"წმინდანების" სასწაული და მათი შემოქმედნი
შეუძლებელია, ფეხბურთის გულშემატკივარი მიმდინარე სეზონში "საუთჰემპტონის" თამაშით არ აღფრთოვანდეს. "წმინდანების" რიგები ამ ზაფხულს ლამის დაიცალა. მათგან ყველა ჩავარდნას ელოდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა.

საინტერესოა "შიდა სამზარეულოდან" დეტალების გაგება, რაშიც ჩვენ რაიან ბერტრანი დაგვეხმარება - ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა, ბევრისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ ამ ფორმაციის "საუთჰემპტონის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა

მოგზაური მარცხენა ფლანგიდან

რაიან დომინიკ ბერტრანი სულ მოძრაობაშია, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მარცხენა მცველი მუდამ წინ და უკან დარბის და კარიერის მხრივაც, თითქმის ყველა სეზონს სხვადასხვა გუნდში ატარებს.

ბერტრანი "ჯილინგემმა" აღზარდა, ხოლო 2005 წელს იგი "ჩელსიმ" შენიშნა და თავისთან წაიყვანა. თუმცა ლონდონელთა რიგებში ამ წლების განმავლობაში მას მხოლოდ 28 პრემიერლიგური მატჩი აქვს ჩატარებული. იგი ამჟამად "საუთჰემპტონშია" განათხოვრებული, იქამდე კი "ბორნმუთში", "ოლდემში", "ნორვიჩში", "რედინგში", "ნოტინგემსა" და "ასტონ ვილაში" გახლდათ.

მიმდინარე ჩემპიონატში ბერტრანი ისე კარგად თამაშობს, როგორც ჩანს, განვითარების შემდეგ საფეხურზე აინაცვლა. შესაძლოა, ყველას კარგად დავარცხნილი გრაციანო პელეს გოლები, დუშან ტადიჩის პასები, შეინ ლონგის შრომა, სადიო მანეს მოუსვენრობა, ვიქტორ ვანიამას უხეში ქარიზმა, მორგან შნედერლენის საიმედოობა უფრო ხვდება თვალში და რონალდ კუმანის "წმინდანების" საუცხოო თამაშს ამას "ვაბრალებთ", მაგრამ სინამდვილეში ბერტრანის წვლილი ამ ყველაფერში საკმაოდ დიდია.

რაიანი ფლანგიდან ბრწყინვალედ ერთვება შეტევებში, სახიფათო პასებს არიგებს, უშუალო მოვალეობასაც კარგად ასრულებს და გოლის გატანაც კი შეძლო. "საუთჰემპტონი" ბერტრანის მე-7 დროებითი გუნდია, "სენტ მერიზე" იგი უმაღლეს დონეზე სისტემატური სათამაშო პრაქტიკისთვის გადავიდა - მიზანი მიღწეულია.

"ქვეყნის გარშემო მოგზაურობა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ბევრი ადგილი ვნახე, გამოცდილება დავაგროვე. სიმართლე ითქვას, არ მესმის, ჩემი პროფესიის ზოგი წარმომადგენელი რატომ წუწუნებს ხოლმე, მოგზაურობა და მუდამ სხვადასხვა ადგილას ყოფნა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. უშუალოდ "საუთჰემპტონში" კი თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ფანტასტიკური კლუბია, კარგი ხელმძღვანელობითა და ფეხბურთელებით. მოვიხიბლე მთლიანად ქალაქით და ფანებითაც, რომლებიც ძალიან კეთილგანწყობილნი არიან" - თქვა ბერტრანმა.

წასულების მოგონება

"საუთჰემპტონი" 11 ტურის მერე დამაჯერებლად არის მეორე ადგილზე. ეს, მიუხედავად იმისა, რომ წავიდა მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, კლუბი დატოვეს შემდეგმა ფეხბურთელებმა - ლუკ შოუმ, ადამ ლალანამ, რიკი ლამბერტმა და დეიან ლოვრენმა, ხოლო ლიდერი ჯეი როდრიგესი ტრავმირებულია. ბერტრანს ეს წარმატება თურმე, სულაც არ აკვირვებს:

"ფანტასტიკურად დავიწყეთ და ბევრის გაოცება გამოვიწვიეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზია. პირველსავე დღეს შევამჩნიე, რა მაღალი დონის ფეხბურთელებით იყო გუნდი დაკომპლექტებული და თავიდანვე მჯეროდა, რომ კარგი შედეგების ჩვენება შეგვეძლო. როგორც ხედავთ, წასული ფეხბურთელების ნოსტალგია არ გვაწუხებს" - ამბობს ბერტრანი.

მწვრთნელები

კევინ ბონდი, ჯონ შერიდანი, გლედ რიოდერი, ბრაიან განი, ბრენდან როჯერსი, ბრაიან მაკდერმოტი, ბილი დევისი, კარლო ანჩელოტი, ანდრე ვილაშ-ბოაში, რობერტო დი მატეო, რაფაელ ბენიტესი, ჟოზე მოურინიო, პოლ ლამბერტი - ეს იმ მწვრთნელების ჩამონათვალია, რომლებთანაც ბერტრანს აქამდე უმუშავია. რონალდ კუმანი კი მე-14 სპეციალისტია, რომლის შეგირდადაც იგი გვევლინება და ჯერჯერობით თავკაცით კმაყოფილია, ისევე, როგორც ჰოლანდიელი თავისი ფეხბურთელით.

"იგი საკმაოდ მშვიდია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჩვენს მოტივირებაში. კუმანზე ყველაზე უკეთ მისი სათამაშო და სამწვრთნელო კარიერა მეტყველებს. მართლაც შემართულია და მოკრძალებული, კარგი და სასიამოვნო ადამიანია" - თქვა ბერტრანმა.

რაიანი შეტევებში აქტიურად ერთვება, მაგრამ გოლები იშვიათად გააქვს. მან იხუმრა კიდეც, კუმანმა იქნებ სხვადასხვა ხრიკი მასწავლოს, როგორ უნდა გავიტანო უფრო მეტი და ისეთივე წარმატებული გავხდე წინა ხაზზე, როგორიც თავად იყოო:

"სანამ გადმოვიდოდი, კარგი გასაუბრება გვქონდა. კუმანი მელაპარაკა მის სათამაშო სტილზე და ჩვენი ხედვები დაემთხვა. ის რეალურ შანსს მაძლევს, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. მწვრთნელს მოსწონს, როდესაც ფლანგის მცველები შეტევებში აქტიურად მონაწილეობენ და სახიფათო გადაცემებს აკეთებენ. დაცვაშიც დაუღალავად ვშრომობთ, რაზეც ის მეტყველებს, რომ ცოტა გოლი გვაქვს გაშვებული." - განმარტა ბერტრანმა.

პელე და ტადიჩი კიდევ მოუმატებენ

გრაციანო პელე და დუშან ტადიჩი შესაძლოა, არც ისე ცნობილები იყვნენ, მაგრამ ახლა თითქმის ყველა მათზე ლაპარაკობს. იტალიელის აქტივში 11 ტურის მერე 6 გოლი და 2 საგოლე პასია, ხოლო სერბმა 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთიც თავად გაიტანა.

"ისინი ძალიან კარგები არიან და ბრწყინვალედ თამაშობენ. შესაძლოა, ზოგი მათ თვალყურს არ ადევნებდა, მაგრამ ჰოლანდიაში ფანტასტიკური სტატისტიკა ჰქონდათ. შესაძლოა, პრემიერლიგაში უფრო უკეთაც გამოიყურებიან. მათ კიდევ უფრო შთამბეჭდავად ათამაშებას ველოდები." - ამბობს ბერტრანი.

პელე, რომელმაც "საუთჰემპტონში" კარგი თამაშის წყალობით უკვე ნაკრებში მიწვევაც დაიმსახურა და "სკუადრა აძურას" მაისურით გოლის გაიტანაც მოასწრო, ყოველთვის კარგი ვარცხნილობით და ბრიოლინით შელამაზებულ-დაყენებული თმით გამოირჩევა; გრაციანო გრაციოზულია, მაგრამ ბერტრანის თქმით, გრაციანო აბსოლუტურად ჩვეულებრივი ბიჭია, არც ქედმაღალია და არც "მარიაჟი" და ვიზუალურ მხარეს იმდენ დროს სულაც არ უთმობს, როგორც ბევრს ჰგონიაო.

ჩემპიონთა ლიგა: წარსული და მომავალი

სხვათა შორის, ბერტრანს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი 2012 წელს ჰქონდა - ფინალში, სადაც მისმა "ჩელსიმ" პენალტების სერიაში "ბაიერნს" მოუგო, რაიანმა მინდორზე შეაბიჯა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასიც აღმართა. ამ შეჯიბრებაზე "წმინდანების" მოხვედრა მას სავსებით რეალურად მიაჩნია.

"ბოლო მომენტში გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი და ფინალში თამაში მომიწევდა. სიმართლე ითქვას, არ ვნერვიულობდი. ჩემი ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი ბილ დევისი, რომელიც "ნოტინგემში" ყოფნისას მავარჯიშებდა, სულ გვიყვიროდა - ითამაშეთ, იფიქრეთ თამაშზე და არა მიზეზსა და შანსზე - თავში ეს სიტყვები მიტრიალებდა და მობილიზებული ვიყავი. მატჩთან დაკავშირებით ყველაფერი დეტალურად მახსოვს, მაგრამ ჩანაწერი მას მერე არ მინახავს, ზუსტად არ ვიცი, რატომ. ალბათ, მაშინ ვნახავ, როდესაც კარიერას დავასრულებ.

ამ მიღწევას პატივს ვცემ და მახარებს, მაგრამ არ მინდა, მხოლოდ ამის გარეშე ვიტრიალო, რადგან წინ კიდევ არაერთი სეზონი და ბევრი ტურნირია. ჩვენ ყველა შეჯიბრებაზე წარმატებას ვგეგმავთ და ვუმიზნებთ. იგივე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სავსებით რეალურად მიმაჩნია და უნდა დავამტკიცოთ, რომ ასეა" - თქვა ბერტრანმა.

მძიმე პერიოდი და გენერალური გამოცდა

"საუთჰემპტონისადმი" სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები დიდი ინტერესით ელიან უახლოეს ორთვიან მონაკვეთს. საქმე იმაშია, რომ პრემიერლიგის უახლოეს 10 მატჩში "სენტ მერის" ბინადრები შეხვდებიან "ევერტონს", "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის" და ორ-ორჯერ "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს", ანუ უახლოესი 10 ტურიდან 7-ში "წმინდანებს" ძალიან რთული ბრძოლები ელით.

რაიან ბერტრანი კი თავდაჯერებას არც ამ რთული თამაშების წინ კარგავს: "რა თქმა უნდა, ვიაზრებთ, რომ სეზონი ძალიან გრძელია და ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება. ამიტომაც ვმუშაობთ ბევრს. შეხედეთ გუნდებს, თითქმის ყველა კარგავს ქულებს, ჩვენ კი კარგ ფორმაში ვართ და უნდა ვცადოთ, რომ ასევე გავაგრძელოთ და მოგება არ შევწყვიტოთ ".

დოსიე

რაიან დომინიკ ბერტრანი

დაიბადა: 1989 წ. ლონდონი (ბრიტ)

ამპლუა: მარცხენა მცველი

კარიერა: 2006-დან "ჩელსი". იჯარით - ბორნმუთი, ოლდჰემი, ნორვიჩი, რედინგი, ნოტინგემი, ასტონ ვილა, საუთჰემტონი

ინგლისის ნაკრები: 2 თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"არსენალი" დიოკერეშის შეძენას აპირებს
პსჟ-ისთან მარცხის შემდეგ "არსენალმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
სკანდალური მატჩი თურქეთის ჩემპიონატში - "დემირსპორის" ფეხბურთელებმა "გალათასარაისთან" მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს [VIDEO]
[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს
"ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს" - "ალ ჰილალის" მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა
მოურინიო მორიგ დიდ სკანდალშია - რასიზმის ბრალდებით უჩივლეს, თავად კი მსაჯთა ოთახში შევიდა [VIDEO]
"საუდის არაბეთის ჩემპიონატი ნიდერლანებისაზე ძლიერია" - ჟეზუსმა კუმანს უპასუხა
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" 90+9-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა [VIDEO]
დროის გაყვანის ხელოვნება - რაიან ბერტრანის უცნაური აუტი [VIDEO]
"უბრალოდ დავიღალე" - ჟოზე მოურინიო
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ტოვებს? - კამპოსმა ზღაპრული შეთავაზება მიიღო
ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" გამარჯვება ხელიდან 89-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
იტალიის ნაკრები: პელემ შეცდომა აღიარა
მატიას დე ლიხტი ერედივიზიონის წლის ფეხბურთელი გახდა
ტადიჩმა "დორტმუნდს" გაუტანა, მაგრამ კინაღამ პენისის გარეშე დარჩა [PHOTO]
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
ჯოვანი ტრაპატონი: იტალია სწორი გზით მიდის
მოვკვდები და ამ შეცდომას გამოვასწორებ! - ცნობილი საფეხბურთო მონანიებები
შკრინიარი პსჟ-დან "ფენერბაჰჩეში" გადადის
სერბეთის ნაკრების კაპიტანმა დუშან ტადიჩმა LGBT თემისა და უკრაინის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებაზე უარი განაცხადა - საფეხბურთო კავშირი მიზეზს განმარტავს
უსინდისობასაც აქვს საზღვარი - "აიაქსის" კაპიტანი აღშფოთებულია, ჩემპიონობა წაგვართვესო
ჩაკვეტაძე "საუთჰემპტონთან" მატჩში სასტარტოშია
გრაციანო პელე: მჯერა, რომ იტალიის ნაკრებში დავბრუნდები
ჩაკვეტაძემ ისევ ყვითელი ბარათი მიიღო - "უოტფორდი" თასიდან გამოვარდა [VIDEO]
დუშან ტადიჩი შეიძლება "ბარსელონამ" შეიძინოს
"აიაქსის" კაპიტანი დუშან ტადიჩი გახდა
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ჩელსიმ" ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა - ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა
"საუთჰემპტონი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო დღეს გაძლიერდა
პსჟ-სთან შეხვედრამდე "ლივერპულმა" სახლში აუტსაიდერს მოუგო
რონალდო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მართავს - რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?
ჩინელებმა გრაციანო პელე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციეს
რონალდოს გუნდის შეცვლა სურს, თუმცა "იუნაიტედს" სხვა გეგმები აქვს
მიულერმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში განაგრძოს
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
გრაციანო პელე, რომელმაც მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, იტალიის ნაკრებიდან გააგდეს [VIDEO]
იქნება დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ
ჟოზე მოურინიო რაიან ბერტრანს არ ენდობა
ლაპორტამ თქვა, რომ მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს - კუმანმა ახსნა, რატომ არ სჯერა "ბარსელონას" პრეზიდენტის სიტყვების