ვლადიმირ კლიჩკო აპრილში იჩხუბებს
სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ვლადიმირ კლიჩკოს მენეჯერმა ბერნდ ბენტემ განაცხადა, რომ მისი კლიენტის მომდევნო ორთაბრძოლა 2015 წლის მარტში ან აპრილში გაიმართება.

მენეჯერის სიტყვებით, უკრაინელის მეტოქე შეიძლება გახდეს უაილდერ-სტივერნს ან ჩისორა-ფიურის ბრძოლებში გამარჯვებული; აგრეთვე, ამერიკელი ბრაიანტ ჯენინგსი.

"ვლადიმირთან ბრძოლის კანდიდატია ჯენინგსი; ასევე, სტივერნსა და უაილდერს შორის ბრძოლაში გამარჯვებული, - ამბობს ბერნდ ბენტე. - ჩვენი მიზანია WBC-ის ტიტულის დაბრუნება კლიჩკოების ოჯახში. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის იჩხუბებენ სტივერნი და უაილდერი.

სავარაუდოდ, ეს მოხდება იანვარში ან თებერვალში. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ თარიღებზე ვიყოთ დამოკიდებულნი, რადგან ვლადიმირის მორიგ ბრძოლას მარტში ან აპრილში ვგეგმავთ. ადგილი უკვე შერჩეულია - ეს არის გერმანია. ახლა რჩება მეტოქის არჩევა და ტელეკომპანიებთან შეთანხმება.

ასევე, არ გამოვრიცხავთ მეტოქედ ჩისორასა და ფიურის შორის გამარჯვებულს. ეს ბრძოლა შეიძლება გაიმართოს ინგლისში ან გერმანიაში. ამ შეხვედრის სასარგებლოდ ლაპარაკობს ის, რომ გამარჯვებული ამ თვის ბოლოს გაირკვევა. შენონ ბრიგსთან ბრძოლა არ განიხილება, მაგრამ მომავალში არ შეიძლება ამ ვარიანტის მთლიანად გამორიცხვა".

როგორც იცით, შაბათს ვლადიმირ კლიჩკომ მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ბულგარელი კუბრატ პულევი. ირკვევა, რომ ბრძოლის შემდეგ ბულგარელი მოკრივე კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმები ეჭვობდნენ ყვრიმალის ძვლის მოტეხილობასა და ტვინის შერყევას. საბედნიეროდ, პულევმა აიცილა თავიდან სერიოზული ტრავმები.

"საავადმყოფოში ღამის სამის ნახევრამდე ვიყავით, - ამბობს პულევის მენეჯერი კრის მაიერი. - გამოკვლევამ არაფერი აჩვენა. მოტეხილობა არ არის, არც სისხლჩაქცევა ტვინში, მხოლოდ მცირე შერყევა. მალე პულევი სოფიაში გაემგზავრება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
დიდი როტაციით "მეცთან" - ითამაშებს კვარაცხელია?
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ლოჩოშვილმა პენალტი აიკიდა - "ნიურნბერგი" სტუმრად "ბოხუმს" ფრედ ეთამაშა
როცა დუმილი ოქროა - ლუის ენრიკეს რეაქცია ვინისიუსთან დაკავშირებულ რასისტულ სკანდალზე დასმულ კითხვაზე
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
ცნობილი გახდა ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "მეცთან"
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ჩილავერტი მბაპეზე და ვინისიუსზე: ნორმალური არ რის, როცა მამაკაცი ტრანსვესტიტთან ცხოვრობს - "რეალის" ფეხბურთელების 90% შავკანიანია, მათ რატომ არასოდეს არ აქვთ პრობლემები?
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
დიდი ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო კრივში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზნით აპირებს
ვლადიმირ კლიჩკო: 3 წლის წინ ჯოშუას მოვაგებინე, დავინდე ბავშვი
ჯოშუა პულევს "არსენალის" სტადიონზე შეხვდება
ენტონი ჯოშუა ჩემპიონობას კუბრატ პულევთან დაიცავს
იაგო კილაძე ვლადიმირ კლიჩკოს ჯენინგსთან ბრძოლისთვის მაიამიში მოამზადებს
ენტონი ჯოშუა: სიმართლეს ვიტყვი, პულევი ჩემი დონის არ არის, მხოლოდ ფიურიზე ვფიქრობ
Boxing News-მა დეკადის საუკეთესო ბრძოლა დაასახელა
პულევი: სავარაუდოდ, ჯოშუასთან ბრძოლა წლის ბოლოს გაიმართება
მოკრივე, რომელმაც ბრძოლის დროს საკუთარ თავს გაარტყა, ჩემპიონი გახდა, განარკომანდა და 22 თებერვალს ისევ ტიტულზე იჩხუბებს [VIDEO]
"მეც ჯორჯ ფლოიდი ვარ" - კლიჩკო აშშ-ის ამბებს ბუნდოვნად გამოეხმაურა
უსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
ვლადიმირ კლიჩკომ 5 რაუნდი იკმარა [VIDEO]