"ხარირმებმა" დიდი ბრძოლა გადაიტანეს და "ბრუკლინ ნეთსს" თითქმის უიმედო სიტუაციიდან დაუძვრნენ
ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა.

"მილუოკი ბაქსის" ქართველმა ცენტრმა ფეხის კუნთის დაჭიმულობის გამო 6 მატჩი გამოტოვა და 10 თებერვალს, გამთენიისას, "ბრუკლინთან" გამართულ შეხვედრაში დაბრუნდა.

ქართველმა ცენტრმა 16 წუთი ითამაშა და მილუოკელებს გამარჯვებაში 5 ქულა და 5 მოხსნა მიაშველა.

"მილუოკი" აღმავლობის გზაზეა, ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო. დღევანდელ მატჩში "ხარირმებმა" დიდი ბრძოლა გადაიტანეს და "ბრუკლინ ნეთსს" თითქმის უიმედო სიტუაციიდან დაუძვრნენ. მეორე მეოთხედში "მილუოკი" 17 ქულით აგებდა, თუმცა მესამე პერიოდი მასპინძლებმა 16 ქულით მოიგეს და ბოლო მეოთხედში "ბრუკლინს" საქმე მოუთავეს - 103:97.

ზაზა ფაჩულია სათადარიგო იყო, რაც 6-მატჩიანი უქმობიდან მობრუნების გათვალისწინებით, ჩვეულებრივი მოვლენაა.

ქართველმა ცენტრმა 6-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 5 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი - ეს იყო ფაჩულიას საბოლოო მონაგარი.

საუკეთესო მილუოკელი ჯარედ დადლი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. აღმოსავლეთ კონფერენციის გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა გიანის ანტეტოკოუმპომ მილუოკელებს 12 ქულა მიაშველა.

29 მოგებითა და 23 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ შინ, 11 თებერვალს, "საკრამენტოსთან" ელის.

წყარო: gbf.ge

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ