ქართველებს გაცხარება და თავის გამოდება მაინცდამაინც ძლიერ მოწინააღმდეგეებთან გვიყვარს
2014 წელმაც დოღის ცხენივით ჩაირბინა. სად ეჩქარებოდა? ფინიშის ხაზთან, სადაც რქებდაგრეხილი ყოჩი რბოლის დასრულების ნიშნად ჭადრაკისებურ დროშას აფრიალებდა.

ცხვრის წელიაო, ამბობენ. საიდან მოდის წლების ასე "გაცხოველება", ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ყველა თავისი გადასახედიდან საზღვრავს: ბავშვებს თვალს სტაცებთ დახლებზე ფარასავით ჩამწკრივებული ქათქათა ცხვრები, ვარსკვლავთმრიცხველებს - შორსმიმავალი დასკვნები გამოაქვთ, ჩვენ - სპორტული კუთხით უნდა შევხედოთ: 2015 წელს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან ორი ოფიციალური მატჩი ელის; მორაგბეთა ნაკრებს მსოფლიოს თასზე სარაგბო სამყაროს მაზანზარებელ ახალ ზელანდიასთან უწევს დაპირისპირება; კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე ხვდება ევროპულ მონსტრებს...

არ არის გამორიცხული, ასეთ "მგლებთან" შეხვედრებში ჩვენი გუნდები ცხვრის ფარად წარმოგვიდგნენ, მაგრამ ერთი კარგი გამოთქმაც გვაქვს: ცხვარი, ცხვარია, თუ გაცხარდა... ქართველებს გაცხარება და თავის გამოდება მაინცდამაინც ძლიერ მოწინააღმდეგეებთან გვიყვარს. ჰოდა, 2015 წელსაც იმედით დაველოდოთ.

მაინც როგორ სწრაფად ჩაგვირბინა 2014-მა... თითქოს 90 წუთი გაგრძელებულიყოს... არა, 80 წუთი... 40... მსაჯს მაინც დაემატებინა, ან ოვერტაიმი დანიშნულიყო... თუმცა ცხოვრება თამაშია, ერთი კალენდარული წელიწადი თავისუფლად შეიძლება გარდაისახოს 40-წუთიან კალათბურთად (საფეხბურთო მიმომხილველისთვის 90-წუთიან ფეხბურთად)...

ჩვენც მივყვეთ მატჩს და ვნახოთ, წლის განმავლობაში ვინ როგორ ითამაშა, ვის რა მონაგარი ჰქონდა და ვინ დატოვა მოედანი ნაადრევად ფოლების გამო.

გდება - ავთანდილური

გდება შეიძლება იყოს სადავო, ორქულიანი, სამქულიანი და 100-ქულიანიც! კალათბურთში 7-მეტრიანი რკალის გარედან თუ ჩააგდებ, სამ ქულას დაგიწერენ, ძიუდოში კი რკალებსა და დისტანციას არავინ ზომავს: მოწინააღმდეგე უნდა აიყვანო, ზურგზე დასცე და...

წლის გდების ავტორი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგი ლოიკ პიეტრი 360 გრადუსით დაატრიალა, სუფთაზე დაანარცხა და უმალ ტელეეკრანზე 110:0 აციმციმდა (ეს გდების ხარისხია, რაოდენობა, თუ მოპოვებული ქულა, ახლა დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია - 110 აენთო).

იხილეთ ვიდეო

ერთი-ორად "გემრიელია" ევროპის ჩემპიონატის ასეთი ფინტით მოგება. უფრო გასახარი იყო, რომ იმ ევროპაზე კიდევ ერთი ქართველი გახდა ჩემპიონი - ვალერი ლიპარტელიანი. ჩვენმა ნაკრებმა კი გუნდურ პირველობაში რუსეთი დაამარცხა.

2014 წყვილი რიცხვია, ჰოდა, ჭრიკიშვილმა წლის კენტად ჩამთავრება არ ისურვა და ევროპის ოქროს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება შეუწყვილა.

AND1 - 174:53

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წლეულს წაუგებლად ჩაამთავრა მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბელგია, რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი და რუმინეთი.

მათემატიკური თვალით მორაგბეთა შედეგები ასე გამოისახება - 174:53. აი, ქულათა შეფარდება ექვს მატჩში, რა თქმა უნდა, ჩვენს სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრებმა მეოთხედ მოიპოვა საგზური მსოფლიოს თასისა, რომელიც 2015 წლის სექტემბერში ინგლისში დაიწყება. С ჯგუფში ჩვენი ნაკრები ახალ ზელანდიას, არგენტინას, ტონგასა და ნამიბიას დაუპირისპირდება. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის.

მორაგბეებმა მსოფლიოს თასის საგზურს AND1-იც მიაყოლეს. საკალათბურთო ენაზე AND1 "...და ერთს" ნიშნავს - როცა მოთამაშე ბურთს ჩააგდებს და თან ერთი ჯარიმის უფლებას მოიპოვებს, კომენტატორები გაიძახიან: "ენდ ვან"!

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის საგზურს დაუმატა ერთა თასი, რომელიც ორი წლის ჯამში ნაჩვენები შედეგის მიხედვით საუკეთესო გუნდს ეძლევა.

სამქულიანი - ცხრაში სამი

მართალია, 2014 წელს ტრავმის გამო კალათბურთელთა ნაკრებში ვერ ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მანუსავით მიაყოლა სამქულიანები - ზედიზედ მესამედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

სულ 9-ჯერ ვცადეთ ევრობასკეტზე მოხვედრა და მიზანში მხოლოდ სამჯერ მოვარტყით: 2011, 2013 და 2015 წლებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო თაობა სწორედ ახლა გვყავს და 2015 წელსაც ისეთი იმედით ველით, როგორც არასდროს.

შესარჩევ ჯგუფში ქართველებმა თანაბარი ქულები დააგროვეს უნგრეთთან და ჩეხეთთან (4-4 მოგება, 2-2 წაგება), თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილზე საქართველო აღმოჩნდა. ევრობასკეტი 5 სექტემბერს დაიწყება და "ჯვაროსნებს" ჯგუფში საბერძნეთთან, სლოვენიასთან, ხორვატიასთან, მაკედონიასთან და ჰოლანდიასთან მოუწევთ "საქმის გარჩევა".

ჯგუფიდან 4 გუნდი მერვედფინალში ითამაშებს, რაც პლეი ოფში გასვლის შანსს კიდევ უფრო ზრდის.

მოხსნა - თურქეთის გავლით

2014 წელი ისტორიული იყო საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებისთვის. ორმატჩიან პლეი ოფში ლეგიონერებით გაძლიერებულმა ქართველებმა თურქეთი დაამარცხეს.

პირველი შეხვედრა თბილისში ჩატარდა და მასპინძელთა ოთხქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 8:4. განმეორებით მატჩს უმასპინძლა სტამბოლის მცირე აუზმა, რომელიც ადგილობრივი გულშემატკივრებით იყო გაჭედილი. თუმცა მათ მაინც ვერ გადაფარეს ერთი ავტობუსით ჩასული "ქართული სპორტის ქომაგების" ხმა... ვერც თურქეთის ნაკრებმა გადაფარა ჩვენების შემართება და წავაგეთ სამქულიანი სხვაობით (9:12). ასე ცხვირწინ მოვუხსენით თურქებს ევროპის ჩემპიონატის საგზური.

ევროპაზე კი დებიუტანტ საქართველოს ევროგრანდებმა შანსი არ დაუტოვეს.

ტყორცნა - მუქი ფერები

ძნელი სათქმელია, რა დისტანციიდან იყო ნატყორცნი, მაგრამ ქართულ სპორტში ერთმანეთს კვერცხებს არავინ უნდა ესროდეს. გასული წელი ჩვენი ჭიდაობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასირცხვილო იყო.

მოკლედ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ნაკრებების მწვრთნელები პოსტებიდან გადააყენა და სწორედ ამას მოჰყვა დიდი პროტესტი.

საბოლოოდ, თითქოს, ყველაფერი რომ ჩაცხრა, ლუკა კურტანიძემ ფედერაციის პრეზიდენტობაზე უარი თქვა...

2014-ში ნათელი წერტილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იყო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო.

ფოლი - 8 პერსონალური

იშვიათი შემთხვევის მომსწრენი გავხდით გასულ ზაფხულს: ქართველმა სამართალდამცავებმა რვა მსაჯი დააკავეს, რომლებიც, თურმე, იმის მიხედვით სტვენდნენ, როგორი ფსონები ჰქონდათ დადებული მათ, ან ახლობლებს.

აკი ვამბობთ, ცხოვრება თამაშიაო - მაშინ, როცა ფეხბურთელებს ჰგონიათ, ბურთს თავის ნებაზე ათამაშებენ, ვიღაც თავად ფეხბურთელებსაც ათამაშებს...

შეცვლა - ქეცბაია/ცხადაძე

თუ საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ერთ მატჩად განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცვლა 30-ე წუთზე განხორციელდა. თან, არც მეტი არც ნაკლები, მწვრთნელი შეიცვალა.

მატჩისას მოედნიდან გასული, მის ნაცვლად შესულს ხელს ართმევს. ჩვენს შემთხვევაში სხვაგვარადაა - თემურ ქეცბაიამ ნაკრების პოსტი რომ დატოვა, მისი შემცვლელი არ ჩანდა.

...ასე კაცნაკლულმა განაგრძო თამაში ჩვენმა ნაკრებმა.

როგორც გაირკვა, ქეცბაიას ნაცვლად, ეროვნული გუნდის მწვრთელად კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი კახა ცხადაძე იმუშავებს. მძიმე პერიოდში იბარებს ნაკრებს, მაგრამ ერთი კოზირი მაინც ხელთ უპყრია - წარმოუდგენელია, გუნდმა იმაზე უარესად ითამაშოს, ან იმაზე უარესი შედეგი ჰქონდეს, რაც ბოლო წლებში...

კომენტარი - ფეხბურთი? აღარ არის

- როგორც ყოველი მატჩი, ჩვენი წლის შეჯამებაც კომენტარით დავასრულოთ. წლის ფრაზის ავტორი თემურ ქეცბაიაა:

"რით ვჯობივართ გიბრალტარს? მოკვდა ქართული ფეხბურთი, აღარ არის! ზოგიერთ კლუბში ხუთი თვეა, ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ. 0:8 წავაგოთ? ვინ ვათამაშო? არ დამიტოვებია არავინ!"

ჩაჭრა - აგვისტომდე

თემურ ქეცბაია ხშირად ამბობდა: შეხედეთ ევროთასებზე მოასპარეზე ქართულ კლუბებს, თამაშს აგვისტომდე ამთავრებენ, როგორ უნდა გამოიწვრთნას მათში სანაკრებოდ საჭირო ფეხბურთელებიო?

ევროსარბიელზე რეგულარულად თამაში რომ არ გვანაღვლებს (მათ ვისაც ფული აქვს და კარგი გუნდის გაკეთება შეუძლია), ამიტომაც ითვლებიან ჩვენთან ფავორიტებად ირლანდია, შოტლანდია, ფინეთი... პოლონეთსა და გერმანიაზე აღარაფერს ვამბობთ.

ანალოგიური პრობლემაა კალათბურთშიც და რაგბიშიც, თუმცა მათი ნაკრებები შედარებით მაღალი კლასის ლეგიონერების ხარჯზე გადიან ფონს. მოკლედ, ძალიან ვიჭრებით, როცა ევროსარბიელზე უარს ვამბობთ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

ესპანელს ესპანელი შეცვლის? - "ლევერკუზენში" ფაბრეგასის ვარიანტს განიხილავენ
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
ტენ ჰაგმა შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
შვიდ-აღლუმი: მესი-გოლი და გაქელილი "საკურები"
შვიდ-აღლუმი: პიკასო თუ ფიროსმანი?
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
შვიდ-აღლუმი: კლოდ სორელი გვინდა!
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...