ქართველმა ფორვარდმა ბეირუთის "ჩემპვილში" დიდებული დებიუტი მოიწყო
ნიკა ცქიტიშვილის ზეშედეგიანი თამაში ლიბანის ჩემპიონატში. ქართველმა ფორვარდმა ბეირუთის "ჩემპვილში" დიდებული დებიუტი მოიწყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ქართველი ლეგიონერების ყველა დროის ერთ-ერთი უმაღლესი შედეგი დააფიქსირა, როცა "საგესთან" 93:103 წაგებულ მატჩში 41 (!) ქულა მიითვალა.

ცქიტიშვილმა შეუცვლელად, 40 წუთი ითამაშა და არნახული შედეგიანობა გამოავლინა. 213 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა ფორვარდმა მეტოქეს 10-დან 9 ორქულიანი, 6-დან 4 სამიანი და 11-დან 11(!) საჯარიმო ჩაუგდო. 41 ქულასთან ერთად ცქიტიშვილმა ფარიც არავის დაუთო და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი - 14 მოხსნა დააფიქსირა.

41 ქულასა და 14 მოხსნასთან ერთად ცქიტიშვილმა 1 პასი მიითვალა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ნიკამ 1 ჯარიმა მიიღო, მეტოქეები კი აიძულა, მასზე 8-ჯერ დაერღვიათ წესი. საბოლოოდ ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 58 (!) შეადგინა და ძნელად წარმოსადგენია, ამ შედეგს არათუ ამ ტურში, მთლიან სეზონში ვინმემ გადასწონოს.

სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ქართველ ფორვარდს გარჯა ვერ დაუფასდა და მისა გუნდმა საბოლოოდ წააგო. გამარჯვებულ საგესელებს 32-32 ქულით დესმონდ პენიგარმა და ტერელ სტოგლინმა ულიდერეს.

ეს გახლდათ ლიბანის ჩემპიონატის პირველი ტური, მეორეში კი "ჩემპვილი" კვლავ სტურად, ამჯერად "ალ რიადთან", 12 დეკემბერს ითამაშებს.

წყარო: gbf.ge

zura
naxes ra chempionati
ff
ვინ გითხრა რო რამე ჭირდა? ეს დებილი კოკოშკოვი გადაეკიდა თორე ეგ ბიჭი საქართველოს ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი კალათბურთელი. ნბა-ში დრაფტზე და დებიუტის დროს ნოვიცკის ადარებდნენ, მაგრამ ნოვიცკი გერმანელია და ამან ვაკელური და გურჯული გამოავლინა და თუ არ გჯერათ წაიკითხეთ მაშინდელი ამერიკული სტატიები. სათანადოდ არ ივარჯიშა. დღესაც ბევრად უკეთეს ფორმაშია, და ბევრად უფრო მეტი შეუძლია ვიდე ნაკრების ნახევარზე მეტს.ეს დებილი კოკოშკოვი როგორ არ იძახებს, მარა ეტყობა ამის სიდებილეს არ აპუება და იმიტო. ამის ნაკრებში არ გამოძახება დანაშაულია.
tomas
აბა ნაკრებში რა ჭირდა?
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
Daily Mail: სალაჰი და კიდევ ხუთი - "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ნიკა ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატზე
ᜒᕘᕝᜠ
ნიკა ცქიტიშვილის 24 ქულა და მეორე გამარჯვება ლიბანის ჩემპიონატში
ცქიტიშვილის 11 ქულა და მორიგი მარცხი ლიბანში
ნიკა ცქიტიშვილის 34 ქულა "ბიბლოსს" მოსაგებად არ ეყო
ნიკა ცქიტიშვილმა "ლოუაიზეს" 18 ქულა ჩაუგდო
ნიკა ცქიტიშვილმა "თადამონთან" წაგებულ მატჩში 25 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა
რატომ ვერ დამკვიდრდა ნიკა ცქიტიშვილი NBA-ში?
ნიკა ცქიტიშვილი ვაჟის მამა გახდა
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა "ჩემვილს" სეზონში მეორე მატჩი მოაგებინა