"ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების შედეგები არა მეტოქეებზე, არამედ ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული"
სექტემბერში საქართველოს ნაკრებს მესამე ევრობასკეტი ელის. გულშემატკივარიც ელის - თამაშებსაც და მოგებებსაც. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან ოთხი ნაკრები მერვედფინალში გადის, რაც ჩვენი გუნდის შანსებს კიდევ უფრო ზრდის. პლეი ოფი, მერვედფინალიდან ფინალამდე საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება.

მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი თუ ხედავს საქართველოს ნაკრებს საფრანგეთში.

სერბ სპეციალისტს სწორედ ეს შეკითხვა დავუსვით. ამომწურავადაც გვიპასუხა, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალამდე ჯგუფური ეტაპია (რომელიც ხორვატიაში ჩატარდება), მანამდე - მოსამზადებელი ციკლი, რომლის დაწყებამდე ნაკრების კალათბურთელებს კლუბებში აქვთ სეზონი წარმატებით ჩასამთავრებელი.

იგორ კოკოშკოვი კონტრაქტით "კლივლენდ კავალიერსთანაა" დაკავშირებული, თუმცა მთავარ მწვრთნელად დევიდ ბლატის მისვლის შემდეგ გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა და კოკოშკოვიც ბლატის შტაბის წევრი აღარ არის. როგორც თავად გვითხრა, გარკვეული პერიოდულობით სხვადასხვა კლუბებთან მუშაობს. ბოლოს დალასში ვიყავი, შემდეგ კი ფინიქსში დავბრუნდიო, აღნიშნა ნაკრების თავკაცმა.

რადგან NBA-ს კლუბებზე ვსაუბრობთ, ინტერვიუც ამავე ლიგის ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდით დავიწყოთ.

(ინტერვიუ იგორ კოკოშკოვის თბილისში ჩამოსვლამდეა ჩაწერილი)

- "მილუოკი ბაქსი" აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გუნდია. მასში კარგადაა შერეული ახალგაზრდუული ემოცია და გამოცდილება. "მილუოკიში" ბევრი მეგობარი მყავს და მიხარია, რომ წარმატებულ სეზონს ატარებს. "ბაქსი" იმ გუნდების კატეგორიიდანაა, რომლის დამარცხება ძალიან ძნელია.

- ზაზა ფაჩულიას წვლილზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- როცა ფაჩულია მოედანზეა, გუნდი უფრო თავდაჯერებული თამაშობს. ზაზა მრავალმხრივი კალათბურთელია და თანაგუნდელებს სათანადოდ ეხმარება ყველა კომპონენტში. რაც მთავარია, გუნდის სტაბილურობის განმაპირობებელ ფაქტორთა შორის ზაზას დასახელებაც შეიძლება. იგი ძალიან სტაბილურია.

- ფაჩულია ახლახან იყო ევროპაში, "მილუოკისთან" ერთად ლონდონში ითამაშა, თქვენ როდის აპირებთ ჩამოსვლას?

- თებერვლის დასაწყისში თბილისში ვიქნები. დავესწრები საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, უშუალოდ თამაშში ვნახავ ნაკრების კანდიდატებს. შევხვდები კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ერთად დავსახავთ საზაფხულო მზადების გეგმას, რომლის დიდი ნაწილიც მზადაა.

- თქვენი დასწრება დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებისთვის.

- მეც ამის იმედი მაქვს. ვეცდები, რითაც შემეძლება დავეხმარო.

- საზაფხულო გეგმებში ბევრ ძლიერ გუნდთან შეხვედრაა ჩასმული, იტალიასთან, ლატვიასთან, საფრანგეთთან... როგორ ფიქრობთ, ასეთი დაგეგმარებით ევრობასკეტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით?

- სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ევროპის ჩემპიონატზე მესამედ ვითამაშებთ და საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა საიმისოდ, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ყოველგვარი ლაფსუსი თავიდან ავიცილოთ. თუმცა მთავარი მაინც კალათბურთელთა ჯანმრთელობაა.

ნაკრების წევრები ამჟამად კლუბებში თამაშობენ და მინდა თითოეულ მათგანს წარმატებული სეზონი ვუსურვო. მათთან კონტაქტი ახლაც მაქვს და თამაშებსაც თვალს ვადევნებ. იმედი მაქვს, საკლუბო სეზონის შემდეგ ყველა ჯანმრთელად იქნება. შარშან სამი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა, რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა მეამაყება, რომ გადაწყობა მოვახერხეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ.

- შარშან ტრავმირებულთა შორის იყო ამერიკელი რიკი ჰიკმანი, რომელიც ამჟამად "ფენერბაჰჩეში" ასპარეზობს. მასთან თუ გაქვთ კავშირი და აპირებს თუ არა წლეულს ჩვენს დახმარებას?

- როგორც უკვე ვთქვი, ევროპაში გამოსამგზავრებლად ვემზადები. სტამბოლშიც გავჩერდები, სადაც ჩემს მეგობარ ჟელიმირ ობრადოვიჩს შევხვდები. სწორედ ის წვრთნის "ფენერბაჰჩეს". ცხადია, რიკი ჰიკმანსაც დაველაპარაკები და ვიმედოვნებ, ამ ზაფხულს არ შეექმნება პრობლემები.

აქვე ისიც მინდა აღვნიშნო: გასულ სეზონში მხოლოდ ქართველებით ვითამაშეთ. წარმატებითაც. ჰიკმანის არყოფნაში ძალიან კარგად გაისარჯა ახალგაზრდა დუდა სანაძე. გვყავს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებიც ნელ-ნელა ეწერებიან ნაკრებში.

რიკი ჰიკმანის დახმარება საჭიროა, თუმცა ჩემთვის პრიორიტეტული მაინც ქართველების წინ წამოწევაა.

- ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მეტოქეების შესახებ მოკლედ რისი თქმა შეგიძლიათ?

- პირველ რიგში ვიტყვი: ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების შედეგები არა მეტოქეებზე, არამედ ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული. თუ ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც გვსურს, ყველასთან გვაქვს შანსი.

- ჯგუფის ფავორიტად ვის მიიჩნევთ?

- საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებაზე მუშაობს. თუ ასე მოხდა, ბერძნებს საუკეთესო გუნდი ეყოლებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან მოგება არ შეიძლება, ან აუტსაიდერად მიჩნეულ ჰოლანდიას იოლად ვაჯობებთ.

ნიდერლანდელებმა დიდი ხნის შესვენების შემდეგ მოიპოვეს ევრობასკეტის საგზური და თავისი გათვლები ექნებათ. მათთან შეხვედრასაც ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც საბერძნეთთან დაპირისპირებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯგუფურ ეტაპზე 6 დღეში 5 შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ასეთი რთული გრაფიკის პირობებში ბევრს გადაწყვეტს სწორი გათვლები, გრძელი სათადარიგოთა სკამი.

- ხორვატიისა და სლოვენიის ნაკრებებიც ჯგუფის ფავორიტთა შორის უნდა მივათვალოთ.

- ჩვენი ჯგუფის მატჩები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბალკანური ქვეყანა მასპინძელი იქნება. სლოვენიელები და მაკედონიელები დარბაზს პირამდე გაავსებენ, ხორვატებზე აღარაფერს ვამბობ. ასეთ პირობებში კი ძნელია სტუმრად თამაში.

ხორვატიის ნაკრები არა მხოლოდ ჯგუფში, ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, პროგრესირებადი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. მასში ხომ დარიო სარიჩი, ბოიან ბოგდანოვიჩი, ანტე ტომიჩი თამაშობენ...

- საქართველოს ნაკრების ადგილს თუ ხედავთ საფრანგეთში, ლილში?

- როგორც აქამდე, საქართველოს ნაკრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს, თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე ყოველ კონკრეტულ დღეს უახლოეს მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

ერთი ვიცი, რომ მეტად დატვირთული დღეები გველის. რაც შეეხება საფრანგეთში, მერვედფინალში ვხედავ თუ არა საქართველოს ნაკრებს, მოკლედ გიპასუხებთ: ხორვატიაში სასეირნოდ არ მივდივართ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

თემოს
ცქიტიშვილზე გეთანხმები, მაგის ნაკრების გარეთ დატოვება არ შეიძლება. არის თამაშები, სადაც ზაზა შერმადინმა შეიძლება ვერ შეცვალოს. რაც შეეხება პლეიმეიკერს- ციდან ხომ არ ჩამოვარდება. არ გვყავს და რა ვქნათ?! ისევ ცინცაძის კაგი თამაშის იმედად უნდა ვიყოთ. გეთანხმები, რომ კოკოშკოვი ვარსკვლავებს არ წყვიტავს და ხანდახან ტაქტიკურ შეცდომებს უშვებს, განსაკუთრებით დაცვის არასწორად დაყენებაში, მაგრამ ვფქრობ რომ საერთო ჯამში მაინც ნორმალური მწვრთნელია და ჩვენი ნაკრების წარმატებისთვის საკმარისია. მთავარია რომ ბიჭები იყვნენ ჯანმრთელად და ფორმაში. ზაზა, მანო, თოკო, ვიქტორა და ცინცაძე. რა ხუთეულია???!!! ვისაც გინდა იმას ეომებიან. თან სათადარიგოც გყავს ნორმალური. მოკლედ მე ძალიან იმედიანად ვარ. წარმატებები ბიჭებო!!!!
თემო
კოკოშკოვის სამწვრთნელო შესაძლებლობებზე მაღალი წარმოდგენა არასდროს მქონია, ხოლო ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებები უფრო ნიჭიერი თაობის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. ხორვატიაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია პლეიმეკერის საკითხის მოგვარება, რაზედაც მწვრთნელი არ საუბრობს, ჰიკმანი კი უფრო მეორე ნომერია. კოკშკოვის გაუგონარი სიჯიუტის გამო ნაკრების მიღმა რჩება ცქიტიშვილი, არადა ლიბანის ჩემპიონატში, რომლის დონე ჩვენი შიდა პირველობის დონეს აშკარად აღემატება ლიგაში მრავლად წარმოდგენილი ლეგიონერების ხარჯზე,ნიკა სასწაულებს ახდენს. თუნდაც ბოლო მატჩში მან 52 ქულა და 22 მოხსნა დააგროვა, ამასთან ტყორცნის სიზუსტე თითქმის 95%-ს შეადგენდა. ნიკას და თოკოს სახით ჩვენ ორი ძლიერი მეოთხე ნომერი გვეყოლებოდა!
ტიჯანა513
წარმატებები ნაკრებს
r.s
რა უბედურებაა ეს ლელოს რეკლამა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან
საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე რიკი ჰიკმანი, სავარაუდოდ, არ დაეხმარება
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" ევროლიგაში "ფენერბაჰჩესთან" ვერაფერი გააწყო
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
ᓡᓐᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓝ VS ᓩᓔᓮᓔᓗᓘ - ᓓᓐᓕᓐᓒᓔᓛოᓕᓜᓝᓗ ᓩᓔᓮᓣᓠᓘ...
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
დუდა სანაძის 17 ქულა თურქულ "ბურსასფორთან" მატჩში
სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
თორნიკე შენგელიას 11 ქულა და დასანანი მარცხი სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან"
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა