გაიცანით, მაურიციო არივაბენე
"ფერარიში" 2014 წლის განმავლობაში მეორედ შეიცვალა საჯინიბოს ხელმძღვანელობა - მარკო მატიაჩიმ ეს პოსტი მაურიციო არივაბენეს დაუთმო, რომელიც კომპანია Philip Morris-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. შეგახსენებთ, რომ მატიაჩიმ გუნდის ხელმძღვანელის პოსტზე ლუკა დი მონტეძემოლო შეცვალა, მაგრამ ამ პოსტზე მხოლოდ რვა თვე გაძლო.

"ჩვენ მაურიციო არივაბენეს დანიშვნა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ "სკუდერიასთვის" და ფორმულა 1-ისთვის ამ ისტორიულ მომენტში გვჭირდება ადამიანი, რომელიც "ფერარიში" არსებულ სიტუაციის სრულად იცნობს; ასევე, ესმის მმართველობის სტრუქტურა და სპორტის ამ სახეობის მოთხოვნები.

მაურიციო მრავალი წელია ახლოს არის "სკუდერიასთან", ფორმულა 1-ის კომისიის წევრის რანგში კი კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომლებსაც პერიოდულად ვაწყდებით ხოლმე. ის ყოველთვის იყო ნოვატორული იდეების წყარო, მის საორგანიზაციო გამოცდილებას ამ რთულ ბაზარზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი დაეხმარება გუნდის ხელმძღვანელობასა და მოტივაციის ამაღლებაში.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ მარკო მატიაჩის "ფერარიში" 15-წლიანი მუშაობის გამო. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში", - განაცხადა "ფერარის" პრეზიდენტმა სერჯო მარკიონემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "ესპანიოლი" გაანადგურა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი