთში პირველი "ვერდერია"!

ვინც ფიქრობდა, რომ "დორტმუნდის" სენსაციური ძლევის (3:0) შემდეგ მწვრთნელგამოცვლილი და გამოცოცხლებული "ჰამბურგი" ცუდ ფორმაში მყოფ "ვერდერსაც" დაამარცხებდა, მწარედ შეცდა. ასეთებს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ "ვერდერისა" და "ჰამბურგის" ჯახი გერმანიაში ჩრდილოეთის უმძაფრესი დერბია, რომელსაც არასდროს ჰყავს ფავორიტი.

ეს ბუნდესლიგაში რიგით მე-100 ჩრდილოეთის დერბი გახლდათ, რომელიც ბრემენელებმა აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგეს.

ერთადერთი გოლი იუნუზოვიჩმა ჰანტის ბრწყინვალე პასის (ქუსლით) შემდეგ გაიტანა და "მუსიკოსების" ფანობას ექსტაზი მოჰგვარა. მატჩის შემდეგ "ვერდერის" რადიკალმა ფანებმა "ჰამბურგის" ავტობუსს ბოთლები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს და რამდენიმე მინა ჩაუმსხვრიეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. პოლიციამ 15 რადიკალი ქომაგი დააკავა.

ორიოდე სიტყვით "ბრაუნშვაიგისა" და "გლადბახის" მატჩსაც უნდა შევეხოთ, რომელიც 1:1 დასრულდა. საინტერესო ისაა, რომ ორივე გოლი ავტოგოლი იყო და საკუთარი კარი ორივე შემთხვევაში მეკარეებმა, დავარიმ და ტერ შტეგენმა დალაშქრეს. განსაკუთრებით კურიოზული ტერ შტეგენის ავტოგოლი გახლდათ, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოგცემთ - ეს, უბრალოდ, უნდა ნახოთ.

ბუნდესლიგა. XXIII ტური

ჰერტა-ფრაიბურგი 0:0

ჰერტა (4-1-3-2): კრაფტი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, კობიაშვილი, ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი - ნდიენგი (60. სკიელბრედი), ჩიგერჩი (66. ნიმაიერი), ბენ-ჰატირა (78. რონი) - ალაგუი, რამოსი.

ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, კრმასი, გინტერი, გიუნტერი - შუსტერი, ფერნანდესი - შმიდი (84. კერკი), დარიდა (80. კლაუსი) - გუედე (76. ცილეხნერი) - მეჰმედი.

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9(2)-7(5); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 37 920

დორტმუნდი-ნიურნბერგი 3:0

გოლები: 1:0 ჰუმელსი (51), 2:0 ლევანდოვსკი (64), 3:0 მხითარიანი (83)

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სოკრატისი (36. მ. ფრიდრიხი), ჰუმელსი, შმელცერი - ნ. შაჰინი, კელი - ობამეიანგი (71. ი. ჰოფმანი), მხითარიანი (85. იოიჩი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.

ნიურნბერგი (4-1-2-3): რ. შეფერი - ანგა, პეტრაკი, პინოლა (36. პოგატეცი), პლატენჰარდტი - ფრანტცი (78. შტარკი) - ფოილნერი (61. კამპანა), კიოტაკე - დრმიჩი, პეკჰარტი, ჰლუსეკი.

გაფრთხილება: ფოილნერი, პოგატეცი

კუთხური: 8-1; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 28(9)-4(2); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 80 645

ლევერკუზენი-მაინცი 0:1

გოლი: 0:1 ჩუპო-მოტინგი (37)

ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - ჰილბერტი (76. იოზთუნალი), ვოლშაიდი, თოფრაქი, ჩანი - რაინარტცი (60. კისლინგი) - ლ. ბენდერი, როლფესი - სემი (46. ბრანდტი), სონი - დერდიოკი.

მაინცი (4-1-2-1-2): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - გაისი - მორიტცი, პარკი (90. სოტო) - კოო (71. ზალერი) - ოკაზაკი, ჩუპო-მოტინგი (65. პოლტერი).

გაფრთხილება: რაინარტცი, სონი, თოფრაქი, ჩანი - ჟუნიორ დიასი

კუთხური: 7-0; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 19(8)-9(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 25 503

ვერდერი-ჰამბურგი 1:0

გოლი: 1:0 იუნუზოვიჩი (19)

ვერდერი (4-1-2-1-2): ვოლფი - იგნიოვსკი, პრიოდლი, ლუკიმია, გარსია - ბარგფრედე (78. ელია) - იუნუზოვიჩი, ობრანიაკი - ჰანტი (66. მაკიადი) - დი სანტო (57. გებრე სელასიე), პეტერსენი.

ჰამბურგი (4-2-2-1-1): ადლერი - დიკმაიერი, ჯურუ, რაიკოვიჩი (68. ლ. ზობიეხი), იანსენი - ბადელი, არსლანი - რინკონი (46. ვან დერ ვაარტი), ირაჩეკი (79. ზუა) - ჩალჰანოღლუ - ლასოგა.

გაფრთხილება: დი სანტო, იუნუზოვიჩი - ლასოგა, ჩალჰანოღლუ

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 25-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15(7)-11(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 42 100

აუგსბურგი-ჰანოვერი 1:1

გოლები: 0:1 მ. დიუფი (21), 1:1 კლავანი (55)

აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი (24. მორავეკი), ჰონგი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (78. ესვაინი), ტო. ვერნერი - ჟი (63. მილიკი).

ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, პოკონიოლი - შმიდებახი, ანდრეასენი - შტინდლი (68. პრიბი), ჰუსტი - მ. დიუფი (92. ჰოფმანი), რუდნევსი (75. ბიტენკური).

გაფრთხილება: ფოგტი, მორავეკი - პოკონიოლი, ჰ. საკაი, შტინდლი

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 16(5)-10(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 28 311

ბრაუნშვაიგი-გლადბახი 1:1

გოლები: 0:1 დავარი (25-საკ. კარში), 1:1 ტერ შტეგენი (52-საკ. კარში)

ბრაუნშვაიგი (4-2-2-2): დავარი, კესელი, ბიჩაქჩიჩი, კორეია, რაიხელი - პფიტცნერი (80. თოიერკაუფი), ბოლანდი - ბელარაბი, ჰოხშაიდტი (88. ელაბდელაუი) - ნილსენი (75. ადემი), კუმბელა.

გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, შტრანცლი, დემსი - ნორდტვეიტი, ჯაკა (63. კრამერი) - ჰერმანი (77. მლაპა), ჰრგოტა (72. რუპი) - რაფაელი - კრუზე.

გაფრთხილება: ბოლანდი - ჯაკა, იანჩკე, კრამერი

კუთხური: 9-5; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 20(3)-12(4); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 23 200

ბაიერნი-შალკე 5:1

გოლები: 1:0 ალაბა (3), 2:0 რობენი (15), 3:0 მანჯუკიჩი (24), 4:0 რობენი (28), 4:1 რაფინია (64-საკ. კარში), 5:1 რობენი (77-პენ)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ხავი მარტინესი, დანტე, ალაბა - ტ. კროოსი, შვაინშტაიგერი (77. ჰოიბერგი) - რობენი (84. კონტენტო), გიოტცე (70. პისარო), ტიაგო ალკანტარა - მანჯუკიჩი.

შალკე (4-1-4-1): ფერმანი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, კოლაშინაცი - ნოიშტედტერი - ფარფანი, კ. ბოატენგი, გორეტცკა (28. ფუხსი), დრაქსლერი (78. ჰუგლანდი) - ჰუნტელაარი.

გაფრთხილება: ტიაგო ალკანტარა

გაძევება: პაპადოპულოსი (76. შალკე)

კუთხური: 14-4; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 22(12)-10(4); ბურთის ფლობა: 76%-24%.

მაყურებელი: 71 000

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 6:2

გოლები: 1:0 რობერტო ფირმინო (4), 1:1 დოსტი (15), 2:1 ზიულე (37), 3:1 მოდესტე (39), 4:1 მოდესტე (43), 4:2 პერიშიჩი (76), 5:2 სალიჰოვიჩი (82-პენ), 6:2 შიპლოკი (86)

ჰოფენჰაიმი (4-3-1-2): კასტეელსი - ფ. ჯონსონი (87. ტოლიანი), შტრობლი, ზიულე, ბეკი - რუდი, პოლანსკი, სალიჰოვიჩი - რობერტო ფირმინო (88. კარამანი) - ფოლანდი, მოდესტე (73. შიპლოკი).

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე (80. ოლიჩი), როდრიგესი - მედოიევიჩი (46. დ. კალიჯური), ლუის გუსტავო - არნოლდი, დე ბრუინი, პერიშიჩი (84. ოხსი) - დოსტი.

გაფრთხილება: კნოხე, ლუის გუსტავო

გაძევება: ტრეში (81. ვოლფსბურგი)

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17(12)-6(5); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 24 519

აინტრახტი-შტუტგარტი 2:1

გოლები: 0:1 ჰარნიკი (31), 1:1 როზენტალი (80), 2:1 ა. მაიერი (89)

აინტრახტი (4-2-2-1-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, მადლუნგი, ოჩიპკა (65. ჯაპკა) - რუსი, ფლუმი (91. ვაისი) - აიგნერი, ბარნეტა - ა. მაიერი - ხოსელუ (46. როზენტალი).

შტუტგარტი (4-1-2-1-2): ულრაიხი - შვააბი, რიუდიგერი, ნიდერმაიერი, გ. საკაი - გენტნერი - ლაიტნერი, ბოკა (91. ტრაორე) - მაქსიმი (81. რ. ხედირა) - კაკაუ (85. ტი. ვერნერი), ჰარნიკი.

გაფრთხილება: ს. იუნგი - ნიდერმაიერი

კუთხური: 8-5; ჯარიმა: 23-16; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 13(6)-13(4); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 43 200

ბომბარდირები: 15 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 14 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი); 11 - იოზიპ დრმიჩი (ნიურნბერგი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი).

მომდევნო ტური

8 მარტი:

შალკე-ჰოფენჰაიმი, გლადბახი-აუგსბურგი, შტუტგარტი-ბრაუნშვაიგი, ჰანოვერი-ლევერკუზენი, ვოლფსბურგი-ბაიერნი, ჰამბურგი-აინტრახტი, ნიურნბერგი-ვერდერი

9 მარტი:

ფრაიბურგი-დორტმუნდი, მაინცი-ჰერტა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ასეც ხდება - "სიტი" პრემიერ ლიგაში ბოლო 2 თვეში ყველაზე ცუდი კლუბია
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
საბა კვირკველიამ ვიტსელსა და პატოს გასაქანი არ მისცა [VIDEO]
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
ჩემს ფულს არ შეეხონ, ხელფასი არ შემიმცირონ - კვირკველიას თანაგუნელმა თავი სასაცილო ვითარებაში ჩაიგდო
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
"ლოკომოტივის" გულშემატკივრებმა საბა კვირკველია საუკეთესო სამეულს მიღმა დატოვეს
შერიგება ერთი პირობით - გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნი" წინ უკვე 16 ქულით გაიჭრა [VIDEO]
ლევანდოვსკი "ბარსელონაში" კიდევ 1 წლით დარჩება
"ბარსა" ლევანდოვსკის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, თუმცა...
შალკე VS რეალი - შესაძლებლობების 120 პროცენტი!
გვარდიოლა ზაფხულში "სიტიდან" წასვლას გეგმავს
კლუბი ფოკუსში - "შალკე": იენს კელერის რევოლუცია
სიომინი ფარფანს: არ იდარდო, "ლოკომოტივში" კვარაცხელიაც დაიწუნეს
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
კოპა ამერიკა: ბრაზილიას 3 გოლი არ ჩაუთვალეს და ვერ მოიგო [VIDEO]
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელობაზეა ნომინირებული - როგორც უნდა მისცეთ ხმა ქართველ ვარსკვლავს
"ბარსელონა" ლევანდოვსკის კონტრაქტს გაუხანგლძრივებს, მაგრამ ახალ ფორვარდსაც დაიმატებს
კვირკველიას თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"რეალთან" და "ინტერთან" ლევანდოვსკის გარეშე? - "ბარსელონაში" პასუხი მალე ეცოდინებათ
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
ბაიერნი-შალკე 5:1: სამახსოვრო ბურთი რობენების ოჯახში [VIDEO]
"კეინი თუ ლევანდოვსკი?" - კომანმა არჩევანი გააკეთა
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
მწვრთნელები. ბუნდესლიგა: პეპი "ბარსელონადან"
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის შეჯამება: ორმაგი ბრძოლა ბომბარდირობისთვის