რუსი მეკარე აღარ ხუმრობს
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "სენტ ლუის ბლუზის" ფორვარდი დევიდ ბექსი დაასახელა. ის თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ფორვარდის მონაგარი იყო ხუთი გოლი და რვა ქულა.

ბექსმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "არიზონასთან" 6:0 მოგებულ მატჩში, როცა კარიერაში მეორედ გაიტანა ერთ შეხვედრაში ოთხი გოლი.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "კოლორადო ეველანშის" მეკარე სემიონ ვარლამოვი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მოიგო. რუსი საშუალოდ შეხვედრაში 1.67 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 96.2 პროცენტს იგერიებდა. ვარლამოვმა საუკეთესო თამაში "ჩიკაგოსთან" აჩვენა, როცა 54 დარტყმა მოიგერია და კარიერაში მე-16 შათაუტი შეასრულა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ფლორიდა პანტერზის" ფორვარდმა ჯონათან იუბერდომ. ის გასული კვირის მეორე ბომბარდირი იყო 5 ქულით (3+2), მისმა კლუბმა კი სამიდან სამი მატჩი მოიგო.

ფილადელფია-ტამპა ბეი 3:7

2:1, 5:1, 0:1

გოლები: 1:0 ვანდეველდე-3 (ლ. შენი-3, ჟირუ-33), 1:1 სტემკოსი-23 (ტ. ჯონსონი-29, სტრალმანი-17), 2:1 უმბერგერი-7 (რიდი-14, ქობურნი-5), 3:1 ვორაჩეკი-17 (შტრაიტი-25, ჟირუ-34), 4:1 ბელემარი-4 (ვანდეველდე-5, დელ ზოტო-8), 5:1 შტრაიტი-5 (ბ. შენი-17, სიმონდსი-11), 6:1 ბ. შენი-10 (შტრაიტი-26, ვორაჩეკი-35), 7:1 რაფლი-11 (ლოუტონი-4, სიმონდსი-12), 7:2 ბ. ბოილი-8 (პაკეტი-5, სტრალმანი-18), 7:3 კელეჰანი-13 (დრუენი-16, ფილპულა-22).

ვაშინგტონი-კოლორადო 2:1

1:0, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 ბიგლი-6 (ჩიმერა-6, ტ. უილსონი-8), 1:1 ტანგეი-13 (იგინლა-16, ბერი-23), 2:1 ოვეჩკინი-22 (ბროუერი-10, ბექსტრიომი-29).

ლოს ანჯელესი-ტორონტო 2:0

1:0, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 კოპიტარი-10 (დაუტი-23, ჯ. კარტერი-20), 2:0 გაბორიკი-14 (კოპიტარი-24, ჯ. კარტერი-21).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
"რა შემთხვევაში გახდება საფონოვი პსჟ-ს ძირითადის მეკარე?" - ენრიკემ შეკითხვაზე უპასუხა