აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სრულად დაფარავს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებულ ხარჯს
დღეს, 6 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პრესკოფერენცია საკალათბურთო გაცვლითი პროგრამის კონკურსის გამოსაცხადებლად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე კალათბურთელ გოგონებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სრულად დაფარავს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებულ ხარჯს.

კონკურსი გაიმართება თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მათ, ვისაც აინტერესებთ პროგრამაში მონაწილეობა, შეუძლიათ ეწვიონ საელჩოს "ფეისბუქის" გვერდს დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/posts/10152966767947954.

მონაწილეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია კალათბურთის კარგად თამაში, ინგლისური ენის ფლობა და სურვილი, ისწავლონ მეტი გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ.

მსგავსი ტიპის პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოში. 2015 წლის იანვარში ორი გოგონა, ორი ვაჟი და მწვრთნელი გაემგზავრა ამერიკაში. 12-დღიანი პროგრამა მოიცავდა ვარჯიშებს, სემინარებს და კულტურულ ღონისძიებებს უკრაინელ, ლატვიელ, პოლონელ და მოლდოველ სპორტსმენებთან ერთად.

აშშ-ის მთავრობა განაგრძობს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ხელშეწყობას საქართველოში.

სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას, აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, პროგრამის მონაწილეებიც დაესწრნენ.

ჯეიმს დუი (ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე):

"პროექტის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა იანვარში, როცა ამერიკაში 1 მწვრთნელი, 2 ბიჭი და 2 გოგო კალათბურთელი გაემგზავრა. ახლა კი, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, ამ შანსს 4 გოგონა მიიღებს.

ეს პროექტი ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. ის არ არის მხოლოდ კალათბურთის შესახებ, პროგრამა არის არა მხოლოდ სპორტზე ორიენტირებული, არამედ ახალგაზრდების განვითარებას ისახავს მიზნად.

ვფიქრობ, ქართველი გოგონებისთვის ეს არის ძალიან კარგი შანსი და მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც თამაშობს კალათბურთს, ფლობს ინგლისურ ენას და არის გახსნილი ახალი პროექტებისთვის, დაინტერესდნენ და ჩაერთონ ამ პროგრამაში".

ნინო გურული (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი):

"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის საელჩოს ამ ძალიან სასარგებლო და საჭირო პროექტისთვის. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ყოველთვის მხარს დაუჭერს იმ პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროგრამის პირველი ეტაპი იანვარში უკვე განხორციელდა და ახლა ამერიკული გამოცდილების მიღების შანსი კიდევ ერთხელ ეძლევათ ახალგაზრდა მოთამაშეებს. სასიამოვნოა, რომ აქცენტი გოგონებზე კეთდება. მინდა მათ წარმატება ვუსურვო და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა აშშ-ის საელჩოს საქართველოში".

ირაკლი ტომარაძე (მწვრთნელი, პროგრამის პირველი ეტაპის მონაწილე):

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას. ამ პროექტით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ.

პროგრამის ფარგლებში დავესწარით ბევრ საინტერესო შეხვედრას, ვარჯიშს, ასევე, ნბა-ს თამაშს. ვნახეთ კალათბურთი ყველა დონეზე, მათ შორის, როგორ ითვისებენ ამ სპორტს შშმ პირები.

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო მწვრთნელებთან კომუნიკაცია: როგორ გეგმავენ, ურთიერთობენ, რაზე ამახვილებენ ყურადღებას და ა.შ. ასეთი სისტემა ჩვენთან გარკვეული მიზეზების გამო, ბუნებრივია, ზუსტად ვერ დაინერგება, თუმცა ჩვენ, საკალათბურთო აკადემია შევეცდებით გადმოვიღოთ მაქსიმალურად ბევრი საინტერესო და საჭირო მომენტი.

ვაპირებთ ფედერაციასთან შეხვედრას და ჩვენი იდეების გაზიარებას. წარმატებებს ვუსურვებ პროგრამის შემდგომი ეტაპის მონაწილეებს".

მაგდა სვიანაძე (გოგონათა ოლიმპიური ნაკრების წევრი, პროგრამის პირველი ეტაპის მონაწილე):

"ძალიან კარგი და სასარგებლო პროექტია, დიდი გამოცდილება მივიღეთ და მიხარია, რომ შანსი მომეცა, ამ პროგრამაში მეც ვყოფილიყავი ჩართული.

ბევრი საინტერესო და ახალი რამე გავიგეთ. ვიყავით ტრენინგებზე, ვარჯიშებზე, ავისრულეთ ოცნება და ნბა-ს თამაშსაც დავესწარით. შევხვდით შშმ პირებსაც და მათთან ერთად ვითამაშეთ კალათბურთი.

ძალიან კარგი იქნება, თუ ამ პროგრამაში ჩართვის საშუალება ბევრ ახალგაზრდას მიეცემა".

წყარო: superleague.ge

3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო