პარალელები ყატარსა და საქართველოს სპორტულ ამბიციებს შორის
გასაკვირი სულაც არ არის, არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნებაა თუ ქვეყანა, გარკვეული ამბიციები თუ უჩნდებათ მდიდრებს. ყატარს, რომელიც აღიარებულია მსოფლოში ყველაზე მდიდარ ქვეყნად, სხვა რა გითხრათ, მაგრამ სპორტში თავის გამოჩენა ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად რომ დაუსახავს, უკვე რეალობაა.

ვგულისხმობთ არა მაღალი სპორტული შედეგებით მსოფლიოს გაოცებას, - ამის გარანტი ვერანაირი სიმდიდრე ვერ იქნება ვერასდროს, არამედ ყველაზე ავტორიტეტული ასპარეზობების ჩატარების უფლების მოპოვებას და გამორჩეულად ხელგაშლით მასპინძლობას.

თუმცა ყველაფერი მთლად სურვილსა და მომხიბვლელ შესაძლებლობებზეც არ არის დამოკიდებული. ოლიმპიურ თამაშებზე ჯერ არ არის ლაპარაკი, ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა კი ჩანაფიქრის განხორციელების გზაზე პირველი სერიოზული წარმატებაა ყატარისთვის.

აგერ, ახლა ხელბურთში ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს ეს ქვეყანა, გაისად კი სწორედ აქ ჩატარდება აზიის სპორტული თამაშები. სხვა ასპარეზობებზე აღარაფერს ვამბობთ. აქ ამჟამად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერში იგრძნობა მასპინძლების მცდელობა, ქვეყნისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით გაალამაზონ და დღესასწაულად აქციონ (რასაც გარკვეულწილად აღწევენ კიდეც) სპორტული ასპარეზობა და ამაში ნამდვილად არაფერია ცუდი, პირიქით.

ეკონომიკურად სად ჩვენ და სად ყატარი, მაგრამ ამ საკითხებზე ყურადღებას უფრო იმიტომ ვამახვილებთ, რომ მაღალი დონის ასპარეზობების, საქართველოში მოწვევის ამბიციები ჩვენც გაგვიჩნდა.

ბოლო ხანებში იმდენი ნდობა მოვიპოვეთ, ერთიმეორის მიყოლებით მოგვიწევს ჭადრაკში, ხელბურთში, ძიუდოში დიდი ასპარეზობების მასპინძლობა. აგერ, მთლად კარსაა მომდგარი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

აქ, დოჰაში, ჯერ ვერაფერს ვხედავთ ისეთს, რაც აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს ორგანიზაციის თვალსაზრისით. ეს არის მთავარი.

მეტიც, გვჯერა, რომ წვრილმანები, რასაც აქ წავაწყდით, ჩვენთან არ იქცევა პრობლემად. დოჰაში, მაგალითად, სტუმრებისთვის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტი ძალიან კომფორტულიც არის, დროზეც გადის, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მისვლაში მძღოლს ჩვენგან რომელიმე მგზავრი თუ არ დაეხმარა რუკით ხელმომარჯვებული, გზას ვერ იგნებს და ეს არ არის იშვიათი შემთხვევა.

სპორტულ დარბაზში მოხალისე ვოლონტიორებმა შეიძლება სექტორი, სუბპრესცენტრი ან შენობიდან გასასვლელი და ავტობუსების სადგომიც კი ვერ მიგასწავლონ. თუმცა მათი დახმარება ჩვენ აღარ გვინდა, უკვე მშვენივრად ვერკვევით უდაბნოში გამავალ გზებში და გზაჯვარედინებშიც კი.

საშეჯიბრო სპორტული ობიექტები, ერთის გარდა, საკმაოდაა დაშორებული ქალაქიდან. ხშირად გვიწევს საათნახევრიანი მგზავრობა მთავარ არენამდე და მთავარ პრესცენტრამდე. სამწუხაროდ, ბელორუს კომენტატორ ვლადიმერ ნოვიცკის რეპორტაჟი ჩაეშალა მომსახურე პერსონალის დაუდევრობით. გადახდილი 14 ათასი ევრო კი არ დაუბრუნეს, თუ შემდეგ ეტაპზე გააღწევთ, იქ გამოგიქვითავთო. გავლენ კი?..

გულდასმით ვაკვირდებით ყველაფერს, ნამდვილად დიდი ყურადღება გვმართებს ვოლონტიორების შერჩევა-მომზადებაში, რათა ჩვენთან გასამართ სპორტულ ღონისძიებებში მხედველობიდან არაფერი გამოგვრჩეს. ვამჩნევთ,ზოგიერთი რამ მასპინძლებს ან ყურადღების მიღმა დარჩათ, ან ჯერჯერობით მწირი გამოცდილების გამო ვერ გაითვალისწინეს.

დაბოლოს, დოჰადან ჩვენს პირველსავე პუბლიკაციას ასე გამოეხმაურა ერთი კეთილისმსურველი:

"რას დადიხარ, ძმაო, მეტი საქმე აღარ გაქვს ხომ?! აქეთ მიხედე, რა ხდება, ჩემო კარგო, ქართულ სპორტში".

მადლობა რჩევისთვის, მაგრამ მაქვს უფლება, ავტორს არ დავეთანხმო. ჯერ ერთი, თუ ნაჭუჭში ჩავიკეტებით და სხვათა გამოცდილებას არ გავიზიარებთ, შორს ვერ წავალთ. მით უფრო, რომ, ვიმეორებთ, მარტო 2015-18 წლებში არაერთი სოლიდური ასპარეზობის მასპინძლები ვართ.

ეს გამოცდილება არც ამ სტრიქონების ავტორს სჭირდება და არც გაზეთს, ქართულ სპორტს წაადგება საერთოდ. მეორეც - განა ვინმე იტყვის, რომ ჩვენი გაზეთი ყურადღებას აკლებს ქართულ სპორტს და მის პრობლემებს? მაშ, როგორ არის "ლელო" აღიარებული ქართული სპორტის მემატიანედ და ამაში არაფერია გადაჭარბებული.

"ლელოს" მთელი 80 წლის ისტორია ქართული სპორტის სამსახურია და ამ გაზეთის ყველა თაობის ეს დამსახურება სამართლიანად გვეამაყება.

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ორგანიზატორების ხარჯით ჩვენი მიწვევაც სწორედ რომ ამ უძველესი ქართული სპორტული გაზეთის დაფასებაა.

მს. ჩემპიონატი

სლოვენია-ბრაზილია 35:32

ჩილე-ბელორუსი 23:34

ყატარი-ესპანეთი 25:28

ირანი-ავსტრია 26:38

ბოსნია-ტუნისი 24:27

მაკედონია-ხორვატია 26:29

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

David
სამი თვეა რაც დოხაში ვცხოვრობ და არ გამჭირვებია არაფრის მიგნება თან ძალიან პატარა ქალაქია და თუ საცობები არ არის ერთი ბოლოდან მეორემდე 15-20 წუთსი გაივლი მანქანით. ხო და კიდევ ერთი არაფრით ჩამოვრჩებით კიარა ინფრასტრუკტურა რომელიც აქ ბოლო 5 წლის განმავლობაში აშენდა ჩვენთან საუკუნის განმავლობაში ვერ ააშენებენ
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ეროვნული სიამაყეც ასეთი უნდა!
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ყატარი-2022
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: რაც ესპანეთმა დაკარგა, საფრანგეთმა იპოვა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: საქომაგო გუნდი ჩვენც გამოგვიჩნდა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: საქართველო გახდება სახელბურთო ქვეყანა...