ესპანელი სპეციალისტი გვიმხელს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
ფოტოზე: ანდრეს კარასკო (მარჯვნივ) "საბადელის" სამწვრთნელო შტაბში საქმეს შეუდგა

"ლელო" უკვე წერდა, რომ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "საბადელი" თბილისის "დინამოს" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ალექს გარსიას ჩააბარეს, ხოლო მან ასისტენტად ანდრეს კარასკო მიიწვია.

კარასკო იყო "მალაგას" საფეხბურთო სკოლის კოორდინატორი, თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის დირექტორი, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კი "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობდა.

კარასკო საბურთალოელებს დეკემბრის დასაწყისში დაემშვიდობა და ესპანეთში გაემგზავრა, მაგრამ მერე თბილისური კლუბის დირექციამ გაავრცელა ცნობა, რომ ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოსთან" ურთიერთობას გააგრძელდა.

"ლელო" ესპანეთში დაუკავშირდა კარასკოს, რომელმაც ეს ინფორმაციაც დაადასტურა და სხვა საინტერესო ამბებიც გაგვიმხილა:

"საბურთალოდან" "საბადელში" ჩემი გადასვლა საქართველოსთან კავშირის გაწყვეტას სულაც არ ნიშნავს. ჩემი, როგორც სკოლის მთავარი მწვრთნელის საქმიანობა და ფუნქცია ამით ჯერ არ ამოწურულა.

საფეხბურთო სკოლაში ესპანური სამწვრთნელო მეთოდოლოგიის დანერგვა წელიწადნახევრის წინ დავიწყე. ახლა კი "საბურთალოსთან" თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივარ.

ასაკობრივი გუნდებისა და პირველი ლიგის გუნდის სავარჯიშო პროგრამების შესრულებას ესპანეთიდანაც ვაკონტროლებ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს ძალიან ადვილია".

ესპანელმა სპეციალისტმა ისიც დაგვიკონკრეტა, რას გულისხმობდა "საბურთალოსთან" თანამშრომლობის ახალ ეტაპში":

"ჩვენი ინტერესი სკოლაში ძლიერი თაობების გაზრდა და შემდგომ მათი ევროპულ ლიგებში წაყვანა იყო და არის. ამაში სკოლას ესპანეთიდან უკეთესადაც კი დავეხმარები.

დიდი შანსია, რომ "საბურთალოს" ნიჭიერი ფეხბურთელები ესპანეთში მოხვდნენ. შესაძლოა, ეს "საბადელი" არ იყოს, რადგან ახლა კლუბს ძალიან უჭირს და ალექს გარსიასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, გუნდმა სეგუნდა დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.

მაგრამ უკვე ესპანეთის რამდენიმე სხვა გუნდს ველაპარაკე, "საბურთალოს" ფეხბურთელები რომ მიიწვიონ და მალე ამ მოლაპარაკებების შედეგიც გეცოდინებათ".

შეგახსენებთ, რომ შარშან, კარასკოს რეკომენდაციით, ესპანურ "მალაგაში" სტაჟირებაზე მიიწვიეს "საბურთალოს" ფეხბურთელები - ირაკლი ბიძინაშვილი და მეკარე ბექა ქურდაძე; აგრეთვე, თბილისის "ლოკომოტივის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MALXAZI
კარგია,რომ დინამოში და საბურთალოში აქცენტი ნიჭიერი ფეხბურთელების დაწინაურებაზეა გაკეთებული.არენაში ფრუიძის ინტერვიუს ვუსმინე და გაოცებული დავრჩი,ახალგაზრდები გვყავს,მაგრამ უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვთო,შე დალოცვილო,თუ არ ათამაშე ფეხბურთელი გამოცდილებას საიდან მიიღებს.თუ ვერ აკმაყოფილებს გუნდის მოთხოვნებს გაუშვი და თავის გზას მონახავს.
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ" - იამალის მამამ "რეალის" ფანებს მიმართა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
"სამტრედიის" მეკარის ურთულესი სეივები "დილასთან" მატჩში [VIDEO]
ირაკლი ბიძინაშვილმა ლატვიაში პირველი გოლი გაიტანა
ქართველი "ათიანი" მადრიდის "ატლეტიკოში"?
ზიმბრუ VS ჩიხურა - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: მეოჯახეები, შეყვარებულები და გაღიმებული ზუროსი
ლეგენდარული "ბარსა 87" - დღევანდელი ვარსკვლავების ლამასიური ამბები
დილა-საბურთალო 0:2 - უწყვეტი ჯაჭვი [VIDEO]
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს
თბილისის "დინამომ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ალექს გარსიამ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "საბადელში" "საბურთალოს" სკოლის დირექტორი წაიყვანა
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ლატვიურმა "ელგავამ" ირაკლი ბიძინაშვილი წარადგინა
U21. საქართველო VS პოლონეთი - მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა
"საბურთალომ" "სტიაუასთან" მატჩამდე თავისი აღზრდილი მეკარე დაიბრუნა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ეროვნული ლიგის VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
თბილისის "ლოკომოტივმა" 6 ფეხბურთელი დაიმატა
ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა
PRO & CONTRA: ᓙᓠᕘᓨᕢ
ლიონელ მესიმ ჯაბა ჯიღაურს საჩუქარი გაუკეთა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
კოპა დელ რეი. 1/16-ფინალი: ასპასის უნიკალური რეკორდი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[ექსკლუზივი] გიორგი ლორია: როცა ვაგებ, ქუჩაში გასვლის მრცხვენია
ანდრეს კარასკო "დინამოში" აკადემიის მწვრთნელად დაბრუნდა
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]
ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..