ენტონიმ ყოფილ გუნდს მოუგო
"ნიუ იორკ ნიქსმა", როგორც იქნა, შეწყვიტა შვიდმატჩიანი წაგებათა სერია. მისი მსხვერპლი გახდა კარმელო ენტონის ყოფილი გუნდი "დენვერ ნაგეტსი".

პირველივე მეოთხედიდან ცხადი გახდა, რომ "ნიუ იორკი" შეუტევდა და დაცვაზე არ იფიქრებდა. მასპინძლებმა ცხრიდან ექვსი სამქულიანი მიიღეს საკუთარ ფარში, მაგრამ შეძლეს პასუხის გაცემა - 31:31 პირველი 12 წუთის შემდეგ. მეორე მეოთხედში "ნიქსმა" იგივე შედეგიანობა აჩვენა, "ნაგეტსი" კი თითქოს ვიღაცამ დაწყევლა - ტაი ლოუსონმა ბოლო წამზე ჩააგდო და ეს იყო ამ მეოთხედში სტუმრების ერთადერთი ზუსტი ტყორცნა თამაშიდან.

მესამე მეოთხედის შუაში "ნიუ იორკი" 25 ქულით იგებდა და სწორედ აქ "დენვერმა" მოულოდნელად 25:10 გაქცევა შეძლო და მეოთხე მეოთხედის სტარტისთვის სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ "ნიქსმა" არ დაუშვა მორიგი ფიასკო საკუთარ მოედანზე და მაშინვე უპასუხა მეტოქეს 13:3 სპურტით. "დენვერმა" ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ წააგო.

ნიუ იორკი-დენვერი 109:93

31:31, 31:8, 24:35, 23:19

ნ-ი: ენტონი (28+9 მოხსნა), სმიტი (28).

დ: აფლალო (18), ლოუსონი (17+9 პასი), ფარიდი (16+9 მოხსნა), ჩენდლერი (11), არტური (10).

კოშმარული თამაში გაიმართა ოკლაჰომა-სიტიში, სადაც ანტირეკორდებს თვლა არ ჰქონდა "თანდერისა" და "ჰიუსტონ როკეტსის" შეხვედრაში. მაგალითად, მასპინძელმა გუნდმა 65 ქულა დააგროვა და ეს საკლუბო ანტირეკორდის გამეორება იყო. "ოკლაჰომამ" ტყორცნების 29.4 პროცენტი მოათავსა კალათში.

კიდევ უფრო დაბალი პროცენტი ჰქონდა "ჰიუსტონს" - 28.8 და მაინც მოიგო. ის გახდა პირველი გუნდი 2000 წლის შემდეგ, რომელმაც ასეთი სიზუსტის მიუხედავად, გაიმარჯვა რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, ხოლო 69 ქულით ბოლოს NBA-ში მოგება 2005 წელს დაფიქსირდა.

ასევე უნიკალური შედეგია მატჩის მოგება 11 შედეგიანი გადაცემით. "ჰიუსტონი" შემდეგ შეხვედრას "მემფისის" წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს და 10 მატჩში ცხრა აქვს მოგებული.

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 65:69

19:24, 14:18, 18:9, 14:18

ო: ჯექსონი (15+11 მოხსნა), ტომასი (15), იბაკა (10+6 მოხსნა+5 დაფარება).

ჰ: ჰარდენი (19+9 მოხსნა+5 პასი), ჰოვარდი (12+9 მოხსნა), ბევერლი (12+8 მოხსნა), არიზა (11).

მორიგი სამარცხვინო მატჩი ჩაატარა "ლეიკერსმა" და სეზონში მეორედ განადგურდა "გოლდენ სტეიტთან". ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბაირონ სკოტის გუნდმა საერთოდ არ იცის დაცვა - არც ფარქვეშ და არც პერიმეტრზე. იოლი მატჩი ჰქონდათ "უორიორზის" სნაიპერებს, რომლებმაც 28 სამქულიანი ესროლეს და ნახევარი კალათში მოათავსეს.

"ლეიკერსის" თამაშიდან მეორე შთაბეჭდილება ის არის, რომ ამ გუნდს არ აინტერესებს მატჩების მოგება და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, როგორმე კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი ლიდერის, კობი ბრაიანტის სტატისტიკა. ლეგენდამ 34 სროლიდან 15 მოათავსა კალათში და 44 ქულა დააგროვა.

საქმისადმი ამგვარი მიდგომა, უბრალოდ, საკუთარი გულშემატკივრების უპატივცემულობაა. შედეგი კი ის არის, რომ "ლეიკერსს" თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი სტარტი გამოუვიდა.

კობი ბრაიანტს დავუბრუნდეთ. 44 ქულის დაგროვებით "ლეიკერსის" მცველმა 121-მდე აიყვანა მატჩების რაოდენობა, როცა ის მინიმუმ 40 ქულას აგროვებდა. უფრო ხშირად ეს ზღვარი უილტ ჩემბერლენმა (271) და მაიკლ ჯორდანმა (173) გადალახეს.

არ უნდა გამოგვრჩეს "გოლდენ სტეიტის" ლიდერის, სტივ კარის მიღწევაც. მან 30 ქულა და 15 შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში და ასეთი სტატისტიკა ბოლო ორ სეზონში მეხუთედ დააფიქსირა. მსგავსი მიღწევით ლიგის ვერც ერთი კალათბურთელი ვერ დაიკვეხნის: კრის პოლს მხოლოდ ორი ასეთი მატჩი ჰქონდა, ტაი ლოუსონსა და რენდი ფოიეს - თითო-თითო.

ლეიკერსი-გ. სტეიტი 115:136

23:34, 32:40, 24:41, 36:21

ლ: ბრაიანტი (44), ჰილი (15+11 მოხსნა), დევისი (10+6 მოხსნა+3 დაფარება), საკრე (10), კლარკსონი (10).

გ-ს: კარი (30+15 პასი), სპეიტსი (24+9 მოხსნა), ტომპსონი (18+3 მოხსნა), ბოგუტი (15+10 მოხსნა), ბარნსი (14), გრინი (10+8 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"დენვერი" კარმელოს გუნდში დაბრუნებას გეგმავს
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
NBA. პლეი ოფი: კარი დაბრუნდა და... ისევ დაიმტვრა
ლებრონი ტრავმირებულია - "ოკლაჰომამ" "ლეიკერსი" მეორედ დაამარცხა [VIDEO]
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კარმელოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
კობი ბრაიანტი ყველაფრისთვის მზადაა
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
სეზონის პირველი დიდი სენსაცია - "ლეიკერსი" პლეი-ოფში ვეღარ გავა [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
"ᓚᓔᓘᓙᓔᓠᓡᓘ" ᓑᓐᓘᓔᓠᓝᓜ ᓡᓙᓝᓢᓡ ᓩᓐᓐᓑᓐᓠᓔᓡ
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
ამერიკის ნაკრებში 27 კალათბურთელი უნდა გაისინჯოს
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]