ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ღვინის გარდა საამაყოც... ფეხბურთი გურჯაანშიც მოენატრათ!

ღვინის გარდა საამაყოც... ფეხბურთი გურჯაანშიც მოენატრათ!

გურჯაანის "ალაზანი", რომელიც მეორე ლიგის ცენტრალურ ზონაში მესამე ადგილზეა, სეზონისთვის ქობულეთში ემზადება
ფოტოზე: მიხეილ ფურცალეძა და "ალაზანის" ფეხბურთელები

სულ ახლახან, საინტერესო ამბავი შევიტყვეთ: მაშინ როცა უმაღლესი ლიგის ერთი-ორი გუნდი ადგილზეც ვერ ახერხებს მეორე წრისათვის მომზადებას, მეორე ლიგის ცენტრალურ ზონაში მოასპარეზე გურჯაანის "ალაზანი" 26 იანვრიდან ქობულეთში გადის შეკრებას!

ეგ კი არა, "ალაზანი" ამის მერე მეორე შეკრებასაც გაივლის სეზონის განახლებამდე და გურჯაანელთა საყვარელი გუნდი სულაც ანთალიაში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ზოგიერთი ახალწვეულის სავიზო პრობლემების გამო, საქართველოში მომზადებით "დაკმაყოფილება მოუწევს"...

პროჟექტორებით და სრული ანშლაგით

არცთუ შორეულ წარსულში კახეთის რეგიონის გუნდები მრავლად იყვნენ უმაღლეს თუ პირველ ლიგაში: თელავის "კახეთმა" 7 სეზონი გაატარა უმაღლეს ლიგაში, გურჯაანის "ალაზანმა" - 4, ყვარლის "დურუჯმა " - 2, ერთიც წნორის "მილანმა".

აღარაფერს ვამბობთ პირველი ლიგის გათამაშებაში, როცა დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოსა თუ ახმეტის გუნდებს არაერთი სეზონი გაუტარებიათ რანგით მეორე ლიგაში. თანაც, მხოლოდ რაიონული ცენტრის გუნდებს არ ვგულისხმობთ: დრო იყო, კახეთის სხვადასხვა სოფლის გუნდები მრავლად რომ იყვნენ პირველ თუ მეორე ლიგაში!

ჰო, მართლაც ასე იყო და ვაზისუბანის, ვარდისუბანის, სართიჭალას, ძველი ანაგას, ქვემო ალვანისა თუ წნორის გუნდები სხვადასხვა წარმატებით გამოდიოდნენ რანგით მეორე თუ მესამე ლიგაში.

ცალკე უნდა აღინიშნოს კახეთის კიდევ ორი სოფლის გუნდის ასპარეზობა: "ნაფარეულზე" გასული საუკუნის 90-იან წლებში ლეგენდები დადიოდა და არამხოლოდ იქაური... ღვინისა თუ კონიაკის გამო!

ადგილობრივი ბიზნესმენის, მერაბ ხიდეშელის დიდი მონდომებით, "ნაფარეულს" მართლაც ჩინებული სტადიონი ჰქონდა არანაკლებ ჩინებული ბალახის საფარითა და... ხელოვნური განათებით! თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როცა კახეთი კი არა, ლამის მთელი საქართველო ჩაბნელებული იყო და ამ დროს, რანგით მესამე ლიგის გუნდი საშინაო მატჩებს პროჟექტორების შუქზე და, რა თქმა უნდა, სრული ანშლაგით ატარებდა!

ასევე ცალკე უნადა აღინიშნოს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანის ამავე სახელწოდების მქონე გუნდიც, რომელიც რობერტ ბერუაშვილის ხელმძღვანელობით ლამის ორი ათეული წელიწადი გამოდიოდა პირველ ლიგაში!

რა თქმა უნდა, ასევე ცალკე საუბრის თემაა ძველი ანაგის "მილანის" ჯერ დაარსება, მერე კი უმაღლეს ლიგაში აღზევება! ქიზიყური გუნდის ამ წარმატების სულისჩამდგმელი კი ადგილობრივი მკვიდრი, აწ განსვენებული ავთანდილ მანგოშვილი გახლდათ...

ადიდებული ალაზანი

დაახლოებით წელიწადნახევრის წინათ იყო, "ლელოში" კახეთის რეგიონის საფეხბურთო ცხოვრებაზე, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ოპტიმისტური წერილი რომ გამოვაქვეყნეთ. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ 2013/14 წლების სეზონის წინ სამწლიანი პაუზის მერე პირველ ლიგას კახეთის რეგიონის გუნდი, თელავის "კახეთი" დაუბრუნდა!

გულწრფელად გვჯეროდა, რომ თელავის მაგალითი ამ რეგიონის სხვა რაიონებისათვისაც "გადამდები" აღმოჩნდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე მომუშავე მწვრთნელის, ბათუმის "დინამოსა" და რუსთავის "გორდას" ყოფილი ნახევარმცველის, როსტომ თორღაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კახეთმა" სწორედაც რომ უსახსრობის გამო პირველ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.

უფრო მეტი პრობლემები იყო თელავის მეზობელ და უპრინციპულეს კონკურენტ (თანაც, ყველა სფეროსა თუ ასპექტში) რაიონშიც: გურჯაანის "ალაზანი" 1993/94 წლების სეზონის შედეგების მიხედვით უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა და იმის მერე, ეს გუნდი უძლიერესთა შორის აღარც გამოჩენილა. თუმცა, უმაღლეს ლიგას ვინ ჩივის, წლების განმავლობაში, საერთოდაც აღარ არსებობდა!..

პირველი ეროვნული ჩემპიონატი "ალაზანმა" II ჯგუფში დაიწყო და წარმატებითაც იასპარეზა: მომდევნო სეზონში I ჯგუფში (ანუ, იმდროინდელ უმაღლეს ლიგაში) მონაწილეობის უფლება მიიღო. 1991 წლის და 1991/92 წლების სეზონებში "ალაზანს" სერიოზული ამბიციები არ ჰქონია.

აი, 1992/93 წლების სეზონის წინ კი გუნდში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: მთავარ მწვრთნელად ოთარ გაბელია მიიწვიეს (რომელმაც წინა სამი ჩემპიონატი წარმატებით იმუშავა ზუგდიდის "ოდიშში"), ხოლო შემადგენლობა გაძლიერდა სხვადასხვა გუნდიდან გადმოყვანილი ფეხბურთელებით.

ანუ, ფაქტობრივად, მხოლოდ მეკარე გიორგი ჭუნიაშვილი და ევგენი სანადირაძე დარჩნენ წინა სეზონში მოასპარეზე გუნდიდან, დანარჩენები კი ცნობადი ახალწვეულები იყვნენ: ოთარ კორღალიძე, ბესიკ ფრიდონაშვილი, დავით ცომაია, დავით უგრელიძე, მერაბ თევზაძე, გოჩა გუჯაბიძე (ყველა - "გურიადან") პლუს პერსპექტიული ახალგაზრდები - დავით ნეფარიძე ("დილადან"), ლევან ნადარეიშვილი ("შევარდენიდან"), ვასილ სეფაშვილი, ზურაბ ფოფხაძე და სხვები.

მოკლედ, "ალაზანს" საკმარისზე მეტი ფინანსური რესურსი გაუჩნდა და ამბიციაც აქედან გამომდინარე იყო. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი კლუბის იმდროინდელი პრეზიდენტი, ახალგაზრდა ბიზნესმენი მიხეილ ფურცელაძე გახლდათ და "ალაზანმაც" ყველას სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა - IV ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ დედაქალაქურ გუნდებს, "შევარდენსა" და "დინამოს" ჩამორჩა!

განსაკუთრებით წარმატებულად "ალაზანი" საშინაო სარბიელზე თამაშობდა: გურჯაანიდან მხოლოდ "მრეტებმა" წაიღო 1 ქულა!..

პრეზიდენტიც, დირექტორიც, მწვრთნელიც...

იმ პერიოდში გურჯაანში ნამდვილი საფეხბურთო ბუმი იყო; ამას ისიც მოწმობდა, რომ 1992 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა სწორედ ამ ქალაქში ჩაატარა ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანის ნაკრებთან (6:3); იმდროინდელ საქართველოს ნაკრებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე უკონკურენტო იყო დავით ცომაია, მალე კი ჩვენს უპირველეს გუნდში დებიუტი ჰქონდა "ალაზანის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, ვასილ სეფაშვილს.

თუმცა, ამის მერე მოვლენები სხვაგვარად წარიმართა: მიხეილ ფურცელაძეს ჯერ "ალაზანის", მერე კი საერთოდ... საქართველოს დატოვებამ მოუწია და გარკვეული პერიოდი ემიგრაციაში იმყოფებოდა. საგრძნობლად დასუსტებულმა "ალაზანმა" კი 1993/94 წლების სეზონი ერთობ წარუმატებლად ჩაატარა (ერთი-ორი სკანდალური მატჩიც ჰქონდა...) და უმაღლეს ლიგასაც ისე დაემშვიდობა, ადგილობრივ ქომაგებს ამ გუნდის კვლავაც აღზევების აღარც კი სჯერათ.

უფრო ზუსტად, შარშან შემოდგომამდე არ სჯეროდათ: ისე როგორც წინა სეზონში, "ალაზანი" ამჯერადაც მეორე ლიგის ერთი "ჩვეულებრივი გუნდი" იქნებოდა, ვიდრე უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდში მიხეილ ფურცელაძე არ დაბრუნდა.

ჰო, სწორედ ის მიხეილ ფურცელაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც 21 წლის წინათ "ალაზანმა" უმაღლეს ლიგაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა; ჰოდა, დაბრუნებაც ამას ჰქვია: "ალაზანმა" შთამბეჭდავი წაუგებელი სერია "გამოაცხო" და ზამთრის პაუზას მეორე ლიგის ცენტრალურ ზონაში მესამე ადგილზე მყოფი შეხვდა!

არადა, სეზონის სტარტზე დაკარგული ქულები რომ არა, "ალაზანს" რეალური კონკურენცია შეეძლო გაეწია ორი გამოკვეთილი ფავორიტისათვის: რუსთავის "მეტალურგი 2" გურჯაანელთა გუნდს 4 ქულით უსწრებს, ცხინვალის "ლიახვი" კი - 8 ქულით. თუმცა, წინ მეორე წრეა და სიურპრიზებსაც ნუ გამოვრიცხავთ, მით უფრო, რომ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, "ალაზანი" ამჟამად ქობულეთში გადის პირველ შეკრებას და 7 (შვიდი!) საკონტროლო მატჩი აქვს დაგეგმილი (მათ შორის - "გურიასთანაც").

ამას გარდა, "ალაზანმა" სამი ლეგიონერი (კოტ დ"ივუარიდან, ზიმბაბვედან, ნიგერიიდან) დაიმატა და ეს ახალწვეულები თუ მოკლე დროში მოახერხებენ პარტნიორებთან შეთამაშებას, შესაძლოა, მართლაც მძაფრი კონკურენცია ვიხილოთ მეორე ლიგის ცენტრალურ ზონაში.

თუმცა, როგორც მიხეილ ფურცელაძემ გვითხრა, ამ ეტაპზე პირველ ლიგაში აღზევებაზე მეტად პრიორიტეტული სხვა რამ არის: "ალაზანის" საფეხბურთო ტრადიციების აღდგენა და სამომავლო პერსპექტივები, რის დასტურადაც ის ფაქტი გამოდგება, რომ ძირითად გუნდში 7 ადგილობრივი ფეხბურთელი ასპარეზობს (მათ შორის, 15-16 წლის მოზარდები).

ამას გარდა, გურჯაანში ჩამოყალიბდა ბავშვთა გუნდი "ნორჩი ალაზნელი", რომელსაც ასევე მიხეილ ფურცელაძე უპატრონებს.

აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტიც შეძლებისდაგვარად ეხმარება გუნდს და სეზონის ბოლომდე 160 000 ლარით შეეწია - სწორედ ამ ბიუჯეტით მოხერხდა "ალაზანის" ქობულეთური შეკრება...

ყველაზე საინტერესო კი ესაა - მიხეილ ფურცელაძე ოფიციალურად "ალაზნის" კონსულტანტია, სინამდვილეში კი მთავარი მწვრთნელიც ის არის, გენერალური დირექტორიც, პრეზიდენტიც და, რაც მთავარია, ფინანსების მომძიებელიც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• g

პუმას...ეს სტატია ცოტა გვიან დაიდო გუშინ,აცადე ცოტა გაიღვიძონ და ნახე შენ მერე რო დაცხებენ,რას ქვია სახელმწიფოს ფული იხარჯებაო.ესენი ხო დღედაღამ სამშობლოზე ფიქრობენ....

• puma

აბა ეტაკეთ რათ უნდათ კახელებს გუნდიო, ყოჩაღ ბატონო გია კარგი სტატიაა

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი

ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე

გურჯაანის "ალაზანი" - უძახე ახლა მეორე ლიგის გუნდი!

მილანიდან 3740 კილომეტრში პატარა ქართული გუნდის დიდი სიყვარულის ისტორია [PHOTO]

"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება