ქპრ: რედნაპს მუხლმა, "ქუინზ პარკს" რედნაპმა უმუხთლა
ჰარი რედნაპმა "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის ოფიციალური მიზეზი მუხლის ოპერაციაა, რომელიც 67 წლის სპეციალისტმა უნდა გაიკეთოს და შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდიც გაიაროს.

რედნაპმა კლუბის შეფი ტონი ფერნანდესი, რომელსაც მისი გაშვება არ სურდა, საქმის კურსში ჩააყენა და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც ფერნანდესმა დააკმაყოფილა.

ისე კი, რედნაპის გადაწყვეტილება საეჭვოდ დაემთხვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვას. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა, შესაძლოა, მთავარი ან ერთადერთი მიზეზი არ გახლდეთ გამოცდილი სპეციალისტის გუნდიდან წასვლის... ამბობენ, რედნაპს გუნდის გაძლიერება სურდა და უფროსობას ახალ ფეხბურთელებს სთხოვდა, მაგრამ რადგან ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, განაწყენდა და წავიდაო.

მეორე მხრივ, მხარეები ერთმანეთს ძალიან თბილად, მადლობებითა და ცრემლისღვრით დაემშვიდობნენ. ქპრ ისევ ღრმა კრიზისშია და გასავარდნ ზონაში იმყოფება. სადაც რედნაპი კლუბს ჩემპიონშიპში ჩაჰყვა, წარმოიდგინეთ, როგორი სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონოდა, რომ ახლა წასულიყო.

"გადაუდებელი ოპერაცია მჭირდება და რადგან უახლოეს პერიოდში 100%-ით ვერ დავიხარჯები, სჯობს, საქმეს სხვამ მიხედოს" - აღნიშნა რედნაპმა.

ქპრ-ს შემდეგი მატჩი საკუთარ კედლებში აქვს "საუთჰემპტონთან". გუნდს დროებით კლუბში ერთ-ერთ ფუნქციონერად მომუშავე ლეს ფერდინანდი და აკადემიის მწვრთნელი კრის რემზი უხელმძღვანელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
რედნაპი: თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ მინდა "ლივერპული" ჯერარდმა ჩაიბაროს
რედნაპი ავარიის შემდეგ მკვდარი ეგონათ, ექიმმა ზეწარიც გადააფარა; ის გადარჩა, ყნოსვა დაკარგა და სახის ტიკი დარჩა
უცნობი ქართველი ფეხბურთელები: კახეთიდან "ქუინზ პარკ რეინჯერსამდე"
"ნაპოლი" ფავორიტთა შორისაა - რედნაპის აზრით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია
პრემიერლიგა. გადადებული მატჩი: "ტოტენჰემმა" ჰარი კეინის დუბლით მოიგო
ჰარი რედნაპი: ტუალეტის ქაღალდი დიდად არ მჭირდება, მე ღარიბ ოჯახში გავიზარდე
ფრანკ დე ბური - ახალი კანდიდატურა "ტოტენჰემისთვის"
73 წლის რედნაპმა შეიძლება ნიგერიის ნაკრები ჩაიბაროს
კრის რემზის "ქუინზ პარკის" გაწვრთნა უნდა
ტიმ შერვუდი დროებით "ტოტენჰემს" გაწვრთნის
პოლ გასკოინი და ლეს ფერდინანდი ინგლისის ნაკრების მატჩების წინ უცნაურ რიტუალს ასრულებდნენ?
ჰარი რედნაპი: ბეილი ბუცების თასმებსაც ვერ იკრავს
ქპრ: რემზიმდე და რემზისთან ერთად
თემურ ქეცბაია "ნიუკასლ იუნაიტედში" კიდევ ერთხელ ითამაშებს
ფანტასტიკური ჩარლი ოსტინი - ვინ ქაჩავს აუტსაიდერ "ქუინზ პარკს"
ინგლისი. პრემიერლიგა: ინგლისის ნაკრების კანდიდატთა დუელი
პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!