საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები წლის მნიშვნელოვანი ტურნირისთვის, მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები წლის მნიშვნელოვანი ტურნირისთვის, მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფისთვის მზადებას განაგრძობს.

ეს შეჯიბრება წლეულს მაისში, ლისაბონში გაიმართება, სადაც ახალგაზრდა "ბორჯღალოსნები" ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და პორტუგალიის თანატოლთა ნაკრებ გუნდებს შეერკინებიან.

შეგახსენებთ, რომ ალაფის გამარჯვებული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მზადების პროგრამაში 20-წლამდელებმა აქამდე უპრეცედენტო, მენტალური გამძლეობის შეკრება გაიარეს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 8-11 იანვარს რეინჯერთა მომზადების ცენტრში გაიმართა.

წარმატებული შეკრებით ზურგგამაგრებულმა ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ნოვატორულ იდეებს უმატა და ოლიმპიური მზადების ცენტრთან ერთად 20-წლამდელების და ჭაბუკი ძიუდოისტების ერთობლივი წვრთნა დაგეგმა.

"ეს ვარჯიში ოლიმპიური მზადების ცენტრის ძიუდოს მწვრთნელ გოჩა ბერაძესთან ერთად დავგეგმეთ. წვრთნა ორეტაპიანია და მოიცავს როგორც დარბაზში ჭიდაობის, ასევე "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" სარაგბო ვარჯიშების გამართვას.

მიმაჩნია, რომ ამით ბევრ სასარგებლოს და საინტერესოს ვისწავლით ერთმანეთისგან" - თქვა 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

პირველი ეტაპი 22 იანვარს გაიმართა, როდესაც ახალგაზრდა "ბორჯღალოსნებს" ოლიმპიური მზადების ცენტრში ძიუდოს ჭაბუკთა და კადეტთა ნაკრების მოჭიდავეებმა უმასპინძლეს.

აღსანიშნავია, რომ ამ სპორტსმენებისგან შეირჩევა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც ევროპის ოლიმპიურ ფესტივალში - "თბილისი 2015" იასპარეზებს.

აქ მორაგბეებზე ხელმძღვანელობა ძიუდოს მწვრთნელმა გოჩა ბერაძემ გადაიბარა. სპორტსმენებმა ტატამს რამდენიმე წრე დაარტყეს, კარგა გვარიანად გახურდნენ და დადგა ჭიდაობის მასტერკლასის დროც.

"ბიჭები აქ საკმაოდ საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ, ვინაიდან ძიუდოს განსხვავებული სამწვრთნელო პროცესი აქვს, სხვა ტიპის ფიზმომზადებაა და კუნთების სულ სხვა ჯგუფს ადგება ძალა.

დარწმუნებული ვარ, ეს ვარჯიშები ბიჭებს მოედანზე რაქში თუ მოლში ორთაბრძოლისას წაადგებათ", - განაცხადა 20-წლამდელთა ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა გიორგი ნადარეიშვილმა.

გოჩა ბერაძემ ვარჯიშის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ იგი ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" ფიზიკური კონდიციებით კმაყოფილია.

"ბიჭები მაქსიმალურად დავღალეთ. მათ, ფაქტობრივად, პირველად ჰქონდათ შეხება ტატამთან და კიმონოსთან, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან ძლიერი ბიჭები არიან, მათ მომზადებაში დიდი შრომაა ჩადებული. როგორც ძიუდოს სპეციალისტმა, მინდა ვთქვა, რომ მორაგბეები ტოლს არ უდებდნენ ჩვენს ბიჭებს. ეგ კი არა, რომ არ გცოდნოდა, იფიქრებდი, ძიუდოისტი ძიუდოისტს ეჭიდავებოდა".

ერთობლივი წვრთნის მეორე ეტაპი 24 იანვარს, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიმართა. აქ ძიუდოისტებს, 20-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი ირაკლი ჭყონია დახვდა.

მორაგბეებმა და მოჭიდავეებმა მოედანს ძუნძულით ჯერ რამდენიმე წრე დაარტყეს, მერე კი სპრინტერული ვარჯიშების და აჩქარებების გაკეთება მოუწიათ. გახურების შემდეგ სპეციფიკური სარაგბო ვარჯიშების დრო დადგა.

"სრულიად განსხვავებული სპორტის სახეობებია და სპეციფიკიდან გამომდინარე, ძიუდოისტებს ადაპტირება მოუწიათ ჩვენს ფიზმომზადების ვარჯიშებთან. მიუხედავად ამისა, მოჭიდავეებმა ყველაფერს კარგად აუღეს ალღო და ვარჯიშებს თავი მშვენივრად გაართვეს. კარგი და ღონიერი ბიჭები არიან", - განაცხადა ირაკლი ჭყონიამ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ! უცხოეთში მსგავსი მომიჯნავე სახეობის ვარჯიშები ფეხბურთელებისთვისაც ტარდება. ძირითადად ჩოგბურთს თამაშობენ, რაც მოედანზე ძალიან ეხმარებათ.
great
კაია კაია, ამ ნოვატორულობით ბევრს მოვიგებთ, თან მომავალ ჩემპიონებსაც ეცოდინებათ ერთმანეთი და მარტო ტელევიზიით არ გაიგებენ ერთმანეთის სიკეთეს
gio
ნოვატორული იდეები ძალიან კარგია და დარწმუნებული ვარ სასარგებლოდ წაადგება ორივე სახეობას, წარმატებებს გისურვებთ.
support
ორი უძლიერესი სახეობის საამაყო წარმომადგენლები! ემოციური ვიდეოა!
ორივე სპორტის გულშემატკივარი
სახალისო ვიდეო არის. ლომების და ვეფხვების შერკინებას გავს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ძიუდოისტებს და ბორჯღალოსნებს. სასიხარულოა რომ ახალგაზრდები ამდენს შრომობენ. შედეგი არ დააყოვნებს.
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
ჭაბუკმა ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრეთში 13 მედალი მოიპოვეს
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 8 მედალი მოიპოვეს
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
21 ივნისს ქართველი ჭაბუკი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს