არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, თუნდაც ეს კლიმატი იყოს; ყატარი ყინჩად დგას ყველა გამოწვევის წინაშე
ვაჟ ხელბურთელთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატზე აკრედიტებულ ჟურნალისტთა ყურადღება 27 იანვრის ნაშუადღევს ხელბურთიდან ფეხბურთზე გადაერთო.

ფეხბურთში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში ჩატარებასთან დაკავშირებით ორგანიზატორებს რაღაც სერიოზული ღონისძიება რომ ჰქონდათ ჩაფიქრებული, იქიდანაც ჩანდა, რომ მომენტით ისარგებლეს და ხელბურთელთა ჩემპიონატზე არამონაწილე ქვეყნების მრავლისმნახველი

ჟურნალისტებიც დაპატიჟეს.

ქალაქის ცენტრში, ცათამბჯენების უბანში, "ყატარი-2022"-ის საორგანიზაციო კომიტეტს გვაწვიეს მასმედიის წარმომადგენლები და 40-სართულიანი შენობის 29-ე სართულზე, საიდანაც თვალგასახარი პანორამა იშლება, გვიმასპინძლეს.

სხვათა შორის, ამავე ნაგებობაშია განთავსებული ყატარის ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია და ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. უკეთესი რომ არ შეიძლება, პრეზენტაციაზე ისეთ ზეკომფორტულ დარბაზში შეგვიპატიჟეს.

სპეციალურად ჩვენთვის გამართულ ამ შეკრებაზე ჩემპიონატის უკვე მშენებარე ობიექტების და ჯერაც მხოლოდ მაკეტებში თავმომწონე უნიკალური პროექტების სტადიონები და ინფრასტრუქტურა წარმოგვიდგინეს. იქვე გაგვაფრთხილეს, რომ ზოგიერთი პროექტი ჯერ გასაიდუმლოებულია და ჟურნალისტებს ფოტო-ვიდეოკადრები არ გადაგვეღო.

პრესკონფერენცია გაიმართა სხვა დარბაზში. პირველად ვნახეთ ასეთი ღონისძიება თეატრალურ, მაგრამ ძალიან უბრალო, შთამბეჭდავ სტილში ორგანიზებული, თავისი შესატყვისი ვიდეოკადრების თუ სარეკლამო რგოლების თანხლებით.

კონფერენსიე-მსახიობების დარად, სიტყვას ერთმანეთს გადასცემდნენ "ყატარი-2022"-ის საორგანიზაციო კომიტეტის სხვადასხვა სამსახურის, ანუ მიმართულების წარმომადგენლები.

საერთო შთაბეჭდილება ასეთი დაგვრჩა: ფეხბურთში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში ჩატარებასთან დაკავშირებით, ყველაფერი კარგად იქნება, რომ არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემები თვით ასე ყბადაღებული კლიმატის ჩათვლითაც კი. ოღონდ ეგაა, კლიმატის გამო ვადების შეცვლა დაგვაჩქარებინებს მზადყოფნის გამოცხადებას, თუმცა, პრობლემა არც ეს არის - ამბობენ მასპინძლები.

პრესკონფერენციაზე შეკითხვების დროც დადგა. ჟურნალისტები, ძირითადად, ისეთი საკითხებით დაინტერესდნენ, სადაც მსოფლიოს ეს უმდიდრესი ქვეყანა რიგიანად მაინცდამაინც ვერ გამოიყურება.

მაგალითად, თურმე უცხოეთიდან ჩამოსული ასობით მუშახელი იღუპება მშენებლობებზე და ა.შ.

პასუხი ასეთ შეკითხვებზე იუმორნარევი გაფრთხილებით, ყველას გასაგონად, მოკლე და კონკრეტული იყო: "თუ კრიტიკას აპირებთ, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ხელბურთში მიმდინარე ჩემპიონატის დამთავრებამდე და ამ ქვეყნის დატოვებამდე".

რაც შეეხება ხელბურთელთა ჩემპიონატს, უკვე გამოვლინდნენ მეოთხედფინალისტები.

მს. ჩემპიონატი

კაცები

ჩილე-ალჟირი 27:27

ირანი-ს. არაბეთი 26:22

ბოსნია-რუსეთი 28:42

ბელორუსი-ჩეხეთი 28:28

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: დიდი ასპარეზობა დიდი პასუხისმგებლობაა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ეროვნული სიამაყეც ასეთი უნდა!
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: რაც ესპანეთმა დაკარგა, საფრანგეთმა იპოვა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: საქომაგო გუნდი ჩვენც გამოგვიჩნდა
თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: საქართველო გახდება სახელბურთო ქვეყანა...