ტინა მაზემ მოტივაცია დაკარგა
გასულ უქმეებზე მსოფლიოს თასის გათამაშება ფინეთის კურორტ ლევიში გაგრძელდა - სეზონში პირველად გათამაშდა პირველობა სპეციალურ სლალომში.

ჰენრიკ კრისტოფერსენი - ამ სახეობის ამომავალი ვარსკვლავია. გასულ სეზონში 20 წლის ნორვეგიელმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს თასის ეტაპებზე; აგრეთვე, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა სოჭის ოლიმპიადაზე. ახლა კი ლევიში მოგებით პრეტენზია გამოაცხადა წელს სლალომში ბროლის მცირე გლობუსის მოპოვებაზე.

კრისტოფერსენს გამარჯვება მოუტანა აბსოლუტურად საუკეთესო მეორე ცდამ, რის წყალობითაც გაუსწრო მსოფლიოს თასის მოქმედ გამარჯვებულს, ავსტრიელ მარსელ ჰირშერს.

ამ უკანასკნელმა ორივე ცდა უშეცდომოდ შეასრულა და ფინიშის შემდეგ გაკვირვებას ვერ მალავდა თავისი მეორე ადგილით. კრისტოფერსენთან ორი ცდის ჯამში ავსტრიელმა 12 მეასედი წამი წააგო. მაგრამ ნორვეგიელთან მარცხის მიუხედავად, ჰირშერმა გაიმყარა ლიდერობა მსოფლიოს თასის ჩათვლაში. შეგახსენებთ, რომ მარსელმა წინა თვეში მოგებით გახსნა სეზონი ავსტრიის ზოლდენში, როცა გიგანტურ სლალომში გაიმარჯვა.

სამეულში მოხვდა სლალომის კიდევ ერთი ოსტატი, გერმანელი ფელიქს ნოიროიტერი, რომელმაც გამარჯვებულთან 31 მეასედი წამი წააგო.

გასულ ზამთარს ტინა მაზემ განაცხადა, რომ სამთო-სათხილამურო სპორტში გამოსვლის მოტივაცია დაკარგა. როგორც ჩანს, ახლა ამ მხრივ მას ყველაფერი წესრიგში აქვს. ლევიში ტინამ მსოფლიოს თასის ეტაპებზე 24-ე გამარჯვება მოიპოვა.

სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული ორი ოქრო რომ არა, სლოვენიელისთვის შარშანდელი სეზონი ჩავარდნილი იქნებოდა. მაგრამ დღეს მაზეს მტკიცედ აქვს დაგეგმილი ბროლის დიდი გლობუსისთვის ბრძოლა. ფინეთში დამაჯერებლად მოგებული სლალომი ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი იყო. მაზემ პირველივე ცდაზე აბსოლუტურად საუკეთესო დრო აჩვენა და უპრობლემოდ შეინარჩუნა უპირატესობა მეორე დაშვების შემდეგ.

"სეზონებს შორის შესვენებისას ყველაზე დიდი ყურადღება სლალომს მივაქციე და მოხარული ვარ, რომ ეს მონდომება პირველივე რბოლაში დამიფასდა", - თქვა ფინიშის შემდეგ ტინამ.

ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა ზოლდენში მოიგო გიგანტური სლალომი, მაგრამ ლევიში თავის საყვარელ სლალომში მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა. თუმცა ეს ჩავარდნა მაინც არ ართმევს 19 წლის ამერიკელს ამ დისციპლინაში ფავორიტის სტატუსს. შეგახსენებთ, რომ სლალომში მას უკვე ბროლის ორი მცირე გლობუსი აქვს მოპოვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ტინა მაზე - სილამაზე თხილამურებზე
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: მაზეს კოლექცია იზრდება
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ტინა მაზე კოლექციას აგროვებს
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: დარჩა მხოლოდ ფინალი
სამთო თხილამურები: ტინა მაზე სეზონს გამოტოვებს
სპორტული ოსკარები: აკადემიამ ნომინანტები დაასახელა