ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კალჩო 2014: საუკეთესო ისევ პაპა პირლოა

კალჩო 2014: საუკეთესო ისევ პაპა პირლოა

"იუვეს" სრული ტრიუმფი
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი, მსაჯი და სიმბოლური გუნდი გამოავლინა. სწორედ სიმბოლური გუნდით დავიწყოთ, რომელსაც აქვე გაგაცნობთ...

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) - მატეო დარმიანი (ტორინო), ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი), მეჰდი ბენატია (რომა), კვადვო ასამოა (იუვენტუსი) - პოლ პოგბა (იუვენტუსი), არტურო ვიდალი (იუვენტუსი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი) - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ტორინო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი).

აქვე აღვნიშნოთ, რომ მეჰდი ბენატია უკვე აღარ არის "რომას" ფეხბურთელი და მიუნხენის "ბაიერნში" აგრძელებს კარიერას, ჩირო იმობილე კი "ტორინოდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაბარგდა.

მიუხედავად ამისა, ისინი წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ და საამისოდ, იტალიაში ნახევარი წელი თამაში ეყოთ.

როგორც ვხედავთ, სიმბოლურ გუნდში "იუვენტუსის" ფეხბურთელების სრული დომინირებაა. 11 მოთამაშიდან 7 სწორედ "ვეკია სენიორას" ღირსებას იცავს, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. სიმბოლურ გუნდში მოხვედრასთან ძალიან ახლოს იყო ჯორჯო კიელინი, თუმცა სულ რამდენიმე ხმით მას მეჰდი ბენატიამ აჯობა.

წლის ფეხბურთელი

წლის საუკეთესო ფეხბურთელი ისევ ანდრეა პირლოა, რომელიც უკვე მეორე წელია ამ სტატუსს არ თმობს. პირლო "იუვენტუსის" ჩემპიონობის მთავარი შემოქმედია და მსოფლიოს ჩემპიონატზეც იტალიის ნაკრების ლიდერის როლში გაემგზავრა. ანდრეამ მორიგ აღიარებაზე შემდეგი განაცხადა:

"წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება ჩემთვის დიდი პატივია და შესაბამისად, გახარებული ვარ. უკვე 35 წლის ვარ და მესმის, რომ კიდევ დიდხანს ვერ ვითამაშებ ფეხბურთს - ამიტომ ყველა თამაშით მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ვცდილობ. როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა ამართლებს, რადგან ისევ საუკეთესოდ დამასახელეს. განსაკუთრებული მადლობა "იუვენტუსის" გულშემატკივრებს და თანაგუნდელებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან".

სერია B-ს საუკეთესო ფეხბურთელი

სერია B-ს საუკეთესო ფეხბურთელად 20 წლის დანიელე რუგანი დაასახელეს, რომელიც "ემპოლიში" ასპარეზობს და უკვე სერია A-ში ირჯება. 2014 წელი რუგანისთვის მართლაც განსაკუთრებული გამოვიდა, თავის გუნდთან ერთად ელიტაში აღზევდა და იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ ეროვნულ ნაკრებში მიიღო მიწვევა. აღიარებამ რუგანი ძალიან გაახარა:

"2014 წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო და ეს ჯილდო ამის ნათელი დადასტურებაა. სერია B-ში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ასპარეზობს და მათ შორის გამორჩევა ძალიან სასიამოვნოა. სერია A-ში თამაში სულ სხვა დატვირთვა და ემოციაა, თუმცა თანაგუნდელთა გვერდში დგომით, აქაც ყველაფერი რიგზეა. თავს არ დავზოგავ, რომ 2015 წელს კიდევ უკეთესად ვიასპარეზო".

საუკეთესო მწვრთნელი

2014 წლის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელად ანტონიო კონტე აღიარეს, რომელმაც "იუვენტუსს" მორიგი სკუდეტო მოაგებინა და შემდეგ იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. "სკუადრა აძურამ" ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაიწყო და ჯგუფს ხორვატიასთან ერთად ლიდერობს. კონტეს თავკაცობით, იტალიას არც ერთი თამაში არ წაუგია და რამდენიმე ურთულესი მატჩი მოიგო - თუნდაც ჰოლანდიასთან საკუთარ კედლებში და ნორვეგიასთან გასვლაზე. კონტემ ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ სამომავლოდ გუნდების მწვრთნელებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს:

"დიდი მადლობა კიდევ ერთი აღიარებისთვის, რომელმაც ძალიან გამახარა. მით უმეტეს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ ძლიერია იტალიური სამწვრთნელო სკოლა და რა კონკურენციაა ამ მხრივ. "იუვენტუსში" გატარებული წლები ყოველთვის კარგად მომაგონდება, რადგან იქ ბევრ წარმატებას მივაღწიე. სწორედ "იუვეს" უნდა ვუმადლოდე, რომ დღეს იტალიის ნაკრების მწვრთნელი ვარ. ეროვნულ გუნდში მუშაობა განსაკუთრებული პატივი და ემოციაა.

მსურს გუნდების მწვრთნელებთან უფრო მჭიდრო კავშირი მქონდეს, რადგან ეს საერთო საქმეს წაადგება. ფეხბურთელების შესახებ სწორედ მათ აქვთ დეტალური ინფორმაცია და ეს გამოცდილება აუცილებლად დამეხმარება".

საუკეთესო გუნდი და მსაჯი

თქმა არ სჭირდება, რომ საუკეთესო გუნდი "იუვენტუსია", რომელმაც 2013/14 წლების სეზონში მორიგი სკუდეტო მოიპოვა და მიმდინარე ჩემპიონატშიც ლიდერია. ამასთან, "ვეკია სენიორამ" შარშანდელი შეცდომა არ გაიმეორა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია.

აქვე ვთქვათ, რომ წლის საუკეთესო მსაჯად ნიკოლა რიცოლი დაასახელეს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა და თავი კარგად წარმოაჩინა. ბუნებრივია, რიცოლის კონკურენტებს შანსი არ ჰქონდათ და ის ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო - ნიკოლამ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არაერთხელ მითხრეს, რომ საფესხბურთო იტალია ჩემით ამაყობდა და არა ჩვენი ეროვნული გუნდით. მე ვისურვებდი, რომ მომავალ დიდ ტურნირებში ტიფოზები იტალიის ნაკრებით ამაყობდნენ. ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიღონებ, რომ სერია A-სა და ევროასპარეზზე მაღალ დონეზე ვიმსაჯო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?

ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა

[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი

"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა

კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება

კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა

[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა

"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა

პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს

მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა

U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის

"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ

მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში

ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს

მათთან კამათი არ შეიძლება - მსოფლიოს საუკეთესო მსაჯები

"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი

2018 ᓬᓔᓚᓡ ᓠᓣᓡᓔᓗᓨᓘ ᓘᓢᓐᓚᓘᓐ ᓛᓝᓘᓒᓔᓑᓡ

"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა

პირლომ "იუვენტუსში" დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა

Sportitalia: დანიელე რუგანი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" განაგრძობს

ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს

"2015 წელს "რეალში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა მათ კაზემირო აირჩიეს" - ვიდალმა "ბლანკოსში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა

ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს

"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ

ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო

არტურო ვიდალი მამის დაკრძალვას Online დაესწრო - რატომ გააკეთა ეს ჩილელმა ფეხბურთელმა [VIDEO]

კრისტოფ კრამერი - უცნაური კაცის უცნაურობები გრძელდება

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს

იგუაინი, ხედირა, მატუიდი - ცნობილი ხდება, ვინ დატოვებს "იუვენტუსს"

ვიდალმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას სამხრეთ ამერიკაში გააგრძელებს

"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა

"კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა" - არტურო ვიდალი

პირლო: სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს

სიახლე იტალიის ჩემპიონატში: კომენტარს მსაჯებიც გააკეთებენ

"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

კარლოს ტევესი ოჯახური ტრაგედიის გამო კარიერას ასრულებს

კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს

გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა

"რატომ დავტოვე "მილანი"? - პირლომ განმარტა

"იუვენტუსს" ბონუჩი აღარ სჭირდება - ვეტერანი იტალიელი შესაძლოა, იტალიის სერია B-ში აღმოჩნდეს

პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის

ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში

"იუვენტუსის" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა

30 000 ევროს ოდენობის ვალი - უკანონო ფსონების საქმეში პირლოს შვილის სახელმაც გაიჟღერა

"სულელო, ასე კიდევ ერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ..." - მესის მესიჯი აგუეროს "რეალის" მატჩის მიმდინარეობისას

კრიშტიანო რონალდო კორონავირუსს მშობლიურ კუნძულზე გაექცა

"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი

დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული

მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა - დიდი გაცვლა დასრულებულია!

ევრო 2016-ის ამბები: რატომ გააფრთხილა უელსი უეფამ

ᓜᓘᓙᓝᓚᓐ ᓠᓘᓪᓝᓚᓘ: ᓙᓠᓐᓛᓔᓠᓛᓐ ᓡᓔᓠᓘᓝᓖᓣᓚᓐᓓ ᓛᓙᓘᓗᓮᓐ, ᓔᓡ ᓤᓘᓜᓐᓚᓘᓐᓝ?!

რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო

დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან