ორი წელია, რაც საქართველოში ნიგერიელი კელვინ იტუს ბლეკი ჩამოვიდა და საფეხბურთო კლუბი "მარკ სტარი" ჩამოაყალიბა
ფოტოზე: კელვინ იტუს ბლეკი და დავით თაქთაქიშვილი

ორი წელია, რაც საქართველოში ნიგერიელი კელვინ იტუს ბლეკი ჩამოვიდა და საფეხბურთო კლუბი "მარკ სტარი" ჩამოაყალიბა. ეს კლუბი რეგიონულ ლიგაში გამოდის. ბლეკი წარმოგვიდგინეს, როგორც ახლო წარსულში ნიგერიის ნაკრების წევრობის კანდიდატი, თუმცა მასზე ინფორმაცია ვერც "ვიკიპედიაში" მოვიძიეთ და ვერც სხვა საფეხბურთო ცნობარებში...

კელვინ იტუს ბლეკი ამბობს, რომ ნიგერიაში ტრანსპორტისა და უძრავი ქონების ბიზნესი აქვს და კლუბსაც ამ შემოსავლით ინახავს. "მარკ სტარის" პრეზიდენტი მედიასაც შეხვდა და გუნდის მთავარ მწვრთნელ დავით თაქთაქიშვილთან ერთად კლუბის განვითარების გეგმებზე ილაპარაკა, ბოლოს კი, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი სათქმელიც გაამხილა - საქართველოში ვიზის პრობლემა შემექმნაო...

"ორი წელია, რაც ჩვენი პრეზიდენტი საქართველოშია და ფეხბურთში ინვესტირებითაა დაინტერესებული. ახლა მას საქმიანობის გაფართოება და საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება სურს. საამისოდ, "ავაზასა" და "ოლიმპიური მომზადების ცენტრის" მოედნებს ვიქირავებთ, ბავშვების მიღებას კი უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. მიზანი ფეხბურთელების გაზრდა და მათი უცხოეთში გაყიდვაა", - ამბობს დავით თაქთაქიშვილი.

ნიგერიელი ბიზნესმენის თქმით, ტრანსფერები უკვე განახორციელა საბერძნეთში, კვიპროსში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. მისი მიზანი 15-წლიანი იჯარით სტადიონის ქირაობაა და არ მალავს, რომ თვალი მაუდ-კამვოლის ტერიტორიაზე მდებარე "სუკონკას" დაადგა. თაქთაქიშვილი დარწმუნებულია, რომ არენის იჯარით აღების შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტი მას მოაწესრიგებს.

გარდა ამისა, "მარკ სტარის" ხელმძღვანელობა საფეხბურთო აკადემიაში ბავშვებს ფორმებს უფასოდ დაურიგებს და კარგ სავარჯიშო პირობებსაც შეუქმნის, ხოლო ნიჭიერებს - გადასახადებისგან გაათავისუფლებს.

როგორც ნიგერიელი ამბობს, საქართველოში დღემდე 95 ათას ლარამდე დახარჯა, საფეხბურთო აკადემიაში კი 30 ათასის დაბანდებას აპირებს. დაგვეთანხმებით, ეს ფული დღევანდელი ფეხბურთისთვის მიზერია და სერიოზული საქმის წამოწყებას არ ეყოფა.

ბოლოს, "მარკ სტარის" პრეზიდენტმა თქვა, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს - სამხრეთ აფრიკისა და ნიგერიის, რის გამოც წინა ხელისუფლებამ ციხეში აყურყუტა. არც ის დამალა, რომ საქართველოში ვიზის პრობლემა შეექმნა.

"იმედია, საბოლოოდ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება და ვიზას გამიგრძელებენ. არ მინდა, საქართველოში დახარჯული თანხა გადაყრილი აღმოჩნდეს. მე ქართულ ფეხბურთს ვეხმარები, აქ მოთამაშე აფრიკელი ფეხბურთელების 90% ჩემი ჩამოყვანილია.

მეგობრები ევროპაშიც მყავს - ოკოჩა, კანუ და ასე შემდეგ. შემიძლია, ფეხბურთელები ევროპაში წავიყვანო და საქართველოს გამოვადგე", - ამბობს "მარკ სტარის" პრეზიდენტი.

საინტერესოა, რომ კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გუნდის მიზნად ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა გამოცხადებული, რაც 100-ათასლარიანი ბიუჯეტით ძნელი დასაჯერებელია.

ჯერჯერობით კი "მარკ სტარში" მოსაწონი ისაა, რომ ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტებს (თენგიზ სულაქველიძე-უმცროსი, დავით მაჩიტაძე, დავით თაქთაქიშვილი) ასაქმებს. სხვა რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Raul
რა არ მოეწონა ადმინს ჩემ კომანტარში ასე რომ შეამოკლა? ის, რომ ჟურნალისტი რომ ხარ ფაქტების გადმოცემის გარდა ანალიზი და დასკვნის დადებაც რომ უნდა შეგეძლოს თუ ის, ეს ნიგერიელი ფულის გასათეთრებლად ჩამოსული რომ მგონია?
Raul
ვგიჟდები ასეთ სტატიებზე
გულშემატკივარი
VALI ნამდვილად ვერ ვიტყვი შენ ამ კაცს იცნობ თუ არა მაგრამ არ შემიძლია შენს ნათქვამს არ დავეთანხმო, მეც ვფიქრობ რომ ეს ადამიანი არაგუწრფელია და უფრო მეტიც თაღლითია. მოდით კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჟურნალისტს დაუსვას კითხვა რამდენი მოთამაშე ყავს გუნდში და რამდენი მოწვევას აპირებს ან სურს კიდევ. საქართველოში სადაც მოდით გულწრფელად ვთქვათ ადგილობრივი ფეხბურთი არ არის პოპულალური სპორტის სახეიბა.
svimeon farada
რამდენი უნდა შეაგროვოს ის უპატრონოები ? ( აბა , პატრონი ამას მიუყვანს ბავშვს ? ) :))))
vaii
მერაბ ინტერვიუს რომ იღებდი არ დაგებადა ეჭვი რომ ეს პიროვნება თაღლითია, ამდენი წელია ფეხბურთის სამყაროში ტრიალებ. ეს პიროვნება ჩვეულებრივი ტაღლითია, არის მეორე მომენტი ეჭვი დამებადა რომ ეს პიროვნება დაკავებულია ჩვეულებრივი საფეხბურთო ტრეფიკინგით, ანუ ართმევს ფულს ფეხბურთელებს და ჩამოყავს საქართველოში მოტყუებით და პირდება საერია ა ს პირობებს.
QQQ
აბა ოკოჩას ესენი ვერ დაურეკავენ და ჯერათ :)))
პატარა ფასკუნჯი
ჩვენ ჟურნალისტებს ბაზარში თუ გააგზავნი კარტოფილისთვის... მარა ხურდას არც მაქედან მოგიტანენ.
zura
ჟურნალისტები თქვენახართ და გადაამოწმეთ,გუგლიდან კოპი პასტეს,რომ ხართ მიჩვეული! უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ!!!
oeee
ვინც დედამ დაწყევლა ყველა აქ ჩამოდის,ეს ბავშვები რამე შარს არ გადაკიდოს ამ თაღლითმა
lsd
ჯოჯოხეთს ერთი შვანცკი აკლდაო
zura1504
რა ტრანსფერები განახორციელა? შეიძლება დაკონკრეტება?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეოთხე გოლი გაიტანა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
"მარკ სტარი"-"ალაზნის" მატჩში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
"მარკ სტარი" - აფრიკელების კიდევ ერთი გუნდი საქართველოში
ლანჩხუთის "გურიამ" არც მეორელიგელი დაინდო - წილოსანმა სეზონი იმედიანად დაიწყო
საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ფეხბურთელები დაჭრეს! [VIDEO]
ᓐᓛᓑᓘცᓘუᓠᓘ "ᓡᓐᓡᓙᓝ" ᓡᓐᓥᓐრᓗᓕეᓚᓝᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓧᓝᓤიᓚ ᓛᓝᓗᓐᓛᓐᓨᓔᓔᓑᓡ ᓘᓛᓐᓢᓔᓑᓡ
საბურთალო-მარკ სტარი 5:1 - ესპანელმა ლეგიონერმა ამჯერად დუბლი გაიფორმა
გულშემატკივრის კუთხე: აი, ეს არის თქვენი მიდგომა!