ანჩელოიტიმ მიზანში ტოტენჰემი ამოიღო

მორიგი თამაშის წაგების შემდეგ „ჩელსის“ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აღიარებს, რომ კვირას, ლონდონურ დერბიში, ფავორიტი მისი გუნდი კი არა, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ იქნება. მოგეხსენებათ, ოთხშაბათს „ლურჯებმა“ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელთან“ სტუმრად 1:0 წააგეს, თუმცა ამან პლეი-ოფის ეტაპზე გასვლაში ხელი ვერ შეუშალა. მატჩის შემდეგ ანჩელოტი გულდამძიმებული ჩანდა:

„მარსელში ნავსიანი პერიოდის დასრულება შეგვეძლო. საამისოდ ზედგამოჭრილი მომენტი გახლდათ, მაგრამ ის ხელიდან გავუშვით, რადგან ვერ მოვიგეთ. მეტიც, ვერ მოვიგეთ არა იმიტომ, რომ იღბალმა ზურგი გვაქცია, არამედ იმიტომ, რომ ცუდად ვითამაშეთ. სხვა რა გზაა, წინ უნდა ვიყუროთ და მომავალზე ვიფიქროთ.

ახლა, კვირასაც დიდებული შესაძლებლობა გვეძლევა. ჩვენ ტოპ-გუნდს, „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ვხვდებით და ყველა დარწმუნებულია, რომ ის დაგვამარცხებს. თუმცა, პირადად მე უიმედოდ არ ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩვენს გუნდში ბევრი ძლიერი პიროვნება თამაშობს. თავადაც კერკეტი კაკალი გახლავართ და პრობლემის რაც შეიძლება მალე გამოსწორებას ვაპირებ. ჩემი ფეხბურთელებიც იმავე ჭკუაზე არიან“.

სტატისტიკა ასეთია: „ჩელსის“ ბოლო 8 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული და მეტოქეთა კარში 5 გოლზე მეტის გატანა ვერ მოახერხა. ანჩელოტიმ დასძინა:

„მინდა ჩემმა გუნდმა ამიერიდან ყველაფერი სწრაფად გამოასწოროს. რატომღაც, საკუთარი თავის რწმენა შეგვერყა და ეს გახლავთ დასაძლევი. რაც მთავარია, არ უნდა ავღელდეთ. ყველაზე ცუდი პერიოდი განვლილია. „მარსელთან“ საშინლად მაინც არ გვითამაშია. საშინელება „სანდერლენდის“ წინააღმდეგ და „ევერტონთან“ მეორე ტაიმში გადაგვხდა“.

მარსელში დაშავდა ჟოზე ბოსინგვა, რომელიც „ტოტენჰემთან“ ვერ ითამაშებს. მწვრთნელმა ბრძანა:

„ბოსინგვას ორთავა კუნთის პრობლემა აქვს. მას „ტოტენჰემთან“ დასვენება მოუწევს. სამაგიეროდ გუშუნ ფრენკ ლემპარდმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვნახოთ, ვის დავეყრდნობით და ვის არა, უახლოეს ორ დღეში გამოჩნდება“.

ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია