2015 წლის ევროპის სუპერთასის მატჩისთვის ეროვნულ სტადიონს მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
როგორც ცნობილია, 2015 წლის აგვისტოში თბილისი ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს. ბებერი კონტინენტის ორი უძლიერესი გუნდის ჯახი "დინამო არენაზე" გაიმართება.

გადაწყდა, რომ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და საგრძნობლად განახლდება.

იწყება!

11 დეკემბერს სწორედ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა სტადიონის ხელმძღვანელების, ფეხბურთის ფედერაციის, სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის, თბილისის მერიის, მასმედიის, გულშემატკივრებისა და თბილისის "დინამოს" წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლის დროსაც არენის რეკონსტრუქციის დეტალები განიხილეს.

ფოტოზე: დისკუსია სტადიონის რეკონსტრუქციის ირგვლივ

"2006 წელს, სტადიონის რეკონსტრუქციაზე მე და მამაჩემი, გია ქურდიანი ვმუშაობდით და მსურს, ბოდიში მოგიხადოთ, რადგან ბევრი რამ მაშინდელი ხელისუფლების სურვილით გაკეთდა, ჩვენ კი არაფერი გვკითხეს.

მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს ხელისუფლება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ჩვენც გვისმენს", - ეს სიტყვები ცნობილ არქიტექტორ არჩილ ქურდიანს ეკუთვნის და ამ ემოციური შეხვედრის სულისკვეთებას კარგად გამოხატავს.

კახა გვანცელაძე, თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი:

"პროექტის განხორციელებამდე მსურს, მნიშვნელოვანი დეტალები გაგაცნოთ და ერთად ვიმსჯელოთ, როგორ და რა ფორმით აჯობებს რეკონსტრუქციის ჩატარება.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მერიის, ფედერაციის, ტექნოლოგიური განვითარების ჯგუფისა და სტადიონის მეპატრონეები ერთად ვმუშაობთ. სახელმწიფო კომისიას კი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ხელმძღვანელობს".

გვანცელაძის თქმით, ტგფ-მ (ტექნოლოგიური განვითარების ფონდი) ხელშეკრულება გააფორმა შპს "დინასტიასთან", რომელსაც არჩილ ქურდიანი ხელმძღვანელობს და არქიტექტორულ ცვლილებებსაც სწორედ მისი ჯგუფი მოამზადებს.

გარდა ამისა, ტგფ ხელშეკრულებას გააფორმებს სამუშაოთა მწარმოებელ და რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან.

მთავარია ხარისხი

სტადიონის შესასვლელებში (სულ 116 იქნება) ელექტრონული ბარათების სისტემას (ტურნიკეტებს) გერმანული კომპანია KABA დაამონტაჟებს, ოპერირებას კი ზუგეტი გაუწევს. შეიცვლება ერთი ტაბლოც, რომლის შესახებაც მოლაპარაკება ცნობილი კომპანიების: LG-ის, SONY-ს, Panasonic-ის, NEC-ისა და COLOSSEO-ს ცენტრალურ ოფისებთან მიმდინარეობს.

შეიცვლება სათვალთვალო კამერები, ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა კი გაძლიერდება.

გახალისება და გაუმჯობესება სჭირდება მედიაბლოკსაც. არასახარბიელო მდგომარეობაშია სტადიონის IT-სისტემა, რის გამოც უეფასგან საყვედურებიც მივიღეთ: "დინამო არენაზე" ინტერნეტის ხაზი სუსტია და მედიას მუშაობაში ხელს უშლის. ცხადია, სუპერთასამდე ეს აუცილებლად გამოსწორდება.

გვანცელაძის თქმით, პრესლოჟაში შესაცვლელი დეტალების ჩამოსათვლელად 20 წუთი არ ეყოფოდა, რადგან შესაცვლელია თავად პრესლოჟის მდებარეობაც, სამუშაო გარემო, პირობები და ასე შემდეგ. მან ზოგადად მხოლოდ ის თქვა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ მედიას აბსოლუტური კომფორტი ექნება.

ცხადია, ამას ჩვენი პირადი სურვილებიდან გამომდინარე არ ვამბობთ - სუპერთასს უცხოური მედიის უამრავი წარმომადგენელი თბილისურ შთაბეჭდილებებს ამ პრესლოჟის პრიზმიდანაც ასახავს და სასურველი იქნება, სამუშაო პირობები მართლაც ხარისხიანი იყოს.

სკამების ტენდერში საუკეთესო წინადადება კომპანია OMSI-მ წარმოადგინა: ინდივიდუალური სკამები 100 პროცენტით შეიცვლება და ამაზე 1,1 მილიონი ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, მოწვეული სტუმრებისა (5000 ადგილი) და VIP-ადგილებზე (500 ადგილი) ესპანური კომპანია DAPLAST-ის სკამები დამონტაჟდება, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავეა.

გვანცელაძე ამბობს, რომ სკამების ხარისხი გარანტირებულია და უმაღლეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს - არაა მსხვრევადი და აალებადი, ფერს არ იცვლის... ამ კომპანიის სკამებია "მარსელის", "კაიზერსლაუტერნის", მილანის "სან სიროს", "ბოლონიის", "ტორონტოსა" და კიდევ არაერთ სტადიონზე.

რა ფერის იქნება სკამები?

სკამების თემამ ყველაზე დიდი კამათი გამოიწვია. კითხვაზე, თუ რა ფერის დასაჯდომები დამონტაჟდებოდა, გვანცელაძემ უპასუხა - ყველას მოვუსმენთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთო.

გია გორგოძე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი: "ყველა ნორმალურ ქვეყანაში სადა ფერებს ამჯობინებენ, ქაჯებში კი ყველაფერი იცვლება.

ყველამ იცის, რომ "მიხეილ მესხსა" და "დინამო არენაზე" ჭრელი ფერები მიხეილ სააკაშვილის ნებით შეირჩა, რაც სტადიონს არ უხდება. "დინამო არენისთვის" კი ბუნებრივია ლურჯი ფერი.

აბა, ერთი, ვინმემ გაბედოს და "სანტიაგო ბერნაბეუ" ჭრელ ფერებში გადაწყვიტოს - ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება".

"დინამო არენის" დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ ევროპის 30 საუკეთესო სტადიონის ფოტოკოლაჟში საინტერესო სტატისტიკა წარმოადგინა: "დინამო არენასავით", 30-დან მხოლოდ 3 სტადიონზეა ("სან სირო", "ამსტერდამ არენა") სხვადასხვა ფერში "გამოწყობილი" ტრიბუნები. 4 სტადიონზე ორი ფერია. მაგალითად, კიევის "ოლიმპიური", "კამპ ნოუ"... 23 სტადიონზე კი ("სანტიაგო ბერნაბეუ", "ალიანც-არენა", "ოლიმპიაშტადიონი", "უემბლი", "სტემფორდ ბრიჯი", "მილენიუმი", "ფელტინს არენა", შტუტგარტის "მერსედეს ბენც არენა" და სხვა) ერთი დომინირებადი ფერია.

"თბილისში ჩამოსული იტალიელი დიზაინერები სტადიონზე იყვნენ და გაოცდნენ - როგორ შეიძლება სტადიონზე ეროვნული დროშისა და ჯვრის გამოსახვაო. გამიკვირდა, რა იყო ამაში მიუღებელი და იცით, რა გვითხრეს? ევროპაში ამას არავინ იკადრებს, რომ ჯვარზე დაჯდეს და ამით ქრისტიანული ღირებულებები შეურაცხყოსო.

წარმოდგენილი სტატისტიკაც მეტყველებს, რომ "დინამო არენის" ტრიბუნები ერთი ფერის სკამებით უნდა "შეიმოსოს". "სან სიროზე" 4 ფერი იმიტომ არის, რომ ის 2 გუნდს ემსახურება და დომინანტი ფერი გამორიცხული იყო. ჩვენს შემთხვევაში კი, გასათვალისწინებელია, რომ "დინამო არენა" თბილისის "დინამოსთან" იყო გაიგივებული და მისთვის ლურჯი ფერი აჯობებს", - ამბობს ჯღარკავა.

ამას არ დაეთანხმა გვანცელაძე: "მთავარია, ვინაა სტადიონის მესაკუთრე. თუ კერძო ჯგუფია, ფერი საკუთარი შეხედულებით შეუძლია შეარჩიოს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. "დინამო არენა" კი მერიის საკუთრებაშია და ჩვენ ყველას აზრი უნდა გავითვალისწინოთ".

მხოლოდ ლურჯი!

მერიის წარმომადგენლის ნათქვამი თბილისური კლუბის დირექტორმა ლევან ზუხბაიამ გააპროტესტა:

"ეს სტადიონი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და სახელოვან კლუბთან, "დინამოსთანაა" ასოცირებული. "დინამო არენა" ჩვენს კლუბს 49-წლიანი იჯარით გადაეცა.

მის ერთჯერად რეკონსტრუქციაზე 8 მილიონი ლარი დავხარჯეთ, ყოველწლიურად კი 2 მილიონს ვდებთ. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ამიტომაც გელაპარაკებით მეპატრონის სტატუსით და ჩვენი გადასაწყვეტიცაა, რა ფერის სკამები დამონტაჟდება. ჩვენ კი ლურჯ ფერს ვამჯობინებთ, რაც მისთვის ბუნებრივი და მისაღებია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთადერთი სწორედ ეს ფერია, რომელიც ყველაზე ნაკლებ გაღიზიანებას გამოიწვევს. სხვათა შორის, 30 საუკეთესო სტადიონში ლურჯი ბევრგანაა დომინანტი, თან ნაკლები ხარჯიც იქნება".

ზუხბაიას სტადიონის პრესსამსახურის უფროსი მამუკა კვარაცხელიაც დაეთანხმა:

"სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების სათადარიგო ფორმადაც ლურჯი შეარჩიეს. ეროვნული დროშა კარგია, მაგრამ მოდით, ის გულშემატკივარმა აფრიალოს. ამით არაფერი დაშავდება.

ჩავატაროთ გამოკითხვა და ნახავთ, რომ გულშემატკივრების მოთხოვნაც ლურჯი ფერის სკამების დამონტაჟება იქნება".

"ალბათ, სიტყვა მეც მეთქმის, - დისკუსიაში არჩილ ქურდიანი ჩაერთო, - საერთოდ, ამ საქმეში "ერთი ფერის" ცნება არსებობს. თქვით, ხალხის ფულს ვხარჯავთ და მას უნდა გავუფრთხილდეთო. ექსპლოატაციის ხარჯების შესამცირებლად ერთი ფერის არჩევა ამიტომაც ჯობია.

ტრადიციებიც გასათვალისწინებელია - ამ სტადიონის ბრენდი "დინამოა" და ამიტომ ტრიბუნებს ლურჯი მოუხდება".

დაინახა რა საზოგადოების განწყობა, გვანცელაძემ განაცხადა:

"ეს შეხვედრა იმიტომაც გაიმართა, რომ თქვენი აზრი გაგვეგო. თქვენს დამოკიდებულებას მერიის ხელმძღვანელობას გავაცნობ და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მივიღებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

g
ფეხბურთი აღარ არსებობს და სტადიონს ღებავთ? რა გეშველებათ
luk
დინამო არენაა და უნდა იყოს ლურჯად და თეთრად,ეწეროს დინამო თბილისი 1925 ქართულად და მორჩა, შეიძლებოდა ნახევარი მხარე ლურჯად ყოფილიყო და დინამო თბილისი წერებოდა მეორე ნახევარი წითელი სკამები და თეთრად წერებოდა საქართველო მაგრამ ლურჯი და წითელი ერთმანეტს რო არ უხდება... ამიტომ მხოლოდ ლურჯი და მხოლოდ თეთრი :)
რა დროს სკამების ფერია?
ფეხბურთი კვდება საქართველოში და ესენი დამდგარან - სკამის ფერებზე დაობენ!!! ერთი გვერდიდან შეგახედათ საკუთარი თავებისთვის! არ გრცხვენიათ?
lurja
ლურჯად!!წითელი დინამო წარმოუდგენელია
guja
ყველა სტადიონი ეროვნულია ,დინამო არენა რატომ დაერქვა იმიტომ რომ მთავარი ფეხბურთია
GELA
ეროვნული დროშის პერეპში! და არა ლურდჯად!
prk 2013
მ.მესხზე ჭრელი სკამები კარგია:)) ტელევიზიით ყურებისას გეგონება, რომ გადაჭედილია მაყურებლებით.....
гио
ეროვნული სტადიონია და მხოლოდ ეროვნული ნაკრებისა და დროშის ფერებში!
guja
დინამოს ფერებში ლურჯი და თეთრი
ბექა
სკამი კიარა ის გაასუფთავეთ რაც არის ამჟამად......
sdf
იმედია სკამებს ისე ოღროჩოღროთ არ დაამონტაჟებთ როგორც დღესაა
თამაზი
ძალიან ლამაზი სანახავი იქნება სტადიონთან მდებარე ერთადერთ პარკინგზე ახლად მოწყობილი ბაზრობა. ხუმრობა იქეთ იყოს და მსოფლიოში არ არსებობს ქალაქი სადაც ბაზრობას(ბუტკებს) პირდაპირ სავალ ნაწილზე მოაწყობდნენ. თანაც ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ. უეფას კონისრებსაც ნამდვილად გაუხარდებათ
ლევანი
ლურჯი არა ის....ცისფერი უნდა იყოს!ამით ცისფერებსაც პატივს ვცემთ და რაც მთავარია ევროპას!აი ამას ჰქვია ევროპელობა!
vaxo
ლურჯი უნდა იყოს უეჭველი! თან სასურველია პირველ იარუსზე რო ლურჯი სკამებია ეგეთი ტონის
qutaiseli
რა შუაშია 41 ყველგან პოლიტიკა როარ გამოაკვეხონ ისე ხოარ შეიძლება ლურჯი დინამის ფერია და ალბათ მიტო ჯობია ისე მერო მკითხო მთავარია ფეხბურთის ხარისხი და არა სკაის ფერი.
koba
ხო ლურჯად შეღებეთ ახლა და თან 41 დააწერეთ,ვის უშენებთ სტადიონს,გადახანით და სიმინდი დათესეთ, თამაში მაინც არ იციან......
gio
საპირფარეშოები მოაწესრიგეთ რას გავს საშინელებაა, შარვალში მოსაქმება უფრო კომფორტულია ვიდრე იქ შესვლა, მეც რა თქმა უნდა ლურჯ ფერს ვემხრობი მაინც დინამოს ტრადიციული ფერია....ხომართლა არ დამავიწყდეს საპირფარეშოში მიშას სურათი დაკიდეთ კიდევ
ლურჯად ხომ ეგრევე ლიგაზე გავალთ
სტადიონი უნდა შეიღებოს შავად და შავი დროშები უნდა გამოჰკიდოთ, ქართული ფეხბურთის გლოვის ნიშნად.(ჯგუფური გაუპატიურებისას შემოაკვდათ სიჭინავას და არველაძეებს!)
akhali
ის პრობლემები,რომლებიც იქმნება სტადიონზე,ალბათ დასწრების სურვილს ბევრს უკლავს!ჯერ თამაშამდე ბილეთის აღებაა პრობლემა.ძალიან ცოტა სალაროა და ზედახორაა!!!მერე ბილეთით ადგილზე მოხვედრა(ბევრი ვერ ასწრებს და თამაშის მე-15-20წუთზე ხვდება,უნდა გაატარო,ეძებს ადგილს და ეს როცა სულ 20-25 ათასია მაყურებელი,როგორც ეს იყო აქტიუბესთან,ირლანდიასთან,პოლინეთთან და ანშლაგზე რა იქნება?)...მერე შესვლაა პრობლემა,ზედახორა,რადგან ტრიბუნებზე მოსახვედრად პერიმეტრიდამ მხოლოდ ორი(აღმოსავლეთი და სამხრეთი)მხრიდანაა პრაქტიკულად შესავლელი და უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს ავტოსადგომებს...ალბათ აუცილებელია ან მიწისქვეშ ან მიმდებარე ტერიტორიაზე(რაზეც ალბათ მერიამ უნდა იფიქროს,ინფრასტრუქტურის სამინისტრომ)....და მერე თამაშის შემდეგ სახლში დაბრუნება(!),გარშემო საცობებია და ალბათ სტადიონის გარშემო ინფრასტრუქტურაზე მერია,ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა ფიქრობდეს.საჭიროა გზების გაფართოება ,შენობისგან განთავისუფლება და არა პირიქით კიდევ მრავალსართუიანების ჩაკვეხება-ჩამატება!.თბილისის გარშემო შემოვლითი გზის დამთავრება და თბილისის რკინიგზისგან განთავისულება ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა ალბათ .იქნებ გამოიყენონ და სტადიონთან მისასვლელი გზებიც გააფართოონ....მაგრამ მგონი ნაცების ჯიბრზე არ გააკეთებენ და მათ ჯიბრზე ათასობით გულშემატკივარს რატომ უნდა შეექმნას პრობლემები?
akhali
გეთანხმებით-ლურჯი!მხოლოდ ლურჯი!კიბეები,მოაჯირები ალბათ ცისფრად...მაგრამ სტადიონის გარშემო შეფერილობა უმჯობესი იქნებოდა აბსოლიტურად თეთრად(,,სანტიაგო ბერნაბეუ,,),რუხი ფერი ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას კიდევ პესიმისტურად წარმოაჩენს,ხოლო თეთრი მეტ სისიადეს და ოპტიმიზმს შეგვმატებს.... თუ სარბენ ბილიკებსაც გამოცვლით ცისფრად კარგი იქნება!მართლაც მაგარი ქაჯობაა ეს სიჭრელე და კიდევ დროშაზე ჯდომა! -აუცილებლად საჭიროა შესასვლელების რაოდენობის გაზრდა(ზედახორაა ლამის შესვლაზე)და სალაროებიც(თამაშის წინ ზედახორაა)მეტია საჭირო...საერთოდ პერიმეტრის ლამის ნახევარზე მეტი გულშემატკივართა შესასვლელად არ ფუნქციონირებს,დაკავებულია ავტოსადგომით,მათ შესავლელად,რაც ყოვლად გაუმართლებელია .ალბათ საჭიროა ან მიწისქვეშა ავტოსადგომი ან გვერდით მრავალსართულიანი, შესვლა სტადიონზე ყველა მხრიდან უპრობლემოდ უნდა ხდებოდეს!საერთოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნას არ აქვს სტადიონზე პირდაპირი შესასვლელი(უნდა შეხვიდე სამხრეთიდან ან აღმოსავლეთიდან და თან ამ მხრიდან ყველაზე მცირე ტერიტორიაა გულშემატკივართა გადაადგილებისთვის!),დაკავებულია ავტოსადგომით!
Tbiliseli
მხოლოდ ლურჯი ფერის სკამები !!!!!!!!!!!! ამაზე საერთოდ არც უნდა გაჩენოდათ კითხვა!!! დინამოს სტადიონია და დაყენდება ლურჯი სკამები !!! ის წითელი და მწვანე მოგლიჯეთ ***!
რეზო
ლურჯი. ისე სად რეალი და სად იტალიელები. ჩვენ კი დროშაზე ვზივართ დაქალაქში გინძური დროშები გვიფრიალებს...
Malxazi
სტადიონი რად გინდათ,როცა ახალგაზრდა ფეხბურთელების მთელი თაობები იკარგება,მწვრთნელს შედეგს თხოვენ და არა ახალგაზრდა ფეხბურთელის წარმოჩენას და სამწუხაროდ არც შედეგია.
Gala
Xalxo sheekitxet rame interaqtivi chaataret da gulshematkivrebis azri gaitvalistinet. Tumtsa vin iko xalxis azrs rom itvalistsinebda. Axla gaaxsendat evropelebs jvris pativistsema, realis gerbs rom jvari moxsnes mashin sad ikvnen. Egeni chven gvaboleben marto.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ჩვენება "დინამო არენაზე" ბიუსჰალტერების გარეშე და ამერიკული ფეხბურთი [VIDEO]
"ბეტისი" დიდი გუნდია, რაც დამატებითი მოტივაციაა მისთვის" - 18 წლის ქართველი სევილიაში ჩადის
"ესპანეთში რამდენიმე ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერზე ვმუშაობ, პაპუნაშვილი კი უკეთესად არის"
ლევან ზუხბაია: ესპანელებს ძალიან მოეწონათ გრძელიძის თამაში და ამიტომაც შევთანხმდით
ჯაბა ჯიღაურის მენეჯერი: საკმაოდ საინტერესო ვარიანტები გვაქვს
გორის "დილა" "დინამო არენაზე" მასპინძელი გახდება...
ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს
ლაშა დვალიშვილი: საარჩევნო კამპანიას "ლელოს" რედაქციიდან ვიწყებ!..
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
მემარნე "ბეტისში" არ დარჩა, პაპუნაშვილი 100%-ით მზადაა - "ესპანელი" ქართველების ამბები
რუსეთის ნაცვლად საქართველო! - შევთავაზოთ უეფას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
სუპერთასი 2015: რეაბილიტაცია სრული სვლით
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
იჩქარე! - საქართველო-შვეიცარიის 41 537 ბილეთი გაყიდულია
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
"რუსეთი ჩვენს ინტერესებში არ შედის" - როგორ გაგრძელდება პაპუნაშვილის კარიერა?
ლევან კობიაშვილი: მარტო რაპორტი არ არის, თვალები მაქვს და ვერავინ მომატყუებს [VIDEO]
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია

საქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
როგორ შენდებოდა "დინამოს" სტადიონი - 100-ათასიან პროექტზე მოსკოვი სულ გაგიჟდა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს