შოტლანდიელი როტერდამის ტურნირში ასპარეზობს
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წაგების შემდეგ გუშინ, პირველად გამოჩნდა კორტზე ბრიტანელი ენდი მარეი. ის მერვედფინალიდან ჩაება როტერდამის ტურნირში, სადაც საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა შეიკრიბა - ჰოლანდიაში პირველობისთვის პრეტენზიას აცხადებენ მილოშ რაონიჩი, ტომაშ ბერდიხი და გრიგორ დიმიტროვი.

მარეი გუშინ ფრანგ ვეტერანს ნიკოლა მაუს ხვდებოდა. ბრიტანელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა მნიშვნელოვან მომენტებში. მაგალითად, მეტოქის ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ხუთი მოიგერია. ერთადერთი ბრეიკი მაუმ მაშინ გააკეთა, როცა მეორე პარტიაში 5:0-ზე ენდი მატჩზე აწვდიდა. საბოლოოდ, ბრიტანელმა ამის გაკეთება მეორე ცდაზე შეძლო და საათი და 33 წუთი ბრძოლის შემდეგ 6:3, 6:2 გაიმარჯვა.

მარეი მეოთხედფინალში კანადელ ვასეკ პოსპიშილს შეხვდება.

როტერდამში თამაშობს ავსტრალიის ღია პირველობაზე როჯერ ფედერერის მძლეველი ანდრეას სეპი. იტალიელს ძალიან გაუჭირდა მასპინძელი რობინ ჰაასეს ბარიერის გავლა. მატჩი ორი საათი და 14 წუთი გაგრძელდა და სეპიმ 11 ბრეიკ-პოინტიდან შვიდი გარდასახა მომგებიან ქულაში - 6:7(5), 6:3, 6:3. ახლა, აპენინელი ნახევარფინალში გასასვლელად ტურნირის მოქმედ ჩემპიონ ტომაშ ბერდიხს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება