ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებისა და "ვესტ ჰემ იუნაიტედის" ნიჭიერი და ჭირვეული ტალანტი ისევ შარშია

ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებისა და "ვესტ ჰემ იუნაიტედის" ნიჭიერი და ჭირვეული ტალანტი რაველ მორისონი ისევ შარშია. მისი პრობლემები რაველის ბოლეროსავით "პროგრესირებადია" და ნელ-ნელა კულმინაციას უახლოვდება.

ჯიმ მორისონის არ იყოს, რაველს ქალებთან აქვს პრობლემური ურთიერთობა. საქმე ის არის, რომ ამჯერად მას ექსსაყვარელისადმი მუქარა ბრალდება, აქაოდა - მჟავას შეგასხამ სახეში, შენც მოგკლავ და დედაშენსაც, სახლსაც აგიფეთქებო...

სასამართლო პროცესი 26 იანვარს გაიმართება.

თავად 21 წლის მორისონი, რომელიც წარმოშობით მანჩესტერელია, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ უკვე თვეებია, მის ყოფილ მეგობარ გოგონასთან, 19 წლის რეა მანსურთან და დედამის პარვეენთან კონტაქტი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ივლისში მორისონი გაამართლეს, როდესაც მას ყოფილი საყვარელისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ბრალდებოდა. სამაგიეროდ, იგი დაისაჯა ჰომოფობიური კომენტარისთვის, რომელიც საკუთარ "ტვიტერზე" გამოამზეურა.

მორისონი ახლა უელსში ცხოვრობს, რადგან "ჩაქუჩების" თავკაც სემ ალარდაისს იგი "კარდიფში" ჰყავს განათხოვრებული. რაველიც ამბობს, მანჩესტერში საკმაო ხანია, არ ვყოფილვარ და არც არაფერი დამიშავებიაო.

ბრძენმა სერ ალექს ფერგიუსონმა, როგორც ჩანს, შენიშნა, რომ მორისონი ზედმეტად "ძნელად აღსაზრდელი ბავშვი" იყო და 2012 წლის იანვარში იგი 650 ათას ფუნტად "ვესტ ჰემს" მიჰყიდა. თუმცა "ჩაქუჩების" თავკაცი დიდი სემი მას ასევე "იშორებს" ხოლმე და ხან სად ანათხოვრებს და ხან სად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ლონდონის დერბი: ფეხბურთია თუ ამერიკული ფეხბურთი?
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ლუი ვან გაალი: ვინ არის პრიმიტიული, მე?
"ძნელად აღსაზრდელი ბავშვი" - რაველ მორისონის აღსარება
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
სლავენ ბილიჩი "ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელია
ვინ არის იდეალური მწვრთნელი, ბრიტანელი ფეხბურთელების აზრით
ჟოზე მოურინიო: "ჩელსის" წინააღმდეგ შეთქმულებაა
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
ახალი კონტრაქტი რაველ მორისონს - "ვესტ ჰემს" ტალანტი მოსწონს
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა