ქართველებისთვის ის ფეხბურთელზე მეტი იყო - ჭეშმარიტად სახალხო გმირი, რომლის ფინტები და გოლები თავისუფლების განცდას აღვიძებდა
ეს წერილი 2014 წლის 19 ნოემბერს მომხდარმა ამბავმა გვიკარნახა. მიხეილ მესხს, მისივე სახელობის სტადიონზე ძეგლი გაუხსნეს. იმ დღეს გვერდი-გვერდ იდგნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული საფეხბურთო და პოლიტიკური მოღვაწეები. ეს ფაქტი გვახსენებს, რა მოვლენა იყო საქართველოსთვის მიხეილ მესხი, კაცი, რომელმაც კომუნიზმითა და ათეიზმით დაბნელებულ საბჭოეთში საქართველოში ხალხის გულები გაანათა.

მრავალ ჭირნახულ საქართველოში, რომელსაც ჯერ კიდევ არ განელებოდა 1956 წლის 9 მარტის ჭრილობები, მიხეილ მესხი ქართველებისთვის ფეხბურთელზე მეტი იყო - ჭეშმარიტად სახალხო გმირი, რომლის ფინტები და გოლები ქართველებში თავისუფლების განცდას აღვიძებდა.

გამსახურდიასა და კოსტავას გადაეფარა...

1961 წლის 18 ნოემბერს, ბუენოს აირესში, არგენტინისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებთა შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ორივე გოლი როსტოვის სკა-ს თავდამსხმელმა ვიქტორ პონედელნიკმა გაიტანა. მაგრამ მედიამ მაინც ქართველები გამოარჩია - მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი.

"მესხი საუცხოოდ თამაშობდა. მან თავისი მეურვე სიმეონე დაქანცა. ის ყველაზე მეტად იყო "დამნაშავე" ორ გოლში, რომლებმაც რუსებს მოაგებინა.

მატჩის შემდეგ, წამყვანი არგენტინული კლუბების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ საბჭოელების მარცხენა გარემარბში 50 მილიონ პესოს გადაიხდიდნენ. როგორც კი მსაჯმა საფინალოდ ჩასტვინა, ექსპანსიური ქომაგების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ფეხბურთელებს ეკვეთა", - წერდა ჟურნალი "ელ გრაფიკო".

"პირველად ვნახე ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა", - ეს არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველმა სიმეონემ თამაშის შემდეგ მიხეილ მესხზე თქვა.

"საბჭოთა პერიოდში ჩვენთვის ბედნიერება იყო არა ხუთწლედის გეგმების შესრულება და გარდამავალი დროშის მიღება, არამედ ის წამი, მიშა მესხი ბურთს რომ მიიღებდა", - ეს სიტყვები საქართველოს დამსახურებულ მხატვარს ელგუჯა ბერძენიშვილს ეკუთვნის, რომელიც ძველ 35-ე სკოლაში მესხის თანაგუნდელი გახლდათ.

მან ერთ უცნობი ისტორიაც შემოგვინახა - თავის დროზე, მესხი სახლში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მალავდა. დღეს ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, საბჭოთა კავშირის დროს დისიდენტების შეფარება რას ნიშნავდა...

ჩხუბში უკან არ იხევდა

ფეხბურთის მოყოლა შეუძლებელია, ის საკუთარი თვალით უნდა იხილო. ამიტომ, მიხეილ მესხის მეზობელს, გურამ ჩომახიძეს მოვუსმინოთ, რომელიც "ნახალოვკაში", მიხეილ მესხის მეზობლად იზრდებოდა.

ბატონი გურამი ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტია - მისი გაზრდილები არიან ჯაბა კანკავა, გოჩა ხოჯავა, ზაალ ელიავა, რეზო გეწაძე, სანდრო იაშვილი, გოგი ფიფია, ლაშა ჯაფარიძე. ანუ იმ გუნდის ბირთვი, რომელმაც შემდეგ კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

- მისი უბნელი ვიყავი და ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩემზე 6 წლით უფროსი იყო, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავი - მიშას დეიდაშვილ ზურა პაპიძესთან ვმეგობრობდი.

ის მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი პიროვნება გახლდათ - თავმდაბალი და კეთილი, მეზობლებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე გადაყოლილი კაცი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი. მერე დიღომში გადავიდა, მაგრამ უბანში მოდიოდა, ბიჭებთან ბირჟაზე ჩამოჯდებოდა და ისევე უბრალო იყო, როგორც ბავშვობაში.

საერთოდ არ შეცვლილა. ამიტომაც გვიყვარდა, რომ ჩვენი მეგობარი კაცი მწვერვალებს შეეჭიდა და ცხვირი ერთხელაც არ აუწევია.

განსაკუთრებით, მოჭიდავე ჯემალ შენგელიასთან მეგობრობდა, თავად მიშაც ხომ ჭიდაობდა და ამიტომაც იყო ფიზიკურად ძლიერი. რამე რომ მოხდებოდა, უკან არ იხევდა, ჩხუბში ძალიან მაგარი იყო, სხვათა შორის - რისკიანიც. დიღმის სახლში აუზი ჰქონდა და მეორე სართულიდან ხტებოდა.

ყველას ეხმარებოდა, ფული თუ ჰქონდა - მატერიალურადაც, სიძუნწეს ვერ იტანდა. ხომ იცით, "ნახალოვკა" რა პრობლემური უბანი იყო. მიშას ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, მილიციიდან ბევრი უბნელი გაუთავისუფლებია.

მაშინ ბევრი ოცნებობდა მთავრობაში მოხვედრაზე ან შემოსავლიან სამსახურზე. კარიერის შემდეგ მიშას რა სამსახური არ შესთავაზეს, მათ შორის, ძალიან დიდი თანამდებობებიც. მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა, რადგან სულით ფეხბურთელს ისევ ამ სფეროში დარჩენა სურდა.

საფეხბურთო სკოლის აშენება გადაწყვიტა, რადგან უნდოდა, ქართული ფეხბურთისთვის შემტევი, ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარი თაობები გაეზარდა. ასე დაარსდა "ავაზა", სადაც მიშასთან ვმუშაობდი.

პირველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც საკუთარი საფეხბურთო სკოლა აუშენეს. იცით, რატომ? მოვლენა იყო - ისეთივე მოვლენა ფეხბურთში, როგორც გალაკტიონი - პოეზიაში.

ყველაფერს რუსულ შოვინიზმს აბრალებდა...

- მისი ყველაზე ახლო მეგობარი ეროსი მანჯგალაძე იყო, რადგან ისიც გამოირჩეოდა ადამიანურობით, ვაჟკაცობითა და სიმართლით. სამაგალითო მეგობრობა ჰქონდათ.

ფეხბურთიდან რატომ გაუშვეს? ეს იყო ქართული "ფენომენი". ურუგვაის "ნასიონალთან" გააცილეს. მიშას ორივე ტაიმის თამაში სურდა და მხოლოდ ერთზე დათანხმდნენ. გაუკვირდა, რატომო? შენ რომ მაგრად ითამაშო, ხალხი რას იტყვისო.

ურუგვაელებს მართლა გაუკვირდათ - ამას თუ უშვებთ, ვისღა ტოვებთო? კაცი 29 წლის იყო და საუკეთესო ფორმაში მყოფი აიძულეს, წასულიყო. ეს მარტო მისი კი არა, საქართველოს ტრაგედია იყო. მომხდარი ისე განიცადა, ხელებიც კი დაიზიანა.

იცით, რა "რეჟიმისტი" იყო? სლავა მეტრეველზე მეტიც კი - შანსი არ იყო, რეჟიმი დაერღვია. სლავას ცოტა "გადახვევა" კი უყვარდა. მეცინება, როცა ამბობენ, ბოლოს რეჟიმს არ იცავდაო. უბრალოდ, გული ისე ატკინეს... ეს მერე, კარიერის შემდეგ გაითქვა სახელი - მაგარი მოქეიფე იყო.

გული მარტო მაშინ კი არ ატკინეს. 1966 წელს მოროზოვმა ინგლისის მუნდიალზე მის ნაცვლად ჰუსაინოვი წაიყვანა. კაცი უნამუსოდ დაჩაგრეს. ამას მხოლოდ ჩვენი მეგობრობა არ მალაპარაკებს, სიმართლეა. ჰუსაინოვი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მიშას როგორ შეედრებოდა! სად ჰქონდა მსგავსი ტექნიკა და იმპროვიზაცია, რითიც მიშა ხალხს აღაფრთოვანებდა? იმ პერიოდში გაგიჟებული იყო, ყველაფერს რუსულ შოვინიზმს აბრალებდა.

წარმოიდგინეთ, კომუნისტები რა სიბნელეში გვამყოფებდნენ. თურმე, საყვედურობდნენ, უცხოეთში ჟურნალ-გაზეთებს რატომ ყიდულობ, პოპულარობას ეძებო? შვილები და შვილიშვილები მეყოლება და მინდა იცოდნენ, მათ მამასა და ბაბუაზე რას წერდნენო. წარმოგიდგენიათ? თურმე, ესეც არ შეიძლებოდა. არადა, საბჭოთა კავშირის ნაკრებზე უცხოეთში რამეს თუ წერდნენ, უპირველესად, მიშას გამოარჩევდნენ. ეს რუსებს არ სიამოვნებდათ.

ვიცით, რომ 1966 წელს არგენტინელებმა და ბრაზილიელებმა იკითხეს, მესხი ნაკრებში რატომ არ არისო? მან ხომ საბჭოთა კავშირის ნაკრების სამხრეთამერიკული ტურნეს დროს ფურორი მოახდინა.

ჩვენი გავერანებული ფეხბურთის შემხედვარე, დღეს ბევრი იტყვის, რომ ვაჭარბებ. მაგრამ მიშა მართლაც დიდი მოვლენა იყო...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

leqsi
ლექსი რატომ წაშალეთ?სასაცილო იყო ალბათ არა?.......
დათო
მიშას თამაში არ მინახავს ცოცხლად.1974 წლიდან ყველა თამაში მახსოვს დინამოსი,მესხი იყო არა მარტო დიდი ფეხბურთელი არამედ დიდი შოუმენიც,რომლის სანახავად სტადიონები ივსებოდა,მისი არწაყვანაც როგორც 1966 წლის,ასევე 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,შოვინიზმთან ერთად მის სათამაშო სტილს უკავშირდება,მწვრთნელების უმეტესობას მაშინაც და ეხლაც შოუმენს და კრეატიულ ვარსკვლავს,მუშა და ტაქტიკური დავალების ზედმოწევნით ზუსტად შემსრულებელი ფეხბურთელი უჩევნიათ..რაც შეეხება შოვინიზმს ეგ რუსებში ყოველთვის არსებობდა....
tamazi
მიხეილ მესხი იყო გენიოსი ფეხბურთელი, უალალესი პიროვნება და საოცარი ("ტონკი") იუმორის პატრონი, მე ბედნიერი ვარ რომ მისი თამაშები მინახავს და პირადად მან ამიყვანა "ავაზაში"(ადრე საფეხბურთო სკოლაში მიღება იყო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების ტოლფასი, "გრუპა ზდაროვია , არ არსებობდა გადასახადი არ იყო), მართალია ვერ გავუმართლე იმედი, მაგრამ ბოლომდე ფეხბურთში დავრჩი. რაც შეეხება მის გუნდიდან გაშვებას, მწვრთნელებს არ გაუშვიათ, ისინი აიძულეს რომ გაეშვათ.
kaxi
დამპალი რუსები და მაგათი შოვინიზმი. დეგენერატი კომუნისტები.
თემური
მიხეილ მესხის თამაში მინახვს, დავით ყიფიანის, ქინქლქძის ჩივაძის, გუცაევის და სხვებისაც, მაგრამ მათ შორის პირველ ადგილზე მაინც მიშას ვაყენებ-როგორც ფეხბურთელსაც და როგორც ადამიანს, მსოფლიში, ჩემის აზრით, უძლიერეს მარცხენა ფლანგელი და ფინტების დიდოსტატი იყო, გაიხსენეთ თუნდაც ევროპის ჩემპიონატის ფინალი. ტურნე სამხრეთ ამერიკაში. მახსენდება ლუჟნიკებში მატჩი პოლონეთის ნაკრებთან, მთელი სტადიონო (რუსების პუბლიკა) ყვიროდა ერთხმად-მესხი, მესხი, მესხი...
pasuxis pasuxi
ჩემი კომენტარი ვერ წაიკითხე, ჩემთვის ფეხბურთი იწყებოდა და მთავრდებოდა ყიფიანით, მისი ყველა გოლი დღემდის მახსოვს, განსაკუთრებით წვიმაში რომ გაუტანა სპარტაკს, მაგრამ არ არის შემონახული, მისი სურათი სამუშაო ოთახშიც მქონდა გამოკრული; თუმცა მის ინტერვიუებში განსაკუთრებით რუსულ პრესისთვის ყოველთვის იგრძნობოდა საბჭოთა ნოსტალგია, ეს ვთქვი მხოლოდ მეტი არაფერი; სამწუხაროდ იგივე შეიძლება ითქვას იმ დიდ გუნდის სხვა წევრებზეც, მესხი ამ მხვრივაც გამორჩეული იყო, ეგ ვთქვი მხოლოდ; რას გავბედავა და რას არა ეს ჩემი საქმეა; ყიფიანი ჩემთვის ხაზს ვუსვამ ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც უამრავი სიხარული მომიტანა; სამწუხაროდ ისიც მახსოვს ედიკას რომ 29 ნომრიანი მაისური აჩუქა და მისი პოზიციაც სამოქალაქო ომის დროს, რამაც დიდა დამწყვიტა გული
marco penes
Metad ar gabedo kipiani rusopili ikoo!dato kartuli sastauli iko paichadzis,metrevelis,mesxis mere! Namdvili kartvelis gansaxiereba DA Ara dgevandeli puls mkrepavebi sirbili ROM ezarebat.Romels darcheba datosnairi saxeli?
marco pane
მესხი უდიდესი ფეხბურთელი იყო, მე მის თამაშს არ მოვსწრებივარ, თუმცა რაც აქ წერია გამიგია; ჩემთვის უდიდესი ქართველი მაინც ყიფიანია( დიდი მიშაც ასე თვლიდა),უდიდიდი ნიჭი ჰქონდა ქინქლაძეს, სამწუხაროდ რეალიზაცია ვერ მოახდინა; მაგრამ მესხის სიდიადე მის ხასიათშიც არის, რომელიც საბჭოთა კავშირს სამართლიანად საპყრობილედ თვლიდა და ევროპის სტადიონებზე თამაშს ქართული ჰიმნით რომ ვერ იწყებდა ამაში ტრაგედიას ხედავდა; ის არ იყო 37 მანეთიანი გრუზინი, ის ქართველი იყო; ამ მხრივ გაცილებით დიდი ქართველი ვიდრე რუსოფილი ყიფიანი
იკო
მაგარი და განუმეორებელი ფეხბურთელი იყო. ისიც კი უხდებოდა, სიცხეში თუ თამაშობდა, თუ მოედანზე სადმე ჩრდილი იყო, ცოტახანს შეაფარებდა ხოლმე თავს.
revazi
რავა ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ თქვე უპატრონებო.
m
რომელმაც კომუნიზმითა და ათეიზმით დაბნელებულ საბჭოეთში საქართველოში ხალხის გულები გაანათა. ვაი, რომ მაშინ ყოფილა ნათელი, შენისთანა დებილებს ვინ გააჭაჭანებდა რედაქციაში!
ჯ.ჩ.
არ არის სრულყოფილი სტატია.მიშაზე ასე მშრალად არ უნდა იწერებოდეს.ევროპის პირველი ჩემპიონი იყო სსრკს ნაკრების შემადგენლობაში და ნაკრების გამარჯვებაში ლომის წილი ქონდა.მსოფლიო ნაკრებში რეალის ფეხბურთელი დიდი ჰექტორ ჰენტო იყო მისი კონკურენტი.დღეს რომ გვყოლოდა ალბათ ბარსელონაში ან რეალში იქნებოდა.მოვლენა იყო ფეხბურთში გარინჩასა და პელეს დონის.ვფიქრობ იგი ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელია.
duda
პროტო ცარმოიდგინეთ მიშა ვინ გაუშვა, დაწერეთ რა ეგიც, ვინ იყვნენ ეგ ნაძირალები
M&M
მიხეილ მესხი არის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ის მუდამ დარჩება საოცრებად და განუმეორებელ ტალანტად . მიშა მესხის დარი პიროვნებები საუკუნეში ერთხელ იბადებიან ხოლმე!
ramo
უდიდესი ფეხბურთელი და ზარმაციც იყო (ბოლოს ვგულისხმობ)
jorj
უდიდესი ფეხბურთელი იყო მესხი. დგევანდელ დღეზე გაამახვილეთ ყურადღება 21 საუკუნეში ფეხბურთელები რომ სანთლით საძებნი გაგვიხდა.
Gala
Gmertma gaanatlos misi suli. misha mesxi iko msoflioshi im Doris 10 Kvelze gamorcheul fexburtelta shoris.
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი - სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ
მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
[ოთხშაბათის საკითხავი] სამტრედია, სამტრედია, მუდამ მზიანო!
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
ის დღეები... დღეს კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
როგორც პელე - გამოცემა sports.ru-მ რევაზ ჩელებაძეს წერილი მიუძღვნა
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა