რობენი ვან დერ ვაარტის წინააღმდეგ
ბუნდესლიგის გუნდებს "ინგლისური კვირის" შემდეგ ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. 21-ე ტური წინ უძღვის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩებს. მომავალ კვირას პლეი ოფს იწყებენ "ბაიერნი" და "შალკე", თუმცა ჩემპიონატში ამ გუნდებს მოდუნების უფლება არ აქვთ...

რობენი ვან დერ ვაარტის წინააღმდეგ

"ბაიერნმა" მეორე წრის სტარტის ჩაგდების შემდეგ წინა ტურში ნავსი გატეხა და 2015 წელს პირველი მატჩი მოიგო, თუმცა "შტუტგარტის" წინააღმდეგ ისევ არ უჩვენებია ის თამაში, რომელიც პირველ წრეში ჰქონდა.

და მაინც, მოგება მოგებაა და მიუნხენელები კარგი განწყობით ხვდებიან ხვალინდელ მატჩს "ჰამბურგთან". ამ უკანასკნელსაც განწყობა არ დაეწუნება - ცინბაუერის გუნდმა სეზონში პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი, თან ამ შეხვედრებში ხუთი გოლი გაიტანა. არადა, წინა 18 მატჩში მხოლოდ ცხრაჯერ აიღო მეტოქეთა კარი. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ბოლო ტურში "ჰანოვერზე" გამარჯვება მოწინააღმდეგის მცველის - მარსელოს დამსახურება იყო, რომელმაც ორი ავტოგოლი გაიფორმა.

საინტერესო უნდა იყოს ჰოლანდიელების დაპირისპირება: ერთ მხარეს არიენ რობენი და მეორე მხარეს - რაფაელ ვან დერ ვაარტი. რობენმა ბოლო შვიდ ოფიციალურ მატჩში შვიდი გოლი გაუტანა "ჰამბურგს". მას არ უთამაშია პირველი წრის შეხვედრაში და ის მატჩი 0:0 დასრულდა. რაც შეეხება ვან დერ ვაარტს, ის დღევანდელ "ჰამბურგში" ერთადერთია, ვისაც "ბააიერნისთვის" სტუმრად მოუგია, თანაც ორჯერ (2006, 2007), სულ კი რეკორდმაისტერის კარი სამჯერ აქვს დალაშქრული.

საერთოდ, ეს გუნდები მიმდინარე სეზონში მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. 0:0-ის შემდეგ იყო ასევე ჰამბურგში გერმანიის თასის მატჩი, რომელიც "ბაიერნმა" 3:1 მოიგო. იმასაც შეგახსენებთ, რომ 0:0-მდე რეკორდმაისტერი ასეთი ანგარიშებით უგებდა "ჰამბურგს" - 6:0, 5:0, 5:1, 9:2...

შიურლე ყოფილების წინააღმდეგ

21-ე ტურში ცენტრალური მატჩია "ლევერკუზენი"-"ვოლფსბურგი", რომელსაც სერიოზული ინტრიგა ახლავს თან - ანდრე შიურლე თავისი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ითამაშებს. ექს-ჩელსელს წინა ტურში ჰქონდა დებიუტი "მგლების" რიგებში და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ. ყველა ერთხმად (მათ შორის, შიურლეც) აღნიშნავდა, რომ ანდრე უკვე კარგად შეეწყო კევინ დე ბრუინს და ბუნდესლიგაში ახალი სუპერტანდემი ჩამოყალიბდა.

შიურლე არ იზიარებს "ბაი-არენაზე" დაბრუნებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და აცხადებს, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი მატჩია, რომელშიც აუცილებლად უნდა აიღონ სამი ქულა.

სათამაშო ფორმის მიხედვით, "ვოლფსბურგი" აშკარა ფავორიტია. ეს გუნდი რვა ტურია, არ აგებს და თან ფანტასტიკურ თამაშს აჩვენებს. "ლევერკუზენი" კი მხოლოდ აჩრდილია იმ გუნდისა, რომელიც სეზონის სტარტზე ბრწყინავდა და სიმპათიას იწვევდა თავისი შემტევი ფეხბურთით, ახლა კი მეორე წრის სამ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.

"ვოლფსბურგთან" მატჩის წინ "ფარმაცევტების" კიდევ ერთი მინუსია ორი დისკვალიფიცირებული მცველი - თოფრაქი და ვენდელი, რომლებსაც 5-5 ყვითელი ბარათი დაუგროვდათ.

"ლევერკუზენის" პრობლემები კარგად დაახასიათა კლუბის სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა: "უფრო ხშირად უნდა დავარტყათ კარში. არასაკმარისად "მშივრები" ვართ, გრძნობის გარეშე ვთამაშობთ..."

აღვნიშნოთ ორი სტატისტიკური მომენტი: პირველი - "ბაიერის" ფორვარდს, შტეფან კისლინგს წელს მხოლოდ ოთხი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ოთხივეჯერ მისმა გუნდმა მოიგო; მეორე - "ვოლფსბურგის" ფორვარდ ბას დოსტს ორჯერ უთამაშია "ლევერკუზენის" წინააღმდეგ, ორივეჯერ გაიტანა და მისმა გუნდმა ორივე თამაში მოიგო. გასაკვირი არ იქნება ამ სერიის გაგრძელება, რადგან ჰოლანდიელმა მეორე წრეში უკვე სამი გოლი გაიტანა.

კლოპმა ძველ სიყვარულს უნდა მოუგოს

ტური იხსნება "სიგნალ იდუნა პარკზე" "დორტმუნდისა" და "მაინცის" მატჩით. "მაინცი" იურგენ კლოპის ძველი სიყვარულია - ის ამ გუნდში 11 წელი ფეხბურთელი იყო და შვიდი წელი - მწვრთნელი, მაგრამ ახლა სენტიმენტების დრო არ არის. "ჩვენ ჯერ ისევ რთულ მდგომარეობაში ვართ", - ამბობს სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი.

"ბორუსიაში" ამაღლებული განწყობაა, რასაც განაპირობებს წინა ტურში "ფრაიბურგთან" ლამაზი მოგება და მარკო როისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. ასე რომ, იურგენ კლოპის გუნდი ვალდებულია, მოგებით გაახაროს საკუთარი გულშემატკივარი, რომელმაც ამ სეზონში საკუთარ კედლებში საყვარელი გუნდის წაგება უფრო მეტი ნახა, ვიდრე მოგება (ოთხი სამის წინააღმდეგ).

დღევანდელ შეხვედრაში ბევრი რამ "დორტმუნდის" სასარგებლოდ ლაპარაკობს: "მაინცს" არ ეყოლება ძირითადი მეკარე კარიუსი, ჰიულმანდის გუნდს მესამე ტურიდან მოყოლებული არ მოუგია სტუმრად, ხოლო მარკო როისს "მაინცისთვის" შვიდი გოლი აქვს გატანილი.

სხვა მატჩები

ის სიტყვები, რომლებითაც თავისი გუნდის თამაში დაახასიათა რუდი ფიოლერმა, "გლადბახსაც" შეიძლება მივუსადაგოდ. ამ გუნდმაც, "ლევერკუზენის" მსგავსად, სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და "შალკესთან" ბოლო ტურში სრულიად უინიციატივო თამაში აჩვენა. ასეთი მოქმედებით მას გაუჭირდება 82-ე რაინის დერბიში "კიოლნთან", რომელიც 2015 წელს დაუმარცხებელია და ერთადერთია ლიგაში, რომელსაც გოლიც არ გაუშვია. ეს "კიოლნის" 21 წლის მეკარის, ტიმო ჰორნის დამსახურებაა. ის უკვე დღეს შეიძლება მოვნათლოთ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად.

საინტერესო უნდა იყოს "აინტრახტისა" და "შალკეს" დაპირისპირება. ფრანკფურტელთა დამრიგებელი თომას შააფი ბუნდესლიგაში მე-500 შეხვედრას ჩაატარებს მწვრთნელის რანგში. მის გუნდს უჭირს - ექვსი ტურია არ მოუგია, "შალკემ" კი დაცვაში ნამდვილი გაუვალი კედელი ააგო და ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. საინტერესო იქნება, როგორ გაუმკლავდება ამ ბეტონს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ალექსანდრ მაიერი (14 გოლი).

მეორე წრის ლიდერი "ვერდერი" ზედიზედ ოთხი მატჩის მოგებით იწონებს თავს. მის მეტოქეს - "აუგსბურგს" ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. რთული სათქმელია - ვისი აჯობებს ამ შემთხვევაში. ტურის ერთ-ერთი მთავარი დუელი სწორედ ამ მატჩში შედგება: ფრანკო დი სანტო რაულ ბობადილიას წინააღმდეგ. "ვერდერის" არგენტინელს მეორე წრეში სამი გოლი დაუგროვდა, "აუგსბურგის" არგენტინელი კი ოთხი ტურია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური

პარასკევი. 13 თებერვალი

დორტმუნდი-მაინცი 23:30

დისკვალიფიკაცია: კარიუსი

ტრავმა: გროსკროიტცი, ბენდერი, დურმი, ბლაშჩიკოვსკი, კელი - ხაირო, მორიტცი, ნედელევი, კოო

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 მატჩი: +8=6-3 (25-15)

შაბათი. 14 თებერვალი

ბაიერნი-ჰამბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: ჯ. ბოატენგი

ტრავმა: ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა - ჰოლტბი, იუნგი, კლებერი, დიკმაიერი, ბეჰრამი, ლასოგა

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 99 მატჩი: +58=22-19 (216-100)

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: თოფრაქი, ვენდელი

ტრავმა: იედვაი, კრუსი - კლოზე, ფელიპე, პერიშიჩი

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 35 მატჩი: +17=5-13 (63-53)

გლადბახი-კიოლნი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - ჰელმესი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 81 მატჩი: +44=16-21 (166-108)

ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 18:30

დისკვალიფიკაცია: პოლანსკი

ტრავმა: ზიულე, შტოლცი - რიუდიგერი, დიდავი, გრუესო, აბდელაუე, გინჩეკი

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 მატჩი: +3=4-6 (19-22)

ვერდერი-აუგსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: - იანკერი

ტრავმა: ბუში, გალვესი, პრიოდლი, ლორენცენი - ჰიტცი, ვერჰაეგი, მორავეკი, მატავჟი, მიოლდერსი, ჰონგი, მატავჟი. ესვაინი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 მატჩი: +1=2-4 (7-13)

აინტრახტი-შალკე 21:30

დისკვალიფიკაცია: სამბრანო - ჰუნტელაარი

ტრავმა: ჯაკპა, ვალდესი - ფერმანი, გიფერი, კოლაშინაცი, დრაქსლერი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი, სემი

ბოლო 6 მატჩი

+0=4-2 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 81 მატჩი: +28=22-31 (122-124)

კვირა. 15 თებერვალი

ჰერტა-ფრაიბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: ლუშტენბერგერი

ტრავმა: ვან დენ ბერგი, ბაუმიოჰანი, ბენ ჰატირა, ჩიგერჩი - კრმაში, მიტროვიჩი, კემპფი, ბატცი, მეჰმედი, პეტერსენი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 მატჩი: +8=8-3 (28-20)

ჰანოვერი-პადერბორნი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანდრეასენი, მილერი, ია კონანი, ჰოფმანი - დუკში, ბერტელსი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +0=0-1 (0-2)

ბომბარდირები: 14 - მაიერი (აინტრახტი); 12 - რობენი (ბაიერნი); 9 - დი სანტო (ვერდერი), ჩუპო-მოტინგი (შალკე); 8 - ბელარაბი (ლევერკუზენი), დე ბრუინი (ვოლფსბურგი), ოკაზაკი (მაინცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპანელს ესპანელი შეცვლის? - "ლევერკუზენში" ფაბრეგასის ვარიანტს განიხილავენ
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
ტენ ჰაგმა შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "ემპოლიმ" თამაში შემოატრიალა და სერია A-ში დარჩენის შანსი აქვს
[VIDEO] "ნაპოლიმ" და "ინტერმა" ფრედ ითამაშეს - ჩემპიონი 23 მაისს გაირკვევა
შენგელიას შვიდიანები | "ვირტუსმა" პლეი ოფი "ვენეციასთან" გამარჯვებით გახსნა
შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული ლეიდაში მოგებულ შეხვედრაში
[VIDEO] მამარდაშვილი "მესტალიას" დაემშვიდობა - "ვალენსიამ" ისევ წააგო
კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს
აზაროვის საგოლე გადაცემა - "შახტარმა" ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა
ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
დავითაშვილი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში გადავა? - ქართველს "სენტ ეტიენის" გავარდნის შემდეგ საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა
"უკვე სახლშია, სრულიად ინტეგრირდა" - ლუის ენრიკემ დუბლის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?" - რონალდოს უცნაური პასუხი
"ტოტენჰემი" 50 მილიონ ევროდ "ვოლფსბურგის" მცველს იმატებს
თრილერი "ფოლკსპარკშტადიონზე" - ზივზივაძემ გაიტანა, "კარლსრუემ მოიგო და წინ მიიწევს [VIDEO]
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: ხოჭოლავა არ ათამაშეს - "შახტარი" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ლევერკუზენის" ექსშემტევი საქართველოში უკანონოდ გადმოსვლის მცდელობისას დააკავეს
მკვლელობაში ეჭვმიტანილი "ბაიერის" ექსშემტევი საქართველოში გადმოსვლის მცდელობისას დააკავეს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
დღეს დიდი მატჩებია - "არსენალმა" ახლა თუ არა, როდის და "რეალი", რომელსაც აქ 20 წელია, არ წაუგია!..
დრამა ლევერკუზენში - "დორტმუნდმა" 4:3 მოიგო, ჰოლანმა დუბლი შეასრულა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
კვარაცხელიას ალტერნატივა? - "ნაპოლი" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: ითამაშებს ხოჭოლავა დღის ცენტრალურ მატჩში?
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
"ნიტ, ნოუ, ნაინ" - ქართული სული ისეთია" - უკრაინელი ჟურნალისტი გოჩოლეიშვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ტოტენჰემმა" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა
ანჩელოტი: ნახევრად კმაყოფილი ვარ, "ბაიერნმა" ჩვენზე უკეთესად ითამაშა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
"ბაიერნის" მოულოდნელი მარცხი და შანსი "დორტმუნდს"
საზონოვით გერმანული კლუბი ისევ დაინტერესდა - გაუშვებს "ტორინო"?
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
ბუდუს "კარლსრუემ" სახლში "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
გოჩოლეიშვილით ცნობილი გერმანული კლუბი დაინტერესდა