ზაურ მახარაძე: "ჩემი სირცხვილია, ქართული რომ არ ვიცი. ქართველმა მშობლიური ენა აუცილებლად უნდა იცოდეს!"
დეკემბერში, "ლელომ" ზაურ მახარაძის ინტერვიუ თარგმნა. უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებისა და დონეცკის "ოლიმპიკის" მეკარე MatchDay-სთან აცხადებდა, რომ თავს უფრო ქართველად გრძნობდა, ვიდრე უკრაინელად (იხილეთ ვრცლად).

ზაურთან დაკავშირების სურვილი ჯერ ამან განაპირობა და მეორე ფაქტორმაც - დონეცკის ფეხბურთის აღზრდილი "ოლიმპიკის" კარს იცავს. ინტერვიუში თავად თქვა, რომ "შახტარში" არაერთხელ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ უარს ამბობდა იმ მოტივით, რომ დარწმუნებული იყო, იჯარით მაინც სხვაგან გაუშვებდნენ, არადა, სკამზე ჯდომა კი არა, თამაში სურდა.

ახლა კი, უკრაინელი კოლეგისგან შევიტყვეთ, რომ მახარაძეს "შახტარში" გადაყვანას უპირებენ. ირაკლი ლილუაშვილი, რომელიც უკრაინაში თამაშობდა და იქ საკმაოდ დიდხანსაც ცხოვრობდა, მახარაძეს ახლოს იცნობს. მან გვითხრა - მე არ ვიცი, ზაური ინტერვიუებში რას ამბობს, მაგრამ სულით და გულით რომ ქართველია, ნამდვილად ვიციო...

მახარაძეს უკრაინაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ:

- ვიცით, რომ უკრაინაში დაიბადეთ. როდის წავიდა მამა საქართველოდან?

- ახალგაზრდა იყო, აქ სასწავლებლად რომ ჩამოვიდა და დარჩა. გურულები ვართ. მამა ჩოხატაურელია. იქ დღემდე ცხოვრობენ ჩემი ბებია, ბაბუა, ბიძა და ნათესავები.

- ქართულად ვერ ლაპარაკობთ, მაგრამ თუ გესმით მშობლიური ენა?

- არა და, სიმართლე გითხრათ, ამის გამო მრცხვენია. მამა ბავშვობაში მასწავლიდა ქართულს, მაგრამ ლაპარაკი მიჭირდა. უკრაინაში ქართულად დამლაპარაკებელი არავინ მყავს, მამაჩემის გარდა და რაც ვიცოდი, ის სიტყვებიც მავიწყდება.

თუმცა არა უშავს, ამას მოევლება. ასაკოვანი ხალხი სწავლობს ინგლისურს და მშობლიური ენა როგორ ვერ უნდა ავითვისო? ეს ჩემთვის ერთგვარი მიზანიცაა - ქართველმა საკუთარი ენა აუცილებლად უნდა იცოდეს.

ისე, ქართულ სამზარეულოში უკეთ ვერკვევი.

- მერე? მოგწონს?

- ძალიან. მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი სამზარეულო ქართველებს გვაქვს.

- საქართველოში ბოლოს როდის იყავით?

- ხუთი წლის წინათ. მამაჩემი ხშირად ჩამოდის. მარტო შარშან რამდენჯერმე იყო საქართველოში. მე კი, სამწუხაროდ, ბევრჯერ მსურდა ჩამოსვლა, მაგრამ შეკრებების გამო ვერ ვახერხებდი. მინდა დრო წლეულს მაინც გამოვნახო. საქართველოში ხალხიც კარგია, ბუნებაც... მოკლედ, მაქაურობა ძალიან მიყვარს.

- დაახლოებით, მსგავსი ისტორია აქვს მიხეილ ფოცხვერიასაც, რომელიც დონეცკის "შახტარისა" და უკრაინული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა...

- მიშას ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ.

- თქვენი ასაკის გათვალისწინებით, ბევრს მიაღწიეთ - უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში პატარა ამბავი არ არის...

- კი, მქონდა ეს ბედნიერება. მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აღარ მაქვს.

- შემდეგი სამიზნე ეროვნული ნაკრები უნდა იყოს. ფოცხვერიამ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა და ყველა სიკეთეზე უარი თქვა. რა დასამალია და, ამის იმედად დაგიკავშირდით. თქვენც იმავეს ხომ არ იტყვით?

- ქართველი ვარ... მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს მოვერიდები...

- საქართველოს ნაკრებში მიწვევის მიზნით ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ დაგკავშირებიათ?

- არავინ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ასეთ გადაწყვეტილებას ერთ და ორ დღეში ვერ მივიღებ. დასაფიქრებელია.

- და მაინც, წინადადებით რომ მოგმართონ, მართლა დაფიქრდებოდით?

- ახლა ვერაფერს ვიტყვი. როცა წინადადება იქნება, მერე ვილაპარაკოთ. ვიფიქრებ, დავთანხმდე თუ არა.

- მაღალ დონეზე თამაშის შანსი უკრაინის პრემიერლიგის მესამეადგილოსანი გუნდისა და ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრს უფრო აქვს, ვიდრე - საქართველოს ნაკრების მოთამაშეს. ასეთია დღევანდელი რეალობა. ძნელია, ადამიანს შესთავაზო იმ ქვეყნის ნაკრებში თამაში, რომელიც ფიფას რეიტინგში 126-ე ადგილზეა. მაგრამ ქართველი ხართ და, შეიძლება, გქონდეთ ამის სურვილი...

- მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილზეა შენი ქვეყნის ნაკრები. ხომ გითხარით, ეს რთული თემაა. თუმცა, ვიმეორებ - ქართველი რომ ვარ, არასოდეს დამვიწყებია.

- ამბობენ, ზაურ მახარაძეს დონეცკის "შახტარში" იწვევენო...

- ამგვარი საკითხებით "ოლიმპიკის" ხელმძღვანელობაა დაკავებული და ისინი გადაწყვეტენ, დავრჩები თუ სხვა გუნდში გამიშვებენ. ჩემთვის, პირადად, არავის უთქვამს, ესა და ეს გუნდი გიწვევსო.

- უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრებიდან განსაკუთრებით რომელი დაგამახსოვრდათ?

- ბევრი არც მითამაშია, ერთ ამხანაგურ მატჩში და ერთ ტურნირში მივიღე მონაწილეობა. მერე ტრავმა მივიღე და გუნდს ვეღარ დავეხმარე. სხვათა შორის, ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავდა. ყველა მატჩი კარგად მახსოვს.

- სხვათა შორის, "თანამეგობრობის თასზე" უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში სამმა ქართველმა ითამაშა - აქუბარდიამ, იაშვილმა და მესხიამ...

- ისინი წინა თაობის ნაკრებში იყვნენ. კარგი ბიჭები არიან. საერთოდ, უკრაინაში ბევრი ქართველია.

- რომელიმე მათგანთან თუ ურთიერთობთ?

- რაც უნდა უცნაური იყოს, სამწუხაროდ, ახლო ურთიერთობა არავისთან მქონია - ვერ ხერხდება. ისე, მათ შორის საკმაოდ საინტერესო მოთამაშეებიც არიან. მაგალითად, "დნიპროსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მომწონს, ღირსეული მოთამაშე და ადამიანია.

- ქართველი მეკარეების თამაში თუ გინახავთ?

- კი, რევიშვილისაც და ლორიასიც. საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ.

- რომელი მეკარეები მოგწონთ?

- გამორჩეულად მომწონს კასილიასი, დე ხეაც. პიროვნულად კი, კასილიასს ყველაზე მაღლა ვაყენებ - უბრალო ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია.

- ცნობილი ამბების გამო, თქვენი გუნდი კიევში ვარჯიშობს. დონეცკში სახლი დატოვეთ?

- დონეცკში სახლი არც მქონია. მამა თავიდანვე ოდესაში ცხოვრობდა და ოჯახი, მშობლები და ჩემი და დღემდე ამ ქალაქში არიან. მადლობა ღმერთს, ოდესას ომი არ შეხებია. მაგრამ უკრაინის ამბებს ძალიან განვიცდი. ქვეყანაც კარგია და ხალხიც. ძალიან მინდა, აქ მშვიდობამ დაისადგუროს. იმავეს ვუსურვებ საქართველოსაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
გოჩოლეიშვილისა და გულიაშვილის სამსახურით რუსული კლუბები დაინტერესდნენ
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
რატომ არ ისურვა ქვილითაიამ რუსულ გუნდში გადასვლა - სიტუაცია აგენტმა განმარტა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
მახარაძემ რამდენიმე რთული ბურთი აიღო - ქართველი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის [VIDEO]
სამშობლო, ყველაფრის მიუხედავად - რუსებისთვის საბა კვირკველია დღესაც დანაკარგია
ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ქართველი მეკარე კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში განაგრძობს
ზაურ მახარაძემ "დნიპროსთან" გააფორმა კონტრაქტი
იმიტომ, რომ ქართველი ვარ! - ფეხბურთელები, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ნაკრებია
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
წიტაიშვილის შეცვლის შემდეგ კიევის "დინამომ" "ზორიას" თამაში შემოუტრიალა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ეს წყევლაა?! - მიმდინარე კვირაში ტრავმა ორმა ქართველმა მეკარემ მიიღო [VIDEO]
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
ქართველები უცხოეთში: მამლუქები და ქართული პერსპექტივები
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
ზაურ მახარაძის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
საჩხერის "ჩიხურამ" უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან