"მილუოკი ბაქსმა" დასავლური ვოიაჟის ეგიდით მეორე მატჩი ჩაატარა და "პორტლენდთან" 97:104 დამარცხდა
"მილუოკი ბაქსმა" დასავლური ვოიაჟის ეგიდით მეორე მატჩი ჩაატარა და "პორტლენდთან" 97:104 დამარცხდა.

ორივე გუნდს ჰქონდა დანაკლისი. "მილუოკის" ვერ ეხმარებოდნენ ერსან ილიასოვა და ჯაბარი პარკერი. ამ უკანასკნელმა წინა მატჩში მუხლი დაიზიანა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

ხოლო "პორტლენდის" სათადარიგოთა სკამის უკან იდგა თაბაშირით "ხელდამშვენებული" რუბენ ლოპესი. მილუოკელებს თითქოს ორი წამყვანი კალათბურთელის ტრავმა არ ეყოფოდათ, პირველ ტაიმში კოჭი გადაუბრუნდა ბერძენ იანის ანტეტეკუნმპოს და მეორე ნახევარში მოედანზე არ გამოჩენილა.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. რიგ ეპიზოდებში მასპინძლებს რიტმს ზაზა ფაჩულიას მილუოკელი თანაგუნდელები კარნახობდნენ.

წინასწარ ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო წუთებზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა იმაზე ოდნავ ადრე გადაწყდა, ვიდრე ვვარაუდობდით: საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე "ბაქსი" 79:77-ს იგებდა.

ამის შემდეგ პორტლენდელებს თითქოს სნაიპერის შაშხანები ჩამოურიგესო - ბურთს აღარ აცილებდნენ. განსაკუთრებით, ლამარკუს ოლდრიჯი ყოჩაღობდა, რომელმაც 13:1 გაქცევისას 6 ქულა ჩააგდო და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მასპინძლები 90:80 დააწინაურა.

დარჩენილ დროში "ბაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ავანტიურა წამოიწყო: შეგირდებს თომას რობინსონზე ჯარიმების აღება დაავალა. შედეგი საოცარი იყო: ზუსტად 50-წამიან მონაკვეთში რობინსონმა 10 საჯარიმო სტყორცნა და ოდენ 4 ჩააგდო (სულ 15-დან 5 საჯარიმო).

29 ქულით მატჩის ბომბარდირი პორტლენდელი დამიენ ლილარდი გახდა.

ზაზა ფაჩულიას მონაგარსაც გადავხედოთ: 26 წუთი, 5 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი.

13/13 - ასეთია "მილუოკის" მოგება-წაგებათა შეფარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ზაზა ფაჩულიას "იუტასთან" მატჩის გმირობამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]
მაგიური ნიკოლა - იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და გამარჯვება "მემფისთან" [VIDEO]
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და მარცხი "იუტასთან" [VIDEO]
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა