ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი შერმადინი: არ ვიცი, რა გიპასუხოთ, უბრალოდ ვისვრი და ვარდება!

გიორგი შერმადინი: არ ვიცი, რა გიპასუხოთ, უბრალოდ ვისვრი და ვარდება!

"სპანულისი მთელი საბერძნეთია, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი იქნება"

ნოემბრის ბოლოს საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ნაოპერაციები მუხლი საბოლოოდ მოირჩინა, ესპანეთიდან იტალიაში გადაბარგდა და "კანტუში" ჩაირიცხა. ამ გუნდში იგი 2011-12 წლების სეზონშიც გამოდიოდა და ევროლიგის მეორე ეტაპზე გასვლაშიც დაეხმარა. ამჯერად გიორგიმ დიდი როლი ითამაშა ევროთასზე "კანტუს" წარმატებულ სვლაში.

მასთან მხოლოდ იტალიურ ამბებზე როდი ვისაუბრეთ, მოგეხსენებათ, 8 დეკემბერს გაიმართა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის წილისყრა, რომელმაც მეტოქეებად საბერძნეთი, ხორვატია, სლოვენია, მაკედონია და ჰოლანდია გვარგუნა. შერმადინს სხვადასხვა დროს სლოვენიურ კლუბებშიც აქვს ნათამაშები და ბერძნულშიც.

ინტერვიუ ევროთასზე "კანტუს" გამოსვლით დავიწყეთ.

- იტალიაში რომ ჩახვედი, "კანტუ" ევროთასზე თითქმის უიმედო სიტუაციაში იყო...

- როგორც ჩანს, კარგ ფეხზე ჩამოვედი იტალიაში. ვიდრე გუნდში ჩავირიცხებოდი, "კანტუს" ერთი მოგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იყო. მას მერე თამაში არ წაგვიგია და ჯგუფიდან გამსვლელ ოთხ გუნდში მოხვედრაც დავიბევეთ.

- გადამწყვეტი ბრძოლები ფრანგულ კლუბებთან გადაგხდათ.

- ჯერ "ვილერბანთან" ვითამაშეთ, შემდეგ "დიჟონთან". პირველ მატჩში 10-ქულიანი სხვაობით უნდა მოგვეგო, რომ საჭიროების შემთხვევაში ურთიერთშეხვედრაში ბურთების უკეთესი შეფარდება დაგვებევებინა. რთული თამაში იყო და ბოლო წამებზე ჩაგდებული სამქულიანით მივაღწიეთ სასურველ სხვაობას.

- "ვილერბანში" საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი ტორინ გრინი თამაშობს. სხვათა შორის, "კანტუსთან" 27 ქულა ჩააგდო. ნაკრებზე რამე ხომ არ უთქვამს?

- საამისოდ დრო არ გვქონდა. გრინს თამაშის წინ, მისალმებისას შევხვდი. არც ნაკრებზე უკითხავს რამე. ისე, ჩვენს წინააღმდეგ მართლაც კარგად ითამაშა, სამქულიანებსაც ზუსტად სტყორცნიდა და პასებსაც კარგად არიგებდა.

- "დიჟონთან" საშინაო მოგებით მომდევნო ეტაპზე გასვლა გაინაღდეთ.

- დიჟონელებს კარგი გუნდი ჰყავთ და ევროთასიც დამაჯერებლად დაიწყეს. მათ ნაადრევად დაიბევეს ჯგუფიდან გასვლა. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში გამოვიდა, მესამე პერიოდში კი სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ და დიდი სხვაობითაც გავიმარჯვეთ.

- ნაოპერაციები მუხლის გამო სეზონის დასაწყისში "სარაგოსასთან" კონტრაქტი არ შედგა. ამჟამად როგორ გრძნობ თავს?

- მწყობრში ვარ. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და ვცდილობ რაც შეიძლება უკეთ დავეხმარო. დიდი დრო გამიცდა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, კალათბურთი მწყურია. ნელ-ნელა ფორმაშიც შევდივარ.

- სხვა შეთავაზებებიც გექნებოდა. რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც "კანტუში" დაბრუნება?

- აქაურობას კარგად ვიცნობ და როცა "კანტუდან" წინადადება მივიღე, სიამოვნებით დავთანხმდი. ლომბარდიაში 2 წლის წინაც ვთამაშობდი და "კანტუსთან" დიდებული მოგონებები მაკავშირებს: გვყავდა შესანიშნავი მწვრთნელი, ანდრეა ტრინკიერი; კარგად აწყობილი გუნდი იყო და ევროლიგის ტოპ-16-შიც ვითამაშეთ; რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის სეზონი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ჩემს კარიერაში; არ უნდა დავივიწყოთ ქომაგიც, რომელსაც იტალიაში ბადალი არ ჰყავს.

- ტრინკიერის "კანტუსა" და დღევანდელ გუნდს შორის სათამაშო სტილში დიდი სხვაობა ჩანს...

- ორი წლის წინათ გუნდში გამოცდილი უკანახაზელები თამაშობდნენ, მაძარინო, ჩინჩარინი, ბაზილე, მარკოიშვილი... თავადაც ზუსტად სტყორცნიდნენ და პასებსაც უხვად მაძლევდნენ. ჩაგდება უკვე ჩემზე იყო... დღესაც კარგი გამთამაშებლები გვყავს, ძირითადად ამერიკელები, თუმცა ჩემამდე პასი უწინდელზე ნაკლებად მოდის. ეს პრობლემა არ არის, რადგან მესმის, რომ ყველა გუნდი ერთი სტილით ვერ ითამაშებს და არც "სარაგოსასავით" პასებზე ორიენტირებული გამთამაშებელი ეყოლება. სარაგოსელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ცენტრზე თამაშს.

- ევროლიგაზე გატარებული ექვსი წლის შემდეგ ორი სეზონია ევროთასზე თამაშობ. რა სხვაობაა ამ ორ ტურნირს შორის?

- ევროთასი ევროლიგის შემდეგ მეორე შეჯიბრებაა. მაღალი დონის გუნდები ასპარეზობენ და ჩემთვისაც საინტერესოა მათ წინააღმდეგ გამოსვლა. სასიამოვნოა, რომ მეორე ეტაპზე გავედით, სადაც კიდევ უფრო ძლიერი კონკურენტები გვეყოლება.

- ბევრ ცენტრს უჭირს საჯარიმოების რეალიზება. მათ არ ჰგავხარ. რა განაპირობებს საჯარიმოების რეალიზების მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს?

- არ ვიცი, რა გიპასუხოთ, უბრალოდ ვისვრი და ვარდება! მიყვარს საჯარიმოების ტყორცნა, ვდგები ხაზზე და ვიცი, რომ არ უნდა ავაცილო. სიმართლე გითხრათ, ვარჯიშებზე ბევრ თავისუფალ ტყორცნას არ ვასრულებ, 10-20-ს ვაგდებ.

- იტალიის ჩემპიონატში სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში ხართ...

- თუმცა ზედა რვაეულის გუნდებს ბევრით არ ჩამოვრჩებით. ამ ეტაპზე "კანტუს" მთავარი ამოცანა ცხრილის ზედა ნაწილში რაც შეიძლება მალე დაბრუნებაა, რადგან იანვარში იტალიის თასზე სწორედ ის რვა კლუბი იასპარეზებს, რომელიც საშემოდგომო ეტაპს უკეთეს პოზიციაში დაამთავრებს. ეს ყველაფერი წინასწარი სურვილია, თორემ მიზნის მისაღწევად დიდი შრომა დაგვჭირდება. იტალიის ჩემპიონატში თანაბარი ძალის ბევრი გუნდია და იოლად არავინ არაფერს თმობს.

- უარესი სიტუაციაა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე, სადაც ერთმანეთზე უკეთესი ნაკრებებია თავმოყრილი...

- სასურველი ქვეყნები შეგვხვდა სამოგზაუროდ - სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი... მართლაც მშვენიერი ადგილებია. რაც შეეხება კალათბურთს, ერთმანეთზე უკეთესი ნაკრებები ჰყავთ.

ევროპის ჩემპიონატი მომავალი წლის სექტემბერში დაიწყება და დიდი მნიშვნელობა ექნება, რომელი ნაკრები ვის ჩამოიყვანს ხორვატიაში. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებზეც. იმედი მაქვს, ევროპაზე ოპტიმალური შემადგენლობთ ვიასპარეზებთ.

- საბერძნეთის ორ წამყვან კლუბში გითამაშია, "ოლიმპიაკოსსა" და "პანათინაიკოსში". ყველაზე უკეთ საბერძნეთის შემადგენლობას უნდა იცნობდე.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნებს აკლდნენ კუფოსი და სპანულისი...

- როგორც ელინები წერენ, ვასილის სპანულისმა ევრობასკეტი 2015-ზე თამაშის სურვილი უკვე დააფიქსირა...

- ო, სერიოზული შენამატია.

- ბერძნებს არც მის გარეშე აკლიათ ვარსკვლავები.

- ასეა. მაგრამ სპანულისიანი საბერძნეთი სულ სხვაა, იგი ცალკე გუნდია. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი იქნება.

- სლოვენიასა და ხორვატიასაც საფუძვლიანი პრეტენზია აქვთ ჯგუფიდან გასვლისა.

- ხორვატები მასპინძლები არიან, სლოვენიელები, ასე ვთქვათ, თანამასპინძლები. ქომაგის სიუხვით ვერ გავეჯიბრებით, თუმცა მათი ძლევა რომ შეგვიძლია, ევრო-2013-ზეც გამოჩნდა. სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორივე გუნდს თანაბრად ვეთამაშეთ და ბოლო წამებზე დავმარცხდით. შარშან ხომ ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე გვიწევდა ასპარეზობა.

- ზოგის აზრით, მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა მაკედონიასთან და ჰოლანდიასთან მოგვიწევს.

- ვერ ვიტყვი, უფრო მაღალი ადგილის დაკავების შანსი არა გვაქვს-მთქი. ევროპის ჩემპიონატამდე მწვრთნელები ყველა მეტოქეს კარგად შეისწავლიან, ჩვენც სათანადოდ მოვემზადებით და რა შანსი გვაქვს, მერე უკეთ გამოჩნდება.

რაც შეეხება მაკედონიასა და ჰოლანდიას, ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია მათაც ექნებათ. მთავარია, როგორ შემადგენლობებს შეკრებენ. მაგალითად, გასულ შესარჩევზე არ ითამაშა ჰენკ ნორელმა, რომელიც ჩემთან ერთად "სარაგოსაში" გამოდიოდა. თუმცა, არა მგონია, თუ სწორად მივუდგებით, ჰოლანდიელების ძლევა ნორელის დამატების შემდეგაც ვერ შევძლოთ.

მაკედონია კი, ჯგუფის ნებისმიერი გუნდისთვის მეტად სახიფათო მოწინააღმდეგე იქნება.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება

"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე

"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?

"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება

"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა

გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო

ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა

"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს

უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა

"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს

კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს

კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა

დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა

ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა

19-19-19 - გიორგი შერმადინი ფორმაში შედის!

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან

საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე

გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს

[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა

[VIDEO] შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | "ტენერიფემ" "ჰერცლია" დაამარცხა